NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

05 მაი 2020 საინტერესო 533 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

5 მაისი, 2020- საქართველოს ბანკისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით  ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე კონკურსის განაცხადების მიღება დაიწყო.   კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ  ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე: https://ge.usembassy.gov/education-culture/exchange-programs/fulbright-graduate-student-program-announcement/. აპლიკაციების მიღება  2020 წლის 1 აგვისტოს, 18:00 საათზე დასრულდება. 

ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის თანადამფინანსებელია საქართველოს ბანკი, განათლების საერთაშორისო ცენტრი და ჯორჯია კაპიტალი.

პროგრამის თანადაფინანსება საქართველოს ბანკის მხრიდან გულისხმობს, თანხის გამოყოფას ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში. წარმატებული სტუდენტი, რომელსაც სურს სწავლა განაგრძოს ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან საინჟინრო მიმართულებით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით  აშშ –ში მომავალ სასწავლო წელს გაემგზავრება. 

„საქართველოს ბანკის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას მისცეს შესაძლებლობა, მიიღოს საუკეთესო განათლება. ამ მიზნით ბანკი, საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ, აქტიურად არის ჩართული სასტიპენდიო თუ საგანმანათლებლო  პროექტების მხარდაჭერაში. აშშ მთავრობასთან ერთად ფულბრაიტის სტიპენდიის დაფინანსების ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობა  ყოველწლიურად ნიჭიერ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ დაფინანსება აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში ორ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე. ჩვენი მხარდაჭერითა და დაფინანსებით აშშ-ში უკვე გაემგზავრა 6 საუკეთესო სტუდენტი. აღნიშნული რიცხვი მომავალშიც მნიშვნელოვნად გაიზრდება “,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის:

ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს თბილისში აშშ საელჩო. ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრაგრამას მთელს მსოფლიოში.  პროგრამის კურსდამთავრებულებს შორის არიან სახელმწიფოთა ნობელის პრემიის ლაურეატები, სახლემწიფოთა ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. 

კომენტარები

TOP 2020-05-05
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ხელისუფლება შეეცდება პანდემიის თემა ამომრჩევლების დასაშინებლად გამოიყენოს, ის შეეცდება განაწყენებული ამომრჩეველი საარჩევნო ყუთამდე არ მივიდეს

შემდეგი სტატია

აშშ რესურსებს მთვარეზე მოიპოვებს

მსგავსი სტატიები

ნეგატიური ამბებისგან გადაღლილმა ადამიანმა 2017 წლის კარგი ამბები დაპოსტა, რომელიც შესაძლოა არც იცოდეთ

06 იან 2018
რატომ უნდა ვსვათ წყალი ხშირად

რატომ უნდა ვსვათ წყალი ხშირად

26 დეკ 2018

Performance of Polygon in Arithmetic

30 იან 2020

უახლესი ამბები

  • ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

    ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

  • საქართველოში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • თეა წულუკიანი: დიდი პალატა იტყვის საბოლოო სიტყვას და ეს ვერდიქტი არ საჩივრდება

    თეა წულუკიანი: დიდი პალატა იტყვის საბოლოო სიტყვას და ეს ვერდიქტი არ საჩივრდება

  • მამუკა ხაზარაძე: პოლიტიკა ბინძური საქმეაო, ამბობენ, ყველა საქმე ბინძურია, თუ მას ჭუჭყიანი ხელით, ღვარძლით, ცილისწამებით და პირადი გამორჩენით აკეთებ

    მამუკა ხაზარაძე: პოლიტიკა ბინძური საქმეაო, ამბობენ, ყველა საქმე ბინძურია, თუ მას ჭუჭყიანი ხელით, ღვარძლით, ცილისწამებით და პირადი გამორჩენით აკეთებ

  • ირაკლი იმნაიშვილი: ჩვენი სარედაქციო ამოცანაა, ვიყოთ პლატფორმა ყველა მხარისთვის, მივცეთ მათ აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და ყველა პოლიტიკურ ძალას გავუწიოთ ოპონირება

    ირაკლი იმნაიშვილი: ჩვენი სარედაქციო ამოცანაა, ვიყოთ პლატფორმა ყველა მხარისთვის, მივცეთ მათ აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და ყველა პოლიტიკურ ძალას გავუწიოთ ოპონირება

  • კახა კალაძე: A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლების ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირება იწყება

    კახა კალაძე: A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლების ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირება იწყება

  • ხათუნა ჟორდანია: რად­გან ბევ­რმა სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა, დავ­წერ მეც! ჩემი შვი­ლი გა­თხოვ­და უკვე დიდი ხა­ნია

    ხათუნა ჟორდანია: რად­გან ბევ­რმა სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა, დავ­წერ მეც! ჩემი შვი­ლი გა­თხოვ­და უკვე დიდი ხა­ნია

  • კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი: ეს არ არის სიტუაცია, რომელიც პრეზიდენტის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს

    კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი: ეს არ არის სიტუაცია, რომელიც პრეზიდენტის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს

  • ნინოწმინდაში თოვლის საწმენდი მატარებელი ავტომობილს დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი (ფოტოები)

    ნინოწმინდაში თოვლის საწმენდი მატარებელი ავტომობილს დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი (ფოტოები)

  • კომპანიები, რომლებმაც გელათი გადახურეს დააჯარიმეს

    კომპანიები, რომლებმაც გელათი გადახურეს დააჯარიმეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge