რუსეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ, მიხეილ მიშუსტინმა თავად განაცხადა ტელეარხ «Россия-24»-ზე.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პრემიერს გამოჯანმრთელება უსურვა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ხელს მოაწერს ბრძანებას, რომლის თანახმადაც პრემიერის მოვალეობებს, ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელოუსოვი შეითავსებს.
ინფორმაცია რუსულ მედიაში გავრცელდა.
კომენტარები