NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გვეამაყება, რომ ჩვენი თაობა, წინაპრების დანატოვარს უფრთხილდება და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობის განმტკიცებაში

გვეამაყება, რომ ჩვენი თაობა, წინაპრების დანატოვარს უფრთხილდება და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობის განმტკიცებაში

26 მაი 2020 პოლიტიკა 863 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გვეამაყება, რომ ჩვენი თაობა, წინაპრების დანატოვარს უფრთხილდება და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობის განმტკიცებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

“გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ თარიღს, ჩვენი ქვეყნის ოფიცრებთან და ჯარისკაცებთან ერთად აღვნიშნავ. 102 წლის წინ, 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ნანატრი სახელმწიფოებრიობა მოიპოვა. სწორედ მაშინ, ჩვენმა წინაპრებმა საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტებს და დემოკრატიას. სამწუხაროდ, მალევე, საბჭოთა ოკუპაციამ ქვეყნის განვითარება, თითქმის, 7 ათწლეულით შეაფერხა, მაგრამ მან ვერ შეაჩერა თავისუფლებისადმი ჩვენი სწრაფვა და მოძრაობა. 1991 წლის წლის 9 აპრილს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა და პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობის საფუძველზე განაგრძო ქართველი ხალხის არჩევანის, თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის, დემოკრატიის განვითარებისა და დასავლეთთან ინტერგრაციის გზა. გვეამაყება, რომ ჩვენი თაობა, წინაპრების დანატოვარს უფრთხილდება და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობის განმტკიცებაში. საკონსტიტუციო რეფორმა და საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიღწეული პროგრესი და ევროპული და ევროატლანტიკური ინტერგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები, ეს არის ის, რითაც ვაგრძელებთ ჩვენი წინაპრების მიერ დაწყებულ საქმეს და ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ათასობით თანამოქალაქეს არ ეძლევა სახლში დაბრუნებს საშუალება, საქართველოს აქვს პოზიტიური დღის წესრიგი და ქმედითი სახელმწიფო ინსტიტუტები. “ჰყავს ღირსეული საზოგადოება და ძლიერი სტრატეგიული მეგობრები დასავლეთში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას არაერთი ომი გამოუვია და სისხლის ფასად მოუწია ეროვნული თვითმყოფადობის დაცვა. წელს განსაკუთრებული განსაცდელის პირისპირ აღმოვჩნდით. უხილავმა მტერმა, ახალმა კორონავირუსმა, საფრთხე შეუქმნა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. გამოცდის წინაშე დააყენა ჩვენი სახელმწიფოს შესაძლებლობები. ვირუსთან ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება. თუმცა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ ამ პროცესს თამამად გაართვა თავი. ჩვენ ერთად შევძელით რომ სიამაყის ნაპერწკალი კიდევ ერთხელ აგვენთო ერთმანეთის გულებში. კიდევ ერთხელ გვეამაყა ჩვენ სახელმწიფოთი და საზოგადოებით. ამიტომ ამ ისტორიულ და ემოციურ, ამაღლებულ დღეს, მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ. ჩვენი საამაყო ჯარისკაცები ექიმებთან და პოლიციელებთამნ ერთად, წინა ხაზზე იმყოფებოდნენ პანდემიის შესაჩერებლად. ეს მიღწევები და წარმატებები არის ახალგაზრდა და უფრო თაობის, სხვადასხვა ჯგუფის, განსხვავებული მისწრაფებების, ხედვის და პროფესიის მქონე ადამიანების ერთობლივი მონაპოვარი. ეს არის ის რაც გვაერთიანებს, დამოუკიდებელ ერად გვამყოფებს. საქართველოს სახელმწიფო ყველა თქვენგან ეკუთვნის. ოფიცრებო და ჯარისკაცებო დარწმუნებული ვარ ღირსეულად ატარებთ სამხედო მუნდირს და ერთგულებით, თავდადებითა და სიმამაცით დაიცავთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

2020-05-26
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიორგი გახარია საკმაოდ წარმატებული პრემიერია, თავდადებული ქვეყნისთვის და ასე რომ, შესანიშნავი კადრი ჰყავს სახელმწიფოს

შემდეგი სტატია

თქვენ ხართ ქართული სახელმწიფოს ძლიერი საყრდენი და მტკიცედ იცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას ხილულ თუ უხილავ მტერთან ბრძოლაში!

მსგავსი სტატიები

მხოლოდ განცხადება, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი, აღარ არის საკმარისი, ეს რუსეთის მხრიდან პროვოკაციებს ზრდის

მხოლოდ განცხადება, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი, აღარ არის საკმარისი, ეს რუსეთის მხრიდან პროვოკაციებს ზრდის

ირაკლი შალიკაშვილი 15 ივნ 2021
სოფო კილაძე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერა სოციალური მუშაკის რეფორმასთან დაკავშირებით

სოფო კილაძე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერა სოციალური მუშაკის რეფორმასთან დაკავშირებით

03 აპრ 2018

„ჩვენ არც ბელადები უნდა გვჭირდებოდეს და არც ყოჩები“

19 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

    სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

  • შალვა პაპუაშვილი: საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, არამედ მას, როგორც პარტნიორ ქვეყანას, დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში

    შალვა პაპუაშვილი: საქართველო არ არის ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების მხოლოდ მიმღები, არამედ მას, როგორც პარტნიორ ქვეყანას, დიდი წვლილი შეაქვს ევროპული და გლობალური მიზნების განხორციელებაში

  • ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა – გამოტანილი იყო $30 მლნ, გაიყიდა $7.6

    ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა – გამოტანილი იყო $30 მლნ, გაიყიდა $7.6

  • შალვა პაპუაშვილი: დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

    შალვა პაპუაშვილი: დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი

  • სექტემბრის ბოლო კვირის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

    სექტემბრის ბოლო კვირის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

  • გიორგი კაკაურიძე: 2024 წლის ბიუჯეტში ანაკლიის პორტის პროექტისთვის საჭირო თანხა ჯერ გაწერილი არ არის

    გიორგი კაკაურიძე: 2024 წლის ბიუჯეტში ანაკლიის პორტის პროექტისთვის საჭირო თანხა ჯერ გაწერილი არ არის

  • მედია: მთავრობამ Rothschild & Co-ს ტრანსფორმაციული სტრატეგიის დასაწერად ₾8 მლნ გადაუხადა – 2 წელი გადის, დოკუმენტი არ ჩანს

    მედია: მთავრობამ Rothschild & Co-ს ტრანსფორმაციული სტრატეგიის დასაწერად ₾8 მლნ გადაუხადა – 2 წელი გადის, დოკუმენტი არ ჩანს

  • ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 5 ოქტომბერს შეხვდებიან

    ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 5 ოქტომბერს შეხვდებიან

  • რუსმა სამხედროებმა რუსებმა ბერისლავი დაბომბეს, ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ

    რუსმა სამხედროებმა რუსებმა ბერისლავი დაბომბეს, ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ

  • რომან გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააფუჭა – სებ-ი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა

    რომან გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააფუჭა – სებ-ი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge