NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»სანამ სერიოზული მტკიცებულებები არ დაგროვდება, იქამდე არ მგონია, „პლაქვენილის“ გამოყენებასთან ან არ გამოყენებასთან დაკავშირებით მკაცრი გადაწყვეტილებები მივიღოთ

სანამ სერიოზული მტკიცებულებები არ დაგროვდება, იქამდე არ მგონია, „პლაქვენილის“ გამოყენებასთან ან არ გამოყენებასთან დაკავშირებით მკაცრი გადაწყვეტილებები მივიღოთ

26 მაი 2020 საინტერესო 813 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

Covid-19-ის მქონე იმ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოში კორონავირუსის ინფექციაზე „პლაქვენილით“ მკურნალობენ, არავითარი გართულება არ ჰქონიათ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ „სოლიდარობის კვლევიდან“ მედიკამენტ „ჰიდროქსიქლოროქინის“ („პლაქვენილი“) დროებით ამოიღებასთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

რაც შეეხება იმას, რა მედიკამენტებზე ჩატარდება საქართველოში „სოლიდარობის კვლევა“, რომლისთვისაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოც შეარჩია, გამყრელიძის თქმით, კვლევის დიზაინზე, მის პროტოკოლზე, ავადმყოფთა ჩართვისა და არ ჩართვის კრიტერიუმებზე ჯერ კიდევ მიდის საუბარი.

“ჯერ ეს კვლევა, რამდენადაც მე საქმის კურსში ვარ, არ დაწყებულა, მხოლოდ საუბარია კვლევის დიზაინზე, ანუ როგორი დიზაინით უნდა გაკეთდეს კვლევა, მის პროტოკოლზე, ავადმყოფთა ჩართვისა და არ ჩართვის კრიტერიუმებზე. „პლაქვენილი“ ჩვენთან დიდი ხანია გამოიყენება, ისევე როგორც ბევრი ქვეყნის პროტოკოლებსა და გაიდლაინებში შედის. მხოლოდ ერთი კვლევის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საპატივცემულო და მაღალრეიტინგული ჟურნალია „ლანცეტი“, სადაც გამოქვეყნდა გარკვეული მასალები, საბოლოო დასკვა ჯერ არ არის საერთაშორისო საზოგადოებაში გაკეთებული. მე რა ინფორმაციაც მაქვს, დაავადებაა კონტროლის ცენტრი ფლობს ინფორმაციას, რა თქმა უნდა, უფრო ზუსტი აქვთ კლინიცისტებს, მაგრამ ზოგადი ეპიდსიტუაცია გვაქვს ჩვენ და არავითარი გართულება „პლაქვენილის“ გამოყენებასთან დაკავშირებით არ ყოფილა,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გარდა, მსოფლიოში, სხვადასხვა უნივერსიტეტში ბევრი კვლევა ტარდება, სადაც „პლაქვენილი“ განიხილება როგორც სამკურნალო საშუალება.

“სანამ სერიოზული ინფორმაცია და მტკიცებულებები არ დაგროვდება, მანამდე არ მგონია იყოს მკაცრი გადაწყვეტილებები გამოყენებასთან ან არ გამოყენებასთან დაკავშირებით. უნდა დაგროვდეს შესაბამისი მასალა. ეს მასალა გამოქვეყნებულია “ლანცეტში”, ეს შედის მსოფლიოში ჟურნალთა სამეულში. „ლანცეტის“ სტატია არის რამდენიმე კვლევაზე დაყრდნობით, ამის გარდა კიდევ ტარდება რამდენიმე ათეული კვლევა მსოფლიოში, როგორც გითხარით. შემდგომში ეს ყველაფერი შეჯერდება და იქნება ერთიანი რეკომენდაციები. მედიცინის არცერთ პრეპარატზე, გარდა გამონაკლისებისა, ერთგვაროვანი შეფასება არ არის ხოლმე. „პლაქვენილი“ არის ერთ-ერთი ძველი პრეპარატი, ეს არ არის ახალი,” – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სოლიდარობის კვლევიდან“ მედიკამენტი „ჰიდროქსიქლოროქინი“ („პლაქვენილი“) დროებით ამოიღო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადჰანომ გაბრეიესუსის ინფორმაციით, სამედიცინო გაზეთ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ იმ ადამიანების გულის პრობლემებით გარდაცვალების რისკი იზრდებოდა, ვინც „პლაქვენილს“ იღებდნენ. უწყების ხელმძღვანელის თქმით, სწორად ამ ინფორმაციის გამო პრეპარატის კვლევებში ჩართვა დროებით შეჩერდა.

კომენტარები

TOP პლაქვენილი სერიოზული მტკიცებულებები 2020-05-26
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP პლაქვენილი სერიოზული მტკიცებულებები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ხელისუფლება ჩვენ ხარჯზე იღებს სესხს და მერე ეს იფლანგება ან კორუფციულად რიგდება – მაოხრებელი გზირივით იქნებიან, თვითონ წარსულს ჩაბარდებიან, მაგრამ ამ ტვირთს დაგვიტოვებენ

შემდეგი სტატია

“გაზპრომთან” არსებული ხელშეკრულების გადახედვა ბუნებრივი აირის ფასის კლებას ემსახურება და ფასის შემცირება დაახლოებით 15%-ს შეადგენს

მსგავსი სტატიები

How to Attract Beautiful Women of all ages From the Ukraine

ნაგულისხმევად საიტისათვის 23 ოქტ 2020

Keeping away from Dating Unfortunate occurances When Going out with Foreign Ethnicities

ნაგულისხმევად საიტისათვის 15 სექ 2020
რუსეთს სურს უკრაინის პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩი გამოაცხადოს, ის უკვე მინსკშია

რუსეთს სურს უკრაინის პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩი გამოაცხადოს, ის უკვე მინსკშია

ირაკლი შალიკაშვილი 02 მარ 2022

უახლესი ამბები

  • შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

    შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

  • ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

    ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

  • ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

    ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

  • მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

    მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

  • სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

    სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

    თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

  • საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

    საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

  • თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

    თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

  • მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

    მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge