NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ინფრასტრუქტურულ პროექტებში სერიოზული კორუფციაა და ეს არის გამოძიების საგანი

ინფრასტრუქტურულ პროექტებში სერიოზული კორუფციაა და ეს არის გამოძიების საგანი

26 მაი 2020 პოლიტიკა 781 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

როდესაც 4,6 მილიონი ლარით დაგვაჯარიმეს ჩვენმა საერთაშორისო საფინანსო კომპანიებმა, იმის გამო, რომ სესხი არ ავითვისეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი ეს სქემა კორუფციაზეა აწყობილი. საკითხი შესასწავლად უნდა გადაეცეს პროკურატურას, რატომ დაიკარგა ბიუჯეტიდან თითქმის 5 მილიონი ლარი იმის გამო, რომ გაფორმებული კონტრაქტი არ იქნა გამოყენებული და არ განხორციელდა შესაბამისი სამუშაოები, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, აუდიტის დასკვნის მიხედვით, აღებულია საგარეო ვალი და ამ დროს არ შესრულდა რამდენიმე საინვესტიციო პროექტი, რაზე მიუთითებს ეს ფაქტორი.

რომან გოცირიძის განცხადებით, სერიოზული კორუფცია იკვეთება ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ათეულობით მილიონი ლარი დაიკარგა, რაზეც არავინ დასჯილა.

„როდესაც ქვეყანამ 200 მილიონზე მეტი საგარეო ვალი აიღო ამ პროექტებისთვის და არ შესრულდა, ანუ შესრულების გრაფაში წერია 0, როდესაც ყველა დიდ პროექტს საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიები ასრულებენ, დიდძალ ფულს იღებენ პირადი ჯიბისთვის და პარტიული ყულაბისთვის, როდესაც ეს ფული გამოიყენება შეღავათიანი ტენდერების გამო საარჩევნო კამპანიაში, უფრო მეტიც, როდესაც 4,6 მილიონი ლარით დაგვაჯარიმეს ჩვენმა საერთაშორისო საფინანსო კომპანიებმა, პარტნიორებმა იმის გამო, რომ ეს სესხი არ ავითვისეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი ეს სქემა კორუფციაზე და პირად ინტერესებზეა აწყობილი. საკითხი შესასწავლად უნდა გადაეცეს პროკურატურას, რატომ დაიკარგა ბიუჯეტიდან თითქმის 5 მილიონი ლარი იმის გამო, რომ გაფორმებული კონტრაქტი არ იქნა გამოყენებული და არ განხორციელდა შესაბამისი სამუშაოები.

ეს ძირითადად, გზას ეხება. გზების მშენებლობაზე საქართველომ ამ ბოლო პერიოდში, მხოლოდ გრიგოლეთი-სამტრედიის მონაკვეთზე დაკარგა დაახლოებით, 80 მილიონი ლარი. ამის გამო არავინ დასჯილა ქვეყანაში. ინფრასტრუქტურულ პროექტებში სერიოზული კორუფციაა და ეს არის გამოძიების საგანი. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩვენ, ყველა მსგავს შემთხვევას დაწვრილებით გამოვიძიებთ და საზოგადოებას ვაჩვენებთ, თუ რა დიდი რაოდენობის ფული იფლანგებოდა ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიების და ჩინოვნიკების მიერ“, – განაცხადა გოცირიძემ.

„2019 წელს 243 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა“, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ მომზადდა.

აუდიტის მოხსენების თანახმად, საყურადღებოა, რომ უცხოეთიდან მოზიდული სესხებით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების ნაწილი, გასული წლების მსგავსად, ხასიათდება დაბალი ათვისებით, რაც საინვესტიციო პროექტების შეფერხებებით განხორციელებაზე მიუთითებს.

კომენტარები

გამოძიების საგანი ინფრასტრუქტურულ პროექტებში კორუფცია 2020-05-26
ირაკლი შალიკაშვილი
Tags გამოძიების საგანი ინფრასტრუქტურულ პროექტებში კორუფცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თქვენ ხართ ქართული სახელმწიფოს ძლიერი საყრდენი და მტკიცედ იცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას ხილულ თუ უხილავ მტერთან ბრძოლაში!

შემდეგი სტატია

საქართველო, ჩემო სამშობლო! გილოცავ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს – მივაღწიოთ თავისუფლებას ილია ჭავჭავაძის ხედვით

მსგავსი სტატიები

დარწმუნებული ვარ, ახალი თავმჯდომარე შეცვლის კობახიძის დატოვებულ მძიმე მემკვიდრეობას – ბესელია თალაკვაძეს დახურულ კარს მიღმა შეხვდა

დარწმუნებული ვარ, ახალი თავმჯდომარე შეცვლის კობახიძის დატოვებულ მძიმე მემკვიდრეობას – ბესელია თალაკვაძეს დახურულ კარს მიღმა შეხვდა

ირაკლი შალიკაშვილი 04 ივლ 2019
იაგო ხვიჩია: ვუსურვებდი ქართველ ხალხს ეს ორი პარტია გაქრეს, აღარ არსებობდეს (ვიდეო)

იაგო ხვიჩია: ვუსურვებდი ქართველ ხალხს ეს ორი პარტია გაქრეს, აღარ არსებობდეს (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 30 მარ 2022
“მიმინოშვილი პარტიას ეხმარება ტრენინგებში” – პრემიერი “ქართული ოცნების” განახლებაზე საუბრობს

“მიმინოშვილი პარტიას ეხმარება ტრენინგებში” – პრემიერი “ქართული ოცნების” განახლებაზე საუბრობს

სოსო ელისაშვილი 13 მაი 2019

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

    სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

  • შალვა პაპუაშვილი: საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, არამედ მას, როგორც პარტნიორ ქვეყანას, დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში

    შალვა პაპუაშვილი: საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, არამედ მას, როგორც პარტნიორ ქვეყანას, დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში

  • ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა – გამოტანილი იყო $30 მლნ, გაიყიდა $7.6

    ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა – გამოტანილი იყო $30 მლნ, გაიყიდა $7.6

  • შალვა პაპუაშვილი: დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

    შალვა პაპუაშვილი: დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

  • სექტემბრის ბოლო კვირის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

    სექტემბრის ბოლო კვირის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

  • გიორგი კაკაურიძე: 2024 წლის ბიუჯეტში ანაკლიის პორტის პროექტისთვის საჭირო თანხა ჯერ გაწერილი არ არის

    გიორგი კაკაურიძე: 2024 წლის ბიუჯეტში ანაკლიის პორტის პროექტისთვის საჭირო თანხა ჯერ გაწერილი არ არის

  • მედია: მთავრობამ Rothschild & Co-ს ტრანსფორმაციული სტრატეგიის დასაწერად ₾8 მლნ გადაუხადა – 2 წელი გადის, დოკუმენტი არ ჩანს

    მედია: მთავრობამ Rothschild & Co-ს ტრანსფორმაციული სტრატეგიის დასაწერად ₾8 მლნ გადაუხადა – 2 წელი გადის, დოკუმენტი არ ჩანს

  • ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 5 ოქტომბერს შეხვდებიან

    ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 5 ოქტომბერს შეხვდებიან

  • რუსმა სამხედროებმა რუსებმა ბერისლავი დაბომბეს, ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ

    რუსმა სამხედროებმა რუსებმა ბერისლავი დაბომბეს, ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ

  • რომან გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააფუჭა – სებ-ი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა

    რომან გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააფუჭა – სებ-ი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge