ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეაში მედიკოსების ჯგუფი გააგზავნა, – ინფორმაციას reuters.com წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ჯგუფმა კიმ ჩენ ინთან დაკავშირებით რეკომენდაციები და რჩევები უნდა გასცეს.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც კიმ ჩენ ინი 15 აპრილს ბაბუამისის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებებს არ დაესწრო.
გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინს გულზე ოპერაცია დასჭირდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
ინფორმაციას ფხენიანი არ ადასტურებს.
კომენტარები