NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ნათია თურნავას განცხადება საქართველოს საზვრების გახსნასთან დაკავშირებით

ნათია თურნავას განცხადება საქართველოს საზვრების გახსნასთან დაკავშირებით

01 მაი 2020 ახალი ამბები 1177 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გვაქვს შანსი, რომ საქართველო წლის დასასრულიდან გახდეს უსაფრთხო დანიშნულების ადგილი. ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი პირველი გახსნის უსაფრთხო დერეფებს სხვა ქვეყნებთან,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკის მხარდამჭერი გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმისთვის სპეციფიურ ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობს, რადგან შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ტურიზმს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება. თურნავას განცხადებით, ქართული ტურიზმის ინდუსტრია პანდემიის შემდგომი მოთხოვნების მიმართ უნდა შემზადდეს, იმიტომ, რომ „ახალი ტურიზმი აღარ იქნება ისეთი ტრადიციული, როგორიც იყო“.

„ტურიზმის სექტორი არის ერთ-ერთი ის ინდუსტრია, რომელსაც დღეს სჭირდება შველა, გვერდში დგომა. ტურიზმი დღემდე იყო ძალიან დიდი სიკეთის შემომტანი ჩვენს ეკონომიკაში, ძალიან დიდი დამსაქმებელი, მთლიანად საქართველოს ედგა გვერდში და ახლა ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება მას. თუკი სხვა ბიზნესები უფრო მალე ამოიქოქება, ტურიზმში, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ქვეყანა ერთნაირად ვერ დაძლევს პანდემიას და ჯერ კიდევ იქნება შეზღუდვები, განსხვავებული სირთულე არსებობს. სწორედ ამიტომ, პრემიერ-მინისტრის დავალებით ტურიზმისთვის ვამზადებთ სპეციფიურ ანტიკრიზისულ გეგმას, განსხვავებულ ანტიკრიზისულ გეგმას. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცა ტურიზმის ინდუსტრიასთან, ეს არაა მხოლოდ სასტუმროები, ეს არის ძალიან დიდი სეგმენტი გიდების, რომლებსაც დღეს ძალიან გაუჭირდათ, ეს არის ძალიან დიდი სეგმენტი ტურ-ოპერატორების, სატრანსპორტო კომპანიების, რომლებიც ტურისტების სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილებში ტარებით იყო დაკავებული, ამიტომ მათ სჭირდებათ განსახვავებული გეგმა და მაშინ ჩვენ გვაქვს შანსი, რომ საქართველო წლის დასასრულიდან გახდეს უსაფრთხო დანიშნულების ადგილი. ახალი ტურიზმი აღარ იქნება ისეთი ტრადიციული, როგორიც იყო, ახალი მოთხოვნები დაისმება ტურიზმის მიმართ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია შევამზადოთ პოსტკორონა პერიოდის მოთხოვნების მიმართ. ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი პირველი გახსნის უსაფრთხო დერეფნებს სხვა ქვეყნებთან და კვლავ აღდგება ტურისტების მიმოსვლა მაგრამ ჩვენ გვმართებს განსაკუთებული შრომა. ეს გეგმა მუშავდება და მთავრობაში შეთანხმების შემდეგ გახდება ცნობილი, ჩვენი ტურისტული სექტორისთვის“,- განაცხადა თურნავამ.

კომენტარები

TOP 2020-05-01
მაია ბარძიმაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შეერთებულ შტატებში, მათ კიმ ჩენ ინის გაუჩინარებას უჩვეულო უწოდეს და ყველაფრისთვის მოემზადნენ

შემდეგი სტატია

How to Compose Your English Paper For Me

მსგავსი სტატიები

პრემიერი – მასშტაბური რეფორმა 120 ათასზე მეტ მეწარმეს შეეხება

პრემიერი – მასშტაბური რეფორმა 120 ათასზე მეტ მეწარმეს შეეხება

21 თებ 2018

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ესტონეთის ფინანსთა მინისტრს, ტომას ტინისტეს შეხვდა

სოსო ელისაშვილი 12 ოქტ 2018

“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მერაბიშვილის გათავისუფლების რაიმე საფუძველს არ ქმნის”

28 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge