NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მინდა პრემიერს შევახსენო, რომ ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა, ყოველთვის ია-ვარდებით არის მოფენილი

მინდა პრემიერს შევახსენო, რომ ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა, ყოველთვის ია-ვარდებით არის მოფენილი

22 მაი 2020 პოლიტიკა 657 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ამ ბაქიბუქს და ხელების ქნევას საკუთარი კაბინეტიდან, მუქარას, რომ მედიით მკაცრად დაველაპარაკები, პრემიერს შეუძლია მობრძანდეს და გავიაროთ კონსულტაციები, – ამის შესახებ „დამოუკიდებელი დეპუტატების” ფრაქციის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პრემიერის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, არ ვეთანხმები პრემიერს, როცა ის ასე რადიკალურად აყენებს საკითხს.

„საკუთარი კაბინეტიდან ხელის ქნევას, შეუძლია მოვიდეს პარლამენტში და გამართოს კონსულტაციები ფრაქციებთან. ვფიქრობ, რომ ეს არის არაეთიკური საქციელი მისი მხრიდან. ის კანონპროექი, რაც შემოჰქონდა ბატონ პრემიერს, ეს არის დოქტატურის კანონპროექტი. მას როგორც სჩანს, სისტემები კარგად არ ესმის, როგორც ჩანს მას ესმის ერთი ადამიანის მსახურება, რომლის მსახურებითაც მას გააჩნია ეს თანამდებობა, მას ამისთვის არ მიუღწევია საკუთარი აქტიურობით, მან ამას მიაღწია ბიძინა ივანიშვილთან მორჩილებით.

ეს გადაწყვეტილება არის პარლამენტის უფლებამოსილების შეზღუდვა და ისეთი უფლებების მიცემა მთავრობისთვის, რაც არის ძალიან საშიში. კანონი ჩაანაცვლო ივანიშვილის დანინული პრემიერ- მინისტრის კანონქვემდებარე აქტებით, ეს იქნება ყოვლად მიუღებელი და ამას შევეწინააღმდეგებით. მინდა პრემიერს შევახსენო, რომ ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა, ყოველთვის ია-ვარდებით არის მოფენილი,”- აცხადებს გოგიჩაიშვილი.

მისივე თქმით, კანონპროექტს კონსტიტუციურ სასამართლოში გაასაჩივრებენ და „სულ რომ მათი დანიშნული იყოს სასამართლო”, ვერ შეძლებენ, რომ ის არ გააუქმონ.

დეპუტატი ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა შეზღუდვების მოქმედების ხანგრძლივობას და ცვლილებების მიუხედავად, პრეზიდენტს მიმართავენ, რომ კანონპროექტს ვეტო დაადოს.

„რატომ არ გამოაქვს თქვენი აზრით, კანონპროექტი კობახიძეს, რატომ არ გამოაქვს უმრავლესობის იურდიულ ნაწილს, იმიტომ, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური კანონპროექტი. ანტიკონსტიტუციური კანონპროექტი ნიშნავს ძალადობას კონსტიტუციაზე, რაც თავის მხრივ ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალებას. ეს არის დიქტატურისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი,”- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები

2020-05-22
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ტაქსთან მიმართებაში გარკვეული რისკები არსებობს, როდესაც მძღოლი ხშირად იცვლის მგზავრს და ამ პრევენციიდან გამომდინარე დავტოვეთ შეზღუდვა

შემდეგი სტატია

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა გონივრული შეზღუდვებით სწრაფად უნდა დაიწყოს, რადგან ამის გარეშე ვერ მოხდება იმ ზიანის ამოქაჩვა, რაც ოჯახებმა მიიღეს

მსგავსი სტატიები

ყველა უნდა წავიდეს არჩევნებზე – აბა, თქვენ იცით

ყველა უნდა წავიდეს არჩევნებზე – აბა, თქვენ იცით

ირაკლი შალიკაშვილი 31 ოქტ 2020
პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო მოძრაობა ,,სირცხვილიას” მიერ ორგანიზებული აქცია იმართება

პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო მოძრაობა ,,სირცხვილიას” მიერ ორგანიზებული აქცია იმართება

ნინო ჩხეიძე 14 ნოე 2021

მიანმარის ნობელის ლაურეატმა დე ფაქტო ლიდერმა დუმილი დაარღვია

19 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

  • საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

  • შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

    შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

  • საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

    საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

  • შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

    შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

  • “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

    “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge