NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“უღირსი საქციელი იყო სალომე სამადაშვილმა “ტიკ-ტოკი” რომ ახსენა – ისეთი პოზიტიური რამ, რითიც ბევრი ადამიანი გახალისდა, თქვენ გამოიყენეთ ლანძღვისთვის”

“უღირსი საქციელი იყო სალომე სამადაშვილმა “ტიკ-ტოკი” რომ ახსენა – ისეთი პოზიტიური რამ, რითიც ბევრი ადამიანი გახალისდა, თქვენ გამოიყენეთ ლანძღვისთვის”

22 აპრ 2020 პოლიტიკა 395 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კრიტიკა ძალიან ადვილია, მაგრამ საქმის კეთება არის რთული. ერთი “საქმე”, რაც მე ვნახე თქვენი გაკეთებული, ეს იყო ზუგდიდში პირბადეების დარიგება, რომელსაც ლამის დიდი გართულება მოჰყვა ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით, – ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ საპარლამენტო ოპოზიციას. მისივე თქმით, სჯობს ოპოზიციამ საუბრის ნაცვლად რაიმე ქმედითი გააკეთოს, რითიც მოქალაქეებს სიკეთეს მოუტანს.

“ან ხელფასი მაინც გადაგერიცხათ გაჭირვებული ადამიანებისთის, როგორც ეს “ქართული ოცნების” გუნდმა გააკეთა. რაღაცა მაინც გაგეკეთებინათ ქმედითი და აქტიური. ძალიან უღირსი საქციელი იყო სალომე სამადაშვილმა “ტიკ -ტოკი” რომ ახსენა. ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის სიმყარის გარანტი და ეს კარგად იცით. ამიტომ გყავთ ეს ადამიანი მუდმივად მიზანში ამოღებული. ამიტომ არის რომ სულ მასზე ლაპარაკობთ და ისეთი პოზიტიური რამ რაც ვნახეთ და რითიც ბევრი ადამიანი გახალისდა, კარგი ნაბიჯი იყო მათი მხრიდან, თქვენ გამოიყენეთ როგორც ლანძღვის კორიანტელის დასაყენებელი. რაღაცა მაინც გააკეთეთ ისეთი კონკრეტული, რაც ადამიანებს ამ ქვეყანაში მოუტანს სიკეთეს და არამხოლოდ საუბარი, რითაც ხართ დაკავებული, მათ შორის ეკლესიის ლანძღვა- გინებაც, რაც ხშირად გვესმის თქვენი მხრიდად,” – განაცხადა სოფიო კილაძემ.

მისივე თქმით, შეზღუდვები უმრავლესობასაც არ უხარია.

“რადგან შეზღუდვებს სჭირდება დიდი რესურსი სახელმწიფოს მხრიდან, ეკონომიკაც ზარალდება, მაგრამ ჩვენ ამ შეზღუდვებით მოვახერხეთ და მოვახერხებთ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანის გადარჩენას. ჩვენ არ გვყავს არც ერთი დასაკარგი ადამიანი და ჩვენი მოქალაქე არის ყველაზე ძვირფასი, რაც ამ ქვეყანას ჰყავს, ამიტომ ყველა ერთად უნდა გავაერთიანდეთ პოზიციაც და ოპოზიციაც მოქალაქეების გადასარჩენად. მგონი, სწორ გზაზე ვდგავართ და გავაგრძელებთ სწორ გზაზე ყოფნას,” – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

რესურსი სოფიო კილაძე შეზღუდვები 2020-04-22
ირაკლი შალიკაშვილი
Tags რესურსი სოფიო კილაძე შეზღუდვები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრემიერისგან რომ წერილი მიიღეთ, კითხვები არ გაგიჩნდათ? – რაიმე ციფრებზე ამ ქვეყანაში იქნება საუბარი თუ „მოდით ახლა ასე ვქნათ“, ამაზე უნდა იყოს?

შემდეგი სტატია

“გიორგი გახარია პარლამენტის კი არა, ბუნკერში გამოკეტილი მო-TikTok-ე პატრონის წინაშეა ანგარიშვალდებული”

მსგავსი სტატიები

საკრებულოში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან  შეხვედრა გაიმართა

საკრებულოში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან  შეხვედრა გაიმართა

20 თებ 2018
მანქანის მართვა ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ დღეიდან სისხლის სამართლის წესით დასჯადია

მანქანის მართვა ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ დღეიდან სისხლის სამართლის წესით დასჯადია

01 აპრ 2019
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სოსო ელისაშვილი 30 მარ 2018

უახლესი ამბები

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

  • ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

    ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

  •  მამუკა ხაზარაძე რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას კატეგორიულად ემიჯნება

     მამუკა ხაზარაძე რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას კატეგორიულად ემიჯნება

  • ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

    ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

  • პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

    პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge