NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მცდელობა, რომ ადამიანებს გავუჩინოთ განცდა, თითქოს ამ საგანგებო მდგომარეობით იჩაგრებიან, არასწორია

მცდელობა, რომ ადამიანებს გავუჩინოთ განცდა, თითქოს ამ საგანგებო მდგომარეობით იჩაგრებიან, არასწორია

22 აპრ 2020 პოლიტიკა 378 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მოსახლეობას უნდა ვუთხრათ, რამდენად საჭიროა, რომ გარკვეული პერიოდი მოვითმინოთ, გავიჭირვოთ და მივიდეთ ბოლომდე, რათა შედეგები იყოს რაც შეიძლება მსუბუქი და არ დაგვჭირდეს კიდევ უფრო მკაცრი ზომების განახლება, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა და ამ საკითხზე პარლამენტში გამართულ დისკუსიას და მათ შორის დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს გამოეხმაურა.

„მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას. არავინ არ დაიჯეროს, რომ ის საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ვრცელდება დღეს ქვეყანაში, არის ყველაზე მძიმე. პირიქით, სხვადასხვა ვარიანტებს შორის, რაც არსებობდა, ის რაც დღეს ქვეყანაში არის გავრცელებული, ძალიან ზომიერია. სიტყვა კარანტინი არასწორად იქნა გამოყენებული აქ. კარანტინი ვრცელდება მხოლოდ ზოგ ადგილას, სადაც კლასტერები იყო შემჩნეული და სადაც საჭირო იყო კარანტინი. ეს არ ვრცელდება მთელ ქვეყანაში. ისიც სათქმელია, რომ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათმადე ვრცელდება, არ არის ადამიანების დაჩაგვრის ფორმა და ის მცდელობა, რომ ადამიანებს გავუჩინოთ განცდა, რომ ამ საგანგებო მდგომარეობით იჩაგრებიან, მემგონი არასწორია. საგანგებო მდგომარეობა არ ნიშნავს, რომ ის ზომები, რაც დღეს არსებობს, 22 მაისამდე გაგრძელდება. რაც უფრო კარგად შევინარჩუნებთ ამ ზომებს სანამ საჭიროა, უფრო მალე მოიხსნება.

ჩვენ მოსახლეობას უნდა ვუთხრათ, თუ რამდენად საჭიროა, რომ გარკვეული პერიოდი მოვითმინოთ გავიჭირვოთ და მივიდეთ ბოლომდე, რათა შედეგები იყოს რაც შეიძლება მსუბუქი და არ დაგვჭირდეს კიდევ უფრო მკაცრი ზომების განახლება, რაც არასოდეს არ არის გამორიცხული, თუკი სიტუაცია გართულდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე ანტიკრიზისულ გეგმაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მთავრობის გეგმა უპასუხებს ყველა იმ სირთულეს, რაც დღეს არის შექმნილი.

„დღეს მთელი მსოფლიო ზის და ფიქრობს – რა უნდა იყოს მსოფლიოს ის გადალაგება და ახალი შესაძლებლობები თუ სირთულეები, რაც ამას მოჰყვება. ასე რომ, დღეს არავის არ აქვს პოსტკრიზისული გეგმა, ამაზე შევთანხმდეთ. მოლოდინი მაქვს, რომ ის ანტიკრიზისული გეგმა, რაც წარმოდგენილი იქნება, სათანადო იქნება და უპასუხებს იმ მართლაც ძალიან რთულ მდგომარეობას, რაც ქვეყანაში სოციალურად არბეობს. მე დარწმუნებული ვარ ამაში. ესაა ჩვენი ყველას მოლოდინი და არასერიოზულია დღეს იმაზე კამათი, დღესაა, ხვალაა თუ ორ დღეშია მისი წარდგენა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

იჩაგრებიან საგანგებო მდგომარეობა 2020-04-22
ირაკლი შალიკაშვილი
Tags იჩაგრებიან საგანგებო მდგომარეობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გია ხუხაშვილი: ხელისუფლების ლოგიკა არის ასეთი …

შემდეგი სტატია

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ცდილობენ, ეს ხალხი დაამშვიდონ

მსგავსი სტატიები

აირჩია კი?! – ეკა ბესელია ივანიშვილის მიერ კობახიძის გუნდის მხარდაჭერის არჩევაზე საუბრობს

აირჩია კი?! – ეკა ბესელია ივანიშვილის მიერ კობახიძის გუნდის მხარდაჭერის არჩევაზე საუბრობს

28 თებ 2019
ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე გაერთიანებულმა ოპოზიციამ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე გაერთიანებულმა ოპოზიციამ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

04 დეკ 2018

თბილისის მერიაში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც კვირაში ორჯერ მოქალაქეებთან შეხვედრას გამართავს

07 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

    არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

  • „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები კი გათავისუფლებული

    „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები კი გათავისუფლებული

  • როგორი დრო დადგა, “ოცნება” თავის ყოფილ წევრებს ეხვეწება, პარლამენტიდან გადით და “ნაციონალებს” ეხვეწება, შემოდითო

    როგორი დრო დადგა, “ოცნება” თავის ყოფილ წევრებს ეხვეწება, პარლამენტიდან გადით და “ნაციონალებს” ეხვეწება, შემოდითო

  • საქართველომ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა

    საქართველომ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა

  • თეა წულუკიანი: კარგი იქნება თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებს თეატრს

    თეა წულუკიანი: კარგი იქნება თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებს თეატრს

  • ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა დემოკრატიის ანი და ბანია, სამწუხაროდ, პარტნიორებს უწევთ, ეს ზოგიერთ ოპოზიციონერს ასწავლონ

    ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა დემოკრატიის ანი და ბანია, სამწუხაროდ, პარტნიორებს უწევთ, ეს ზოგიერთ ოპოზიციონერს ასწავლონ

  • ჩვენი მეგობრები ჩვენზე მეტად ზრუნავენ როგორ გამოიყვანონ საქართველო კრიზისიდან – მართლა გავაოცეთ და დავღალეთ არამხოლოდ ევროპა, არამედ ყველა

    ჩვენი მეგობრები ჩვენზე მეტად ზრუნავენ როგორ გამოიყვანონ საქართველო კრიზისიდან – მართლა გავაოცეთ და დავღალეთ არამხოლოდ ევროპა, არამედ ყველა

  • ევროკავშირის გზავნილია, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში და ხელისუფლებამ მოძებნოს კომპრომისები ამ პირობების შესაქმნელად, მოლოდინი მაქვს, რომ ეს ყველაფერი პოზიტიურად გადაწყდება

    ევროკავშირის გზავნილია, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში და ხელისუფლებამ მოძებნოს კომპრომისები ამ პირობების შესაქმნელად, მოლოდინი მაქვს, რომ ეს ყველაფერი პოზიტიურად გადაწყდება

  • ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

    ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

  • ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

    ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge