NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»Galaxy A51: საუკეთესო ბიუჯეტური სმარტფონი Samsung-ისგან

Galaxy A51: საუკეთესო ბიუჯეტური სმარტფონი Samsung-ისგან

29 აპრ 2020 საინტერესო 802 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

Samsung-ის წამყვანი ბიუჯეტური სმარტფონები Galaxy A სერიიდან მუდმივად იმსახურებს მომხმარებელთა დიდ მოწონებას. დროთა განმავლობაში ამ სერიის მოდელების სპექტრი გაიზარდა და აღნიშნულ მოწყობილობებს ამ მომენტისთვის ნებისმიერი მომხმარებლის სურვილის დაკმაყოფილება შეუძლიათ.

2020 წლის მოდელებს შორის კი აღნიშნულ სერიაში ნამდვილად თვალსაჩინო  Galaxy A51 გახდა, რომელიც საქართველოში სამ ულამაზეს ფერში: თეთრ, ლურჯსა და შავშია წარმოდგენილი. სმარტფონს აქვს ფლაგმანური დიზაინი, რომელშიც ჩარჩოები მინიმუმამდეა დაყვანილი. Galaxy A51-ში წარმოდგენილია 6.5’’-იანი Infinity O-ტიპის Super AMOLED უსაზღვრო ეკრანი, (რეზოლუცია 1080 x 2400), რაც იმას ნიშნავს რომ ეკრანს უმაღლესი დეტალიზაციით შეუძლია ფოტოს თუ ვიდეოს გადმოცემა. წარმოიდგინე შესანიშნავი ეკრანი, რომელიც იდეალურია ფილმებისა თუ ვიდეოების სანახავად, ვფიქრობ განსაკუთრებით თვითიზოლაციის დროს გამოადგება მომხარებელს, რომელიც სახლშია და ცდილობს თავი ახალი „კონტენტით“ გაიხალისოს. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ ნეთფლიქსის გამოწერის პირველი თვე უფასოა 😉

სმარტფონში ფრონტალური კამერისთვის ამოჭრილი რგოლი იმდენად მინიმალურია, რომ მას უბრალოდ ვერც კი შეამჩნევთ, ამით ბევრი სხვა მწარმოებლის ფლაგმანიც კი ვერ დაიკვეხნის.  აღსანიშნავია, რომ ეკრანი ძალიან ნათელია და მზის შუქზეც გამოსახულება კარგად ჩანს, ხოლო მოწყობილობა მისი ზომის გამო ხელში იდეალურად ჯდება და ძალიან კომფორტული მოსახმარია. 

პროცესორი 10nm Exynos 9611-ია, ხოლო ოპერატიული მეხსიერება 4/6 GB. სმარტფონი შეასნიშნავად არის ოპტიმიზირებული და ინტერფესიში ხარვეზებს ვერ შეხვდებით. სმარტფონის მეხსიერება 64/128 GB შეადგენს, რომლის გაზრდაც მეხსიერების ბარათით შეგიძლიათ, შესაბამსიად თავისუფლად ჩაატევთ უამრავ ფოტოსა თუ ვიდეო მასალას..

ცალკე აღნიშვნის ღირსია უზარმაზარი, 4000mAh-იანი აკუმულატორი, რომელიც ერთ სრულ დღეს უპრობლემოდ ძლებს და ამასთან ერთად Galaxy A51-ს აქვს სწრაფი დამუხტვის ფუნქციაც აქვს, რაც კომფორტის დიდი გარანტიაა. 

სმარტფონის კიდევ ერთი შთამბეჭდავი მახასიათებელი 4 მთავარი კამერაა. მთავარი 48 მეგაპიქსელიანი კამერა შესანიშნავ მკვეთრი ფერებით სავსე ფოტოებს გვპირდება კარგი დინამიკური დიაპაზონით და შესანიშნავი დეტალიზაციით, 12 მეგაპიქსელიანი ულტრაგანიერი კამერა იდეალურია ფართო ხედების გადასაღებად, 5 მეგაპიქსელიანი კამერა სიღრმის ეფექტს გვთავაზობს იდეალური პორტრეტული ფოტოებისთვის (Life Focus), ხოლო მეოთხე 5 მეგაპიქსელიანი კამერა მაკრო სენსორით არის წარმოდგენილი, რაც საუკეთესოა ახლო ხედების გადასაღებად. მაღალ დონეზეა გადაწყვეტილი ვიდეო გადაღების ფუნქციაც, რომელსაც რასაკვირველია აქვს ვიდეო სტაბილიზაცია. თუ შენ „იუთუბერი“ ან „ტიკტოკ“-ის მომხმარებელი ხარ, ეს სმარტფონი სწორედ რომ შენთვისაა ზედგამოჭრილი. 

მოგეხსენებათ 2020 წელია, ახალი ათწლეული დაიწყო, სმარტფონების დიზაინი უფრო და უფრო იხვეწება. ბაზარზე წარმოდგენილი კონკურენტების ფონზე, რომლებმაც დიზაინით ან თუნდაც მახასიათებლებით ნამდვილად ვერ გაგვაკვირვეს, ვფიქრობ არჩევანის გაკეთება არავის გაუჭირდება. Samsung-ი არსებული ფასის ადეკვატურ პროდუქტს გთავაზობთ. საბოლოოდ ჩვენ გვაქვს საშუალო კლასის სმარტფონი ფლაგმანური დიზაინით, დახვეწილი კამერათა სეთაფით,  შესანიშნავი აკუმულატორითა და მეხსიერების დამატებით გაზრდის შესაძლებლობით. Galaxy A51 ბიუჯეტური სმარტფონების სეგმენტში ნამდვილი ლიდერია. 

არ დაგავიწყდეთ, სამსუნგის სმარტფონების შეძენა რეკომენდირებულია მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით, Samsung-ის პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდებზე. სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამით გააჩნია უამრავი უპირატესობა: ოფიციალური გარანტია და ავტორიზირებული სერვის ცენტრის მომსახურება, ასევე ის სრულიად ადაპტირებულია ჩვენი ბაზრისთვის და თავიდან აგარიდებთ უამრავ პრობლემას. ასე რომ, Samsung-ი მოგიწოდებთ შეიძინოთ სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით. 

დაიმახსოვრე, ჰოლოგრამა გიცავს! 

და რაც მთავარია დარჩი სახლში სამსუნგის Galaxy A51 -თან ერთად.

კომენტარები

TOP 2020-04-29
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პირველად არის, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულზე მეტია

შემდეგი სტატია

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

მსგავსი სტატიები

2018 წლის ოსკარის გამარჯვებულები

2018 წლის ოსკარის გამარჯვებულები

სოსო ელისაშვილი 05 მარ 2018

დიდი გეტსბის სახლი იყიდება

17 ოქტ 2017

Sed quaerat porro amet.

15 მარ 2021

უახლესი ამბები

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge