NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით ახალი ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს

საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით ახალი ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს

27 აპრ 2020 საინტერესო 633 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

27 აპრილი, 2020- საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. პიროვნული და პროფესიული განვითარების პლატფორმა „კაიკონას“ ორგანიზებით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით  სასკოლო განათლებაში ტექნოლოგიური დამხმარე საშუალებების შექმნის მიზნით ჰაკათონი გაიმართება. ჰაკათონის მიზანია სკოლის მოსწავლეებისთვის (მეშვიდედან – მეთორმეტე კლასის ჩათვლით) სწავლების პროცესი უფრო საინტერესო, მარტივი და ადვილად აღსაქმელი გახდეს.

არსებულმა ვითარებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია განათლების გაციფრულება. სამწუხაროდ, ქართულ ენაზე სულ რამდენიმე დამხმარე საშუალება, ვებგვერდი, აპლიკაცია, თუ ვიდეო არსებობს, რომელიც სასკოლო მასალის ათვისების პროცესში აქტიურად გამოიყენება. იმისთვის, რომ მოსწავლეებს სწავლების პროცესი მაქსიმალურად უფრო კომფორტული გავხადოთ, ჰაკათონის მთავარი ამოცანა იქნება სასკოლო მასალის ვიზუალიზაცია, ათვისება და გააზრება უფრო ინოვაციური გახდეს.

ჰაკათონი 9-10 მაისს გაიმართება და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მოსწავლეს თუ მასწავლებელს შეუძლია. მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა  ტექნოლოგიების, გრაფიკული დიზაინის, განათლების, ფსიქოლოგიის, ანიმაციის, პროექტის მენეჯმენტის და სხვა კრეატიული სფეროებიდან რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე უნდა  გაიარონ:

https://docs.google.com/forms/d/1-CvKPRjvvujCbwn3H4cXsbXOVubAz-8kq01Lye4vBPk/viewform?edit_requested=true

ჰაკათონის 40-მა მონაწილემ 72 საათის განმავლობაში ქართველი მოსწავლეებისთვის უნდა მოიფიქრონ და შექმნან ტექნოლოგიური გადაწყვეტა: ვიდეო, ანიმაცია, ვებგვერდი, ონლაინ თამაში, აპლიკაცია ან პროგრამა. გამარჯვებული იდეის შერჩევის ერთი-ერთი მთავარი კომპონენტი იქნება მისი განხორციელებადობა, რათა იდეა თუ პროდუქტი მარტივად ინტეგრირდეს სასკოლო განათლების პროცესში.

ჰაკათონის ფარგლებში პირველი ინფორმაციული, ონლაინ შეხვედრა 8 მაისს გაიმართება, სადაც ორგანიზატორები და განათლების სფეროში მომუშავე ადამიანები ისაუბრებენ განათლებისა და ტექნოლოგიების შესახებ. ისინი ჰაკათონის მონაწილეებს გააცნობენ არსებულ გამოწვევებს. მისცემენ რჩევებს, თუ რა კუთხით შეუძლიათ მიმართონ საკუთარი კრეატიული გადაწყვეტები. შემდეგი ორი დღის განმავლობაში დაკომპლექტება ჯგუფები და

დაიწყება იდეებზე მუშაობა.  მესამე დღის ბოლოს, 10 მაისს იქნება ონლაინ პრეზენტაციები ჟიურის წინაშე. მოგებულ სამ იდეასა და გუნდს  გადაეცემა პრიზი, რათა მათ შეძლონ საკუთარი იდეის განხორციელება. ჰაკათონის შემდეგ გამარჯვებულ სამ გუნდს მენტორი სამი თვის განმავლობაში დაეხმარება მათი იდეის  დახვეწასა და  განვითარებაში.

განათლების შესაძლებლობები უსაზღვროა 

კომენტარები

TOP 2020-04-27
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

აშკარად იკვეთება, რომ მავნებლობენ – წარმატებული ექიმების მისამართით მათი მხრიდან უდიდესი აგრესია მოდის

შემდეგი სტატია

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიანტი უკვე ცნობილია

მსგავსი სტატიები

Buy An Essay On-line At $8

28 ივნ 2021

აფხაზეთში ომის დაწყებიდან 25 წელი გავიდა

სოსო ელისაშვილი 14 აგვ 2017
სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე “ოქროს საწმისის” ორდენით დააჯილდოვა

სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე “ოქროს საწმისის” ორდენით დააჯილდოვა

ირაკლი შალიკაშვილი 04 ოქტ 2019

უახლესი ამბები

  • მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

    მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

  • ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

    ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

  • გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

    გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

  • ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

    ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

  • “მეც იმავეს გავაკეთებდი” –  ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

    “მეც იმავეს გავაკეთებდი” – ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

  • მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

    მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

  • ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას ითხოვს

    ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას ითხოვს

  • მოროშკინა: ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ 2012-იანელების გამძვინვარებულ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს, ისე წაგლეკავთ!

    მოროშკინა: ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ 2012-იანელების გამძვინვარებულ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს, ისე წაგლეკავთ!

  • გერმანიის კანცლერი: პუტინს შეუძლია, რომ ომი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს

    გერმანიის კანცლერი: პუტინს შეუძლია, რომ ომი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს

  • „ქართული ოცნება “ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

    „ქართული ოცნება “ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge