NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»ღია წერილი ბატონ ამირან გამყრელიძეს

ღია წერილი ბატონ ამირან გამყრელიძეს

24 აპრ 2020 საინტერესო 1536 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დანიაში მცხოვრები ონკოლოგი, სხივური თერაპევტი ზაზა უჯმაჯურიძე სოციალურ ქსელში ღია წერილით მიმართავს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს ამირან გამყრელიძეს.

News.ge აღნიშნულ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“წერილი ბატონ ამირან გამყრელიძეს,

მოგესალმებით, ბ-ნო ამირან, და დიდ მადლობას გიხდით გამოსვლისთვის, რაც შექმნილ ვითარებაში გარკვეულობის შემოტანას ისახავს მიზნად.

მე თქვენ პიროვნულად და პროფესიულად დიდ პატივს გცემთ და თქვენ ეს იცით. ასევე პატივს ვცემ ყველა ქართველ ექიმს: ასაკოვანს თუ ახალგაზრდას.

მე პირადად დიდი ხანია ველოდები, რომ საქართველოს ჯანდაცვამ ოდნავი ნაბიჯი გადადგას ჩვენსკენ და გამოიყენოს ის ცოდნა და გამოცდილება, რასაც საქართველოში ვერ დააგროვებ.

ჩვენ ყველას გვიხარია, რომ საქართველოში ეპიდემია მხოლოდ მცირე ზარალით მიმდინარეობს, მაგრამ ბევრს აქვს შენიშვნა და კონსტრუქციული წინადადებაც.

ჩვენ აქამდე არც ერთს არ გვივგრძვნია, რომ ჩვენი გამოცდილება ქვეყანაში ვინმეს სჭირდება, გარდა ერთეულებისა. არც იმაში ვიყავით დარწმუნებულნი, რომ შეგვეძლო მოგვეწერა ჩვენი წინადადებები და ამას ვინმე გაითვალისწინებდა.

ამიტომ აუცილებელია გამჭვირვალე პროფესიული საფეხურის შექმნა ოფიციალურ ჯანდაცვაში, რომ ადგილობრივი და უცხოეთში მოღვაწე ექიმების ერთობლივი ძალებით გაუმჯობესდეს საქართველოს მოსახლეობის ჯანდაცვის ხარისხი. ჩვენი მხრიდან კი გპირდებით, რომ ჩვენთვის კარგად არის ცნობილი გუნდური მუშაობის პრინციპები და ჩვენგან წამოვა მხოლოდ სწორი დახმარება.

და კიდევ, დიდი თხოვნა იქნება, რომ არ დაიწყონ ექიმების დევნა ამა თუ იმ ნიშნით, მათ შორის პოლიტიკურითაც.

მე და ბევრი კოლეგა ყოველთვის მზად ვართ ჩვენ-ჩვენ სფეროში ჩავერთოთ ნებისმიერი დონის განხილვაში, თუ ამას შემოგვთავაზებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი ვერ მოითმენს და ასეთი საერთო პლატფორმის არარსებობის გამო განხილვებს დაიწყებს საჯაროდ, რაც ნამდვილად არ არის ოპტიმალური.

გისურვებთ წარმატებებს და მხნეობას!

პატივისცემით,
ზაზა უჯმაჯურიძე
ონკოლოგი, სხივური თერაპევტი
კოპენჰაგენი, დანია”

კომენტარები

TOP ამირან გამყრელიძე ზაზა უჯმაჯურიძე კორონავირუსი ღია წერილი 2020-04-24
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ამირან გამყრელიძე ზაზა უჯმაჯურიძე კორონავირუსი ღია წერილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კორონავირუსისგან საქართველოში უკვე 132 ადამიანია გამოჯანმრთელებული

შემდეგი სტატია

27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, 4 ქალაქში შესვლა და გასვლა გარკვეული პირებისთვის დასაშვები იქნება

მსგავსი სტატიები

გაცოფების გამო პუტინი კიდევ უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს სჩადის – პუტინი ვერ გატეხს უკრაინას – გაზარდეთ ზეწოლა, სრულ იზოლაციაში მოაქციეთ რუსეთი!

გაცოფების გამო პუტინი კიდევ უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს სჩადის – პუტინი ვერ გატეხს უკრაინას – გაზარდეთ ზეწოლა, სრულ იზოლაციაში მოაქციეთ რუსეთი!

ირაკლი შალიკაშვილი 01 მარ 2022

„თიბისი სტატუსის” ახალი ფესტივალი Jazz and Wine Kakheti კახეთში

19 სექ 2017

How you can find Love

ნაგულისხმევად საიტისათვის 10 ივნ 2021

უახლესი ამბები

  • უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

    უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

  • Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

    Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

  • სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

    სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

  • სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

    სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

  • ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

    ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

  • დღე ისტორიაში – 3 ივნისი

    დღე ისტორიაში – 3 ივნისი

  • “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

    “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

  • ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

    ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

  • გიორგი კაკაურიძე:  უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

    გიორგი კაკაურიძე: უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

  • მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

    მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge