NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ჩვენ ამ ვადას დავაწესებთ, ავსახავთ კანონში იმისთვის, რომ კიდევ უფრო ნაკლები სპეკულაციის საშუალება მივცეთ ვინმეს

ჩვენ ამ ვადას დავაწესებთ, ავსახავთ კანონში იმისთვის, რომ კიდევ უფრო ნაკლები სპეკულაციის საშუალება მივცეთ ვინმეს

22 მაი 2020 პოლიტიკა 427 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ არჩევნების თარიღს და ზოგადად არჩევნების ჩატარებას რაიმე საფრთხე არ დაემუქროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, დროებითი შეზღუდვის თარიღი სავარაუდოდ, 15 ივლისი იქნება.

„ჩვენ ამ ვადას დავაწესებთ, ამას ავსახავთ კანონში იმისთვის, რომ კიდევ უფრო ნაკლები სპეკულაციის საშუალება მივცეთ ვინმეს. ვადები პირდაპირ იყო დაკავშირებული და მიბმული პანდემიის ვადასთან, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ აცხადებს, მოგეხსენებათ. აქედან გამომდინარე, ეს ვადა ისედაც ჩამკეტით იყო დაზღვეული. მაგრამ თუ ვინმე ერთი ადამიანიც კი, თუნდაც ყველაზე კრიტიკული ოპოზიციონერიც კი ხედავს პრობლემას ამ ვადასთან დაკავშირებით, ჩვენ ამ ვადას ჩავწერთ. მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ შესაძლებელია მოგვიწიოს მსჯელობა ვადის რაღაც პერიოდით გაგრძელებასთან დაკავშირებით, ან საგანგებო მდგომარეობის ამ მინიმალისტური შეზღუდვების დაწესებისთვისაც კი. უკვე ამ პერიოდში საკონსტიტუციო ცვლილებებიც მიღებული იქნება და ქვეყანას საშუალება ექნება შეთანხმებული პრინციპით 120/30-ზე ჩაატაროს არჩევნები და რისკი აღარ იქნება იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობამ რაიმე შეფერხება შეძლოს ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე გვაქვს 2-თვიანი პერიოდი, როდესაც საგანგებო მდგომარეობა არ უნდა იყოს გამოცხადებული არჩევნები რომ ჩავატაროთ. სამწუხაროდ, როდესაც მსოფლიოში ლაპარაკობენ უკვე მეორე ტალღაზე, ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ არჩევნების თარიღს და ზოგადად არჩევნების ჩატარებას რაიმე საფრთხე არ დაემუქროს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

კომენტარები

სპეკულაცია შეზღუდვა 2020-05-22
ირაკლი შალიკაშვილი
Tags სპეკულაცია შეზღუდვა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, ჩემთვის საკმარისია იმისთვის, რომ საქართველო ნატოში მივიღოთ

შემდეგი სტატია

ტაქსთან მიმართებაში გარკვეული რისკები არსებობს, როდესაც მძღოლი ხშირად იცვლის მგზავრს და ამ პრევენციიდან გამომდინარე დავტოვეთ შეზღუდვა

მსგავსი სტატიები

რუსული მედია: ქართველი პარლამენტარების ინიციატივას რუსი დეპუტატები ეთანხმებიან

03 ოქტ 2017
ხაზარაძე იქნება ანგარიშგასაწევი ძალა – ოპოზიცია პოლიტიკური მოძრაობის შექმნის დაანონსებას ეხმაურება

ხაზარაძე იქნება ანგარიშგასაწევი ძალა – ოპოზიცია პოლიტიკური მოძრაობის შექმნის დაანონსებას ეხმაურება

ირაკლი შალიკაშვილი 13 აგვ 2019
ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო

ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო

სოსო ელისაშვილი 21 მარ 2018

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge