NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»„ნაცმოძრაობას“ პასუხისმგებლობის აღების შნო რომ ჰქონდეს, კომპენსაციებს, რასაც სახელმწიფო იხდის, თვითონ უნდა იხდიდეს

„ნაცმოძრაობას“ პასუხისმგებლობის აღების შნო რომ ჰქონდეს, კომპენსაციებს, რასაც სახელმწიფო იხდის, თვითონ უნდა იხდიდეს

25 მაი 2020 პოლიტიკა 1158 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორალური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მათი ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის კომპენსაცია გადაიხადოს. მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით 2019 წლის ანგარიშზე ისაუბრა და განმარტა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი მემკვიდრეობა უნდა აღიაროს.

„ალბათ, სტრასბურგის ევროპული სასამართლო ყველაზე მეტად ააშკარავებს, რა არის სინამდვილე, როგორია რეალობა. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს რეალობა არის ის, რომ ეს ორგანიზაცია 53 საქმეზე ყავს გასამართლებული, სადაც ადამიანის უხეში და სასტიკი დარღვევები გამოვლინდა. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ძირითადი მუხლები, რაც ამ საქმეებში მეორდება, კონვენციის 1-ლი, მეორე, მეხუთე, მეექვსე მუხლებია, ანუ ის მუხლები, რომლებიც ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, სიცოცხლის ხელყოფას, წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, სამართლიანი სასამართლოს უფლებას ეხება, ანუ ფუნდამენტურ უფლებებს, რომელსაც ერთი ხელის მოსმით ფუნდამენტურად ლახავდნენ მაშინდელი ხელისუფალნი. ამ ტვირთს დღემდე იხდიან ჩვენი მოქალაქეები კომპენსაციის სახით, რომელიც მილიონობით ლარია. ათასობით საქმე, რომელიც მაშინ სტრასბურგში იგზავნებოდა, ამ საქმეების უკან გმირი ადამიანები და ოჯახები იდგნენ. კარგად გვახსოვს, როგორ მძიმედ უხდებოდათ მათ, რომ სტრასბურგის სასამართლოსთვის მიემართათ. თუ ამ ოჯახებს ოჯახის წევრები პატიმრობაში ჰყავდათ, ისინი ფაქტობრივად იმ ხელისუფლების მძევლები იყვნენ და მიდიოდა პირდაპირ შანტაჟი, რომ მათ სტრასბურგის სასამართლოდან საქმეები გამოეხმოთ. იყო ისეთი შემთხვეევბიც, როდესაც მსგავსი ისტორიები ადამიანის სიკვდილითთ მთავრდებოდა და ჩვენ ეს ძალიან კარგად გვახსოვს, არასდროს დაგვავიწყდება. ის ადამიანები, რომლებიც დღეს ევროპულ ღირებულებებზე გველაპარაკებიან ხშირად, ამ დროს ისიც გვახსოვს, სულ ცოტა ხნის წინ როგორი შტურმი და აგრესია მიიტანეს სტრასბურგის სასამართლოზე და როგორ ლანძღავდნენ მას. ეს არის ზუსტად ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითი, რადგან ისინი ორმაგი სტანდარტის მეხოტბეები არიან“,-განაცხადა იონათამიშვილმა.

მისი შეფასებით, არ შეიძლება, ერთდროულად ევროპული ღირებულებების მატარებელი იყო და თან სტრასბურგის სასამართლოს მიმართ აგრესიიით იყო განწყობილი.

„ეს საქმეები მართლაც ძალიან მძიმე მოსასმენია კიდევ ერთხელ ჩემთვის და ალბათ, ნებისმიერი მოქალაქისთვისაც. საქმეები კიდევ არ არის დასრულებული, ჩვენ 2019 წლის ანგარიშს ვისმენთ და 2020 წელს კიდევ რამდენიმე საქმეზე დადგინდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩადენილი დანაშაული, აქედან გამოვყოფ „ციხის ბუნტის საქმეს“, სადაც ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაზეც კი გაამახვილა ყურადღება სტრასბურგის სასამართლომ. ამიტომ, ვფიქრობ, ამ ადამიანებს ელემენტარულად მორალური პასუხისმგებლობის აღების შნო რომ ჰქონდეთ, იმ კომპენსაციებს, რასაც დღეს ჩვენი მოქალაქეები და სახელმწიფო იხდის, ვალდებულები უნდა იყვნენ, თვითონ გადაიხადონ ჩადენილი დანაშაულის გამო, რადგან ეს მემკვიდრეობა მათ უნდა აღიარონ. ისინი ამ დანაშაულების არა მარტო ჩამდენები, არამედ ორგანიზატორებიც იყვნენ“,-განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომპენსაცია პასუხისმგებლობა 2020-05-25
ირაკლი შალიკაშვილი
Tags კომპენსაცია პასუხისმგებლობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ონლაინდისკუსია თემაზე პერსონალური მონაცემების დაცვის ევროკავშირის რეგულაციები და ქართული კანონმდებლობა

შემდეგი სტატია

„ვოლვო საქართველო“ მომხმარებელს 20 000-ლარიან ფასდაკლებას და 1-წლიან უფასო საწვავის აქციას სთავაზობს

მსგავსი სტატიები

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან საპარლამენტო საქმიანობას იწყებს

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან საპარლამენტო საქმიანობას იწყებს

ირაკლი შალიკაშვილი 08 ივნ 2021
სამგორის რაიონის გამგებლის გადაწყვეტილებას მოქალაქეები აპროტესტებენ

სამგორის რაიონის გამგებლის გადაწყვეტილებას მოქალაქეები აპროტესტებენ

09 თებ 2018
თუ არ შეიქმნება კომისია, ეს იქნება დასტური, რომ არნახული გადატრიალება მზადდებოდა პატრიარქის შეცვლის სახით –

თუ არ შეიქმნება კომისია, ეს იქნება დასტური, რომ არნახული გადატრიალება მზადდებოდა პატრიარქის შეცვლის სახით –

ირაკლი შალიკაშვილი 11 ნოე 2019

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

    კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

  • ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

    ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

  • სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

    სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

  • იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

    იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

  • რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

    რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

  • ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

    ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

  • რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

    რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

  • მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

    მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

  • ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

    ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge