NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“გიორგი გახარია პარლამენტის კი არა, ბუნკერში გამოკეტილი მო-TikTok-ე პატრონის წინაშეა ანგარიშვალდებული”

“გიორგი გახარია პარლამენტის კი არა, ბუნკერში გამოკეტილი მო-TikTok-ე პატრონის წინაშეა ანგარიშვალდებული”

22 აპრ 2020 პოლიტიკა 364 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თინა ბოკუჩავამ პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით გამართულ პლენარულ სხდომაზე პრემიერ მინისტრის არყოფნა გააკრიტიკა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ამბობს, რომ იმ დროს როდესაც საკანონმდებლო ორგანო მნიშვნელოვან საკითხს განიხილვას, გიორგი გახარია სხდომას უნდა ესწრებოდეს.

“მე მაინტერესებს, ქალბატონი მეზვრიშვილი, რომელიც დღეს აქ გამოაგზავნა გიორგი გახარიამ, თუ წარმოგვიდგენს იმ მიზეზს, რის გამოც ეს ადამიანი აქ არ იმყოფება. თუ უბრალოდ ხაზს უსვამს პარლამენტის ბუტაფორიულ ხასიათს და კიდევ ერთხელ ამბობს იმას, რომ რეალურად ის ანგარიშვალდებული ამ პარლამენტის წინაშე კი არ არის, როგორც ეს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, არამედ ბუნკერში გამოკეტილი “მოტიკ-ტოკე” პატრონის წინაშეა ანგარიშვალდებული. ამას ამბობს გახარია როგორც ჩანს მისი აქ არ ყოფნით,” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავა ასევე დაინტერესდა, რას აპირებს მთავრობა იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევრად არის დარჩენილი და საკვების ფული არ აქვს.

“როგორ აპირებთ, რომ გამოიკვებონ ადამიანები ელემენტარულად, როდესაც ადამიანი, რომელსაც ქვეყნის პატრონად აცხადებს თავს, ცეკვა-თამაშის ხასიათზეა, სხვა ადამიანებს ლუკმა-პურის ფული არ აქვთ. როგორ აპირებთ, რომ ეს ადამიანები გამოიკვებონ, ფუფუნების საგნებზე არ ვსაუბრობთ, იმაზე ვსაუბრობთ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერ შეჭამს,” – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

კომენტარები

გიორგი გახარია თინა ბოკუჩავა საგანგებო მდგომარეობა 2020-04-22
ირაკლი შალიკაშვილი
Tags გიორგი გახარია თინა ბოკუჩავა საგანგებო მდგომარეობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“უღირსი საქციელი იყო სალომე სამადაშვილმა “ტიკ-ტოკი” რომ ახსენა – ისეთი პოზიტიური რამ, რითიც ბევრი ადამიანი გახალისდა, თქვენ გამოიყენეთ ლანძღვისთვის”

შემდეგი სტატია

“ჩემი თხოვნაა ნუ დავემსგავსებით მოდელირებული ქრონიკის ავტორებს, არ არის სწორი პანიკის შექმნა”

მსგავსი სტატიები

„მნიშვნელოვანია სახელმწიფო ეფექტურად მოქმედებდეს დასჯის კუთხით“

15 თებ 2018
„გადასახადებს სჭირდება გადახდა, მედიას კი, თავისუფლება“

„გადასახადებს სჭირდება გადახდა, მედიას კი, თავისუფლება“

07 სექ 2018
„დააფიქსირონ პოზიცია, იღებენ თუ არა მხარდაჭერას „ქართული მარშისგან“ და „პატრიოტთა ალიანსისგან“

„დააფიქსირონ პოზიცია, იღებენ თუ არა მხარდაჭერას „ქართული მარშისგან“ და „პატრიოტთა ალიანსისგან“

01 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

    არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

  • „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები კი გათავისუფლებული

    „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები კი გათავისუფლებული

  • როგორი დრო დადგა, “ოცნება” თავის ყოფილ წევრებს ეხვეწება, პარლამენტიდან გადით და “ნაციონალებს” ეხვეწება, შემოდითო

    როგორი დრო დადგა, “ოცნება” თავის ყოფილ წევრებს ეხვეწება, პარლამენტიდან გადით და “ნაციონალებს” ეხვეწება, შემოდითო

  • საქართველომ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა

    საქართველომ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა

  • თეა წულუკიანი: კარგი იქნება თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებს თეატრს

    თეა წულუკიანი: კარგი იქნება თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებს თეატრს

  • ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა დემოკრატიის ანი და ბანია, სამწუხაროდ, პარტნიორებს უწევთ, ეს ზოგიერთ ოპოზიციონერს ასწავლონ

    ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა დემოკრატიის ანი და ბანია, სამწუხაროდ, პარტნიორებს უწევთ, ეს ზოგიერთ ოპოზიციონერს ასწავლონ

  • ჩვენი მეგობრები ჩვენზე მეტად ზრუნავენ როგორ გამოიყვანონ საქართველო კრიზისიდან – მართლა გავაოცეთ და დავღალეთ არამხოლოდ ევროპა, არამედ ყველა

    ჩვენი მეგობრები ჩვენზე მეტად ზრუნავენ როგორ გამოიყვანონ საქართველო კრიზისიდან – მართლა გავაოცეთ და დავღალეთ არამხოლოდ ევროპა, არამედ ყველა

  • ევროკავშირის გზავნილია, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში და ხელისუფლებამ მოძებნოს კომპრომისები ამ პირობების შესაქმნელად, მოლოდინი მაქვს, რომ ეს ყველაფერი პოზიტიურად გადაწყდება

    ევროკავშირის გზავნილია, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში და ხელისუფლებამ მოძებნოს კომპრომისები ამ პირობების შესაქმნელად, მოლოდინი მაქვს, რომ ეს ყველაფერი პოზიტიურად გადაწყდება

  • ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

    ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

  • ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

    ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge