NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ყველა ღონისძიება და შეზღუდვა ემსახურება მხოლოდ ერთს – მაქსიმალურად შევამციროთ ზიანი, რაც შეიძლება კოვიდ 19-მა მიაყენოს მოქალაქეებს

ყველა ღონისძიება და შეზღუდვა ემსახურება მხოლოდ ერთს – მაქსიმალურად შევამციროთ ზიანი, რაც შეიძლება კოვიდ 19-მა მიაყენოს მოქალაქეებს

22 აპრ 2020 პოლიტიკა 685 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენ ქმედითი და ეფექტიანი ღონისძიებები უნდა გავატაროთ, რომ მაქსიმალურად მზად შევხვდეთ ამ პიკის ეტაპს და მაქსიმალურად ნაკლები მოქალაქე დასნებოვნდეს ამ ახალი ვირუსით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადამინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჩიქოვანმა მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და განმარტა, რომ ამ ყველაფრის მიზანი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაა.

„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილის 12:00 საათიდან 27 აპრილის დღის ბოლომდე გაგრძელდა შეზღუდვა, რომელიც შეეხებოდა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებას. ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მინდა ავუხსნა, რომ ხელისუფლების მიერ გატარებული ყველა ღონისძიება, ყველა შეზღუდვა და ყველა რეკომენდაცია, რომელიც არსებობს, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთს, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევამციროთ ის ზიანი, რაც შეიძლება კოვიდ 19-მა მიაყენოს ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს მოქალაქეებს.

ყველა რეგულაციის, ყველა შეზღუდვის მიზანია, რომ დავიცვათ ჩვენი თითოეული მოქალაქის სიცოცხლე, მაქსიმალურად შევაფერხოთ კოვიდ 19-ის გავრცელება და მივცეთ ჩვენს მართლაც რომ გმირ ექიმებს იმის საშუალება, რომ ყველა ჩვენი თანამოქალაქე მაღალი ხარისხის მომსახურებით უზრუნველყონ და შეძლონ მათი სიცოცხლისთვის ბრძოლა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი სწორედ ამ მკაცრი რეგულაციების დამსახურებაა. ამასთან, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ქვეყანა ჯერ არ იმყოფება პიკის ეტაპზე, თუმცა პიკი მოსალოდნელია, რაზეც როგორც ეპიდემიოლოგები ისე პრაქტიკა მიუთითებს.

„დღეს სამწუხაროდ გვაქვს გარდაცვალების ახალი ფაქტი და ჯამში გვაქვს 5 შემთხვევა. კოვიდ ინფიცირების 411 ფაქტია ასევე და ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სამი ახალი ფაქტი დაფიქსირდა. ეს დაბალი ციფრები განპირობებულია იმ პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობით და დროულობით, რომელიც ჩვენ აქამდე გავატარეთ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს ციფრები შესაძლოა ხშირ შემთხვევაში ოპტიმიზმში გადაითარგმნოს, მაგრამ როგორც ჩვენი ეპიდემიოლოგები, ჩვენი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ზოგადად პრაქტიკა მიუთითებს, საქართველო ჯერჯერობით არ იმყოფება პიკის ეტაპზე, ეს ჯერ კიდევ მოსალოდნელია და შესაბამისად ჩვენ აუცილებლად მაქსიმალურად ქმედითი და ეფექტიანი ღონისძიებები უნდა გავატაროთ, რომ მაქსიმალურად მზად შევხვდეთ ამ პიკის ეტაპს და მაქსიმალურად ნაკლები მოქალაქე დასნებოვნდეს ამ ახალი ვირუსით“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

კომენტარები

TOP ირაკლი ჩიქოვანი კოვიდ 19 ღონისძიება 2020-04-22
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP ირაკლი ჩიქოვანი კოვიდ 19 ღონისძიება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ჩემი თხოვნაა ნუ დავემსგავსებით მოდელირებული ქრონიკის ავტორებს, არ არის სწორი პანიკის შექმნა”

შემდეგი სტატია

დღეს ჟანრი ლოლაშვილს 78 წელი შეუსრულდა

მსგავსი სტატიები

საქართველოში იმიგრანტების რაოდენობა 2016 წელს 43142 იყო

საქართველოში იმიგრანტების რაოდენობა 2016 წელს 43142 იყო

16 აპრ 2018
გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

ნინო ჩხეიძე 02 თებ 2023
გავაგრძელებთ მუშაობას პრეზიდენტთან, რომ მივიღოთ კომისია, რომელიც პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული

გავაგრძელებთ მუშაობას პრეზიდენტთან, რომ მივიღოთ კომისია, რომელიც პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული

06 მარ 2019

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge