NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ლეონიდ კრავჩუკი: უკრაინა თავად გადაწყვეტს ვინ, სად და როგორ დანიშნოს

ლეონიდ კრავჩუკი: უკრაინა თავად გადაწყვეტს ვინ, სად და როგორ დანიშნოს

26 აპრ 2020 პოლიტიკა 1884 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნას ეხმიანება.

კრავჩუკი აცხადებს, რომ უკრაინა თავად გადაწყვეტს ვინ, სად და როგორ დანიშნოს და ქართული მხარის განცხადება ელჩის გაწვევის შესახებ „უკიდურესობაა“:

„ვფიქრობ, ეს განცხადება უკიდურესობაა. სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. ის საქართველოს მოქალაქე არ გახლავთ. უკრაინის ხელისუფლებას მის დანიშვნასთან დაკავშირებით ნებისმიერი წინადადების გაკეთება შეუძლია“.

მისივე თქმით, უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და თავად გადაწყვეტს, ვინ, სად და როგორ დანიშნოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ უკრაინის ,,ვერხოვნა რადას” სპიკერს, დმიტრო რაზუმკოვს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, წერილით მიმართა.  წერილში ნათქვამია, რომ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას მთავრობებს შორის და ერთობლივ ძალისხმევას.

მანამდე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა კატეგორიულად მიუღებელია.

კომენტარები

TOP არჩილ თალაკვაძე გიორგი გახარია ლეონიდ კრავჩუკი მიხეილ სააკაშვილი უკრაინა 2020-04-26
ნინო ჩხეიძე
Tags TOP არჩილ თალაკვაძე გიორგი გახარია ლეონიდ კრავჩუკი მიხეილ სააკაშვილი უკრაინა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა საქართველოში 485-მდე გაიზარდა

შემდეგი სტატია

დღეს და ხვალ საგამონაკლისო წესით, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა გარკვეული პირებისთვის დასაშვები იქნება

მსგავსი სტატიები

ერდოღანი: თურქეთი ყირიმს რუსეთის ტერიტორიად არ აღიარებს

10 ოქტ 2017
პროკურატურაში ქუმსიშვილი და ალავიძე გამოკითხეს

პროკურატურაში ქუმსიშვილი და ალავიძე გამოკითხეს

17 ივლ 2018
ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს, მაგრამ მე პირად და საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ

ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს, მაგრამ მე პირად და საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ

ირაკლი შალიკაშვილი 07 ივლ 2021

უახლესი ამბები

  • რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა ოთხი ადამიანი

    რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა ოთხი ადამიანი

  • უკრაინის პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკვე 344 ბავშვი მოკლეს

    უკრაინის პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკვე 344 ბავშვი მოკლეს

  • ბექა ქურხული: რა შუაში აქ საქართველო- უკრაინის ურთიერთობა და მითუმეტეს, უკრაინა-რუსეთის ომში ქართველებიც რომ ვომობთ?

    ბექა ქურხული: რა შუაში აქ საქართველო- უკრაინის ურთიერთობა და მითუმეტეს, უკრაინა-რუსეთის ომში ქართველებიც რომ ვომობთ?

  • შსს: პოლიციამ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა

    შსს: პოლიციამ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 26 პირი დააკავა

  • მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

    მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

  • ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

    ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

  • გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

    გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

  • ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

    ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

  • “მეც იმავეს გავაკეთებდი” –  ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

    “მეც იმავეს გავაკეთებდი” – ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

  • მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

    მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge