NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მიხეილ სააკაშვილის დანიშვნით საფუძველი ჩაეყარა უკრაინის რეფორმირებას განვითარების, წარმატების, სიმდიდრის, კეთილდღეობის გზაზე

მიხეილ სააკაშვილის დანიშვნით საფუძველი ჩაეყარა უკრაინის რეფორმირებას განვითარების, წარმატების, სიმდიდრის, კეთილდღეობის გზაზე

08 მაი 2020 პოლიტიკა 495 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გუშინ საფუძველი ჩაეყარა უკრაინის რეფორმირებას განვითარების, წარმატების, სიმდიდის, კეთილდღეობის გზაზე და მეტიც, დასაბამი დაედო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და განმტიკიცებას, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მელიამ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს არ არის მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” წარმატება, ეს არის მთელი ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის წარმატება.

“გუშინ უკრაინისა და საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არ იყო ერთი რიგითი, მორიგი კალენდარული დღე, არამედ პირიქით, გუშინდელი დღე იყო ძალიან მასშტაბური, ისტორიული მნიშვნელობის დღე, თავისი მიღებული გადაწყვეტილებით. როგორც არასოდეს, გუშინ საფუძველი ჩაეყარა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, უკრაინის, 45-მილიონიანი სახელმწიფოს რეფორმირებას განვითარების გზაზე, წარმატების გზაზე, სიმდიდრის გზაზე, კეთილდღეობის გზაზე და მეტიც, დასაბამი დაედო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და განმტიკიცებას. ეს ერთი და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ორივე ქვეყანაში, ორივე სახელმწიფოში ცალკე აღებულ კიდევ უფრო მეტ პროგრესს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ცალკე აღებული ერთი რომელიმე ჯგუფის წარმატება. გუშინდელი დღე შეიძლება შეფასდეს და დანახულ იქნას მომავლის გადმოსახედიდან. თუკი ჩვენ გუშინდელ დღეს შევაფასებთ და დავინახავთ მომავალის გადმოსახედიდან, ჩვენ უკვე დღესვე არ გაგვიჭირდება დავადგინოთ და დავრწმუნდეთ ორ რამეში: ერთი, დავრწმუნდეთ და დავადგინოთ ამ ისტორიული მოვლენის ჭეშმარიტი ფასი და მეორე, საკუთარ საერთო წარმატებად მივიჩნიოთ. ეს არ არის ჩვენი, მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” წარმატება, ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატება, ეს არის ჩვენი ყველასი წარმატება, ეს არის თქვენი წარმატება, ეს არის მათი წარმატება. მნიშვნელოვანია ყველამ დღესვე გავაცნობიეროთ მომხდარი და ერთმანეთს გამოვუტყდეთ სიმართლეში და ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილის წარმატება ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოში, გზას გაუხსნის საქართველოს წარმატების და გამარჯვების გზებს”, – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, ორ ქვეყანაში გამარჯვების დრო დადგა.

“გამარჯვების გარდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას სხვა არჩევანი არ აქვს და დადგა გამარჯვების დრო უკრაინაში, დადგა გამარჯვების დრო საქართველოში, დადგა დრო, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიული ბორბალი, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ უკუღმა ტრიალებს, წაღმა დავატრიალოთ და შევისისხლხორცოთ რწმენა იმის, რომ ჩვენ შევძლებთ ვიყოთ წარმატებული ქვეყანა. გუშინდელი დღე არის მისალოცი ყველასთვის, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა და მე იმედს ვიტოვებ, რომ გავა ათწლეულები და იმ გადმოსახედიდან ჩვენ ყველანი ვიქნებით ბედნიერები, რომ ნაწილმა საჯაროდ დავაფიქსირეთ ჩვენი კმაყოფილება, მაგრამ რაღაც ნაწილი ალბათ გულში დააფიქსირებს კმაყოფილებას, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა ექნება იმას, რომ სიკეთე აისახოს ჩვენს ქვეყანაზე, აისახოს საქართველოზე და მის განვითარებაზე”, – აღნიშნა მელიამ.

ცნობისთვის, გუშინ, 7 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა.

კომენტარები

განვითარება რეფორმა 2020-05-08
ირაკლი შალიკაშვილი
Tags განვითარება რეფორმა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Why College Students Need To Have an Intro to Computer Science Course

შემდეგი სტატია

ქართული ოცნება“ ატყუებს არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ მთავარ საერთაშორისო პარტნიორებს – ამერიკელებს და ევროპელებს, რომლებიც ჩართული იყვნენ 8 მარტის შეთანხმების პროცესში

მსგავსი სტატიები

საქართველო ეროვნული ინტერესების დაცვით დაჯდება ნებისმიერ ისეთ ფორმატში, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორებთან იქნება შეთანხმებული

საქართველო ეროვნული ინტერესების დაცვით დაჯდება ნებისმიერ ისეთ ფორმატში, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორებთან იქნება შეთანხმებული

ირაკლი შალიკაშვილი 27 სექ 2019
საპრეზიდენტო კანდიდატებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია არაუგვიანეს 8 სექტემბრისა უნდა გაიარონ

საპრეზიდენტო კანდიდატებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია არაუგვიანეს 8 სექტემბრისა უნდა გაიარონ

13 აგვ 2018
„თიბისი ბანკის“ საქმე საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

„თიბისი ბანკის“ საქმე საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

15 თებ 2019

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

    სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

  • საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

    ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

  • ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

    ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge