NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სოციალური მედია»ზურაბ ჯაფარიძე: ჯერჯერობით ფიქრობენ რომ კარგად მიდიან, ამიტომ გადაგვიწიეს ვადა 22 მაისამდე

ზურაბ ჯაფარიძე: ჯერჯერობით ფიქრობენ რომ კარგად მიდიან, ამიტომ გადაგვიწიეს ვადა 22 მაისამდე

22 აპრ 2020 სოციალური მედია 1813 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გირჩის  ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“სიცოცხლე vs ეკონომიკა

‘რა დროს ეკონომიკაა, ხალხი იხოცება! ნახე რა ხდება იტალიაში!’

‘როგორ შეიძლება ეკონომიკაზე ლაპარაკი, როგორ შეიძლება ასეთი არაჰუმანური იყო, ხალხი კვდება, ხალხი!’

ნახავდით/მოისმენდით ამ ან მსგავს ფრაზებს კორონას პანდემიასთან და თითქოს მის შესაკავებლად შემოღებულ ძალადობრივ წესრიგთან მიმართებაში

ასეთი ფრაზებით სინამდვილეში თქვენს ემოციებზე თამაშობენ – იყენებენ თქვენს ნაკლებ ინფორმირებულობას და გიბიძგებენ მათთვის სასურველი პოლიტიკის მხარდაჭერისკენ

‘აგდება’ ჰქვია ამას – გაგდებენ

არ არსებობს არანაირი არჩევანი სიცოცხლესა და ეკონომიკას შორის

რეალურად სასწორის ორივე პინაზე სიცოცხლე დევს

უბრალოდ ერთ პინას ვხედავთ – ვირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვს ყოველდღე გვთხრიან თვალებში, რეანიმაციაში სასუნთქ აპარატზე მიერთებული პაციენტების კადრების თანხლებით

მეორე პინას უმრავლესობა ვერ ხედავს

მეორე პინაზე დევს სიცოცხლეები, რომლებიც დროზე ადრე შეწყდება:

– შიმშილის გამო

– საკვების უკმარისობის და ამით გამოწვეული დაავადებების გამო

– ბანძი ხარისხის საკვების რეგულარული მიღების და აქედან გამომდინარე დაავადებების გამო

– ჯანდაცვის მომსახურების შესაძენი ფულის არ ქონის გამო

– წამლების ფულის არ ქონის გამო

– ნერვიულობის, სტრესის, აქედან გამომდინარე ჯანმრთელობის პრობლემების გამო

– რისკიანი შრომის პირობების გამო

– დაბინძურებული ჰაერის და აქედან გამომდინარე ჯანმრთელობის პრობლემების გამო

– განათლების დაბალი ხარისხის, აქედან გამომდინარე ცხოვრების დაბალი დონის გამო

– სიღარიბეში დიდხანს დარჩენის გამო – სიღარიბე განაპირობებს ყოველივე ამას

და ა.შ. და ა.შ. გაგრძელება და ლოგიკური ჯაჭვების გაბმა სიღარიბიდან სიკვდილამდე უსასრულოდ შეიძლება

სიცოცხლეა ორივე მხარეს

ადამიანი რომელიც აყენებს საკითხს თითქოს არჩევანია გასაკეთებელი ვირუსისგან გადარჩენილ სიცოცხლესა და რაღაც სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანს შორის, კარგ შემთხვევაში ვერ ერკვევა საკითხში რადგან ამაზე სერიოზულად არასოდეს დაფიქრებულა

ხოლო, ცუდ შემთხვევაში ჩვეულებრივი ნაბიჭვარია, რომელიც მორალური უპირატესობის მოპოვებას ცდილობს საკითხის მიზანმიმართულად დამახინჯებით – თითქოს მას ადარდებს ადამიანების სიცოცხლე, ხოლო ვიღაც უგულოს რაღაც ნაკლებად ღირებული, მატერიალური

პოლიტიკოსებს და მთავრობებს ყოველთვის ურჩევნიათ ფოკუსირება იმაზე რაც ხდება დღეს და რაც სჩანს, ვიდრე იმაზე რაც მოხდება მომავალში და რაც უმრავლესობისთვის არ ჩანს (მათ ნაწილს ამის დანახვის უნარი სამწუხაროდ არც აქვს)

განსაკუთრებით მაშინ თუ დღევანდელი სურათით შეუძლიათ დაგაშინონ, პანიკაში ჩაგაგდონ, და შემდეგ გმართონ ისე როგორც მოუნდებათ და იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც დათესილი პანიკა მისცემს შესაძლებლობას

ჯერჯერობით ფიქრობენ რომ კარგად მიდიან

ამიტომ გადაგვიწიეს ვადა 22 მაისამდე

ფასი სიცოცხლის წლებია, რომელსაც გადავიხდით ჩვენ ყველა, ჩვენი შვილები, ჩვენი ახლობლები, სიღარიბეში უფრო ღრმად ჩაფლობის გამო

ვიღაცეებმა, ჩვენზე ჭკვიანებმა, სადღაც ზემოთ აწონეს და ეგრე გამოვიდა – ჩვენი სიცოცხლის წლები უფრო იაფი გამოვიდა”

კომენტარები

ზურაბ ჯაფარიძე კორონავირუსი საგანგებო მდგომარეობა 2020-04-22
ნინო ჩხეიძე
Tags ზურაბ ჯაფარიძე კორონავირუსი საგანგებო მდგომარეობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ვირუსის გაქრობას ველოდებით?”

შემდეგი სტატია

“უნდა ისეირნოთ სუფთა ჰაერზე, თუმცა სხვებისგან დისტანციით”

მსგავსი სტატიები

„პოლიციაში ბოლო დროს ამბები ხდებოდა, კოშმარი…“

24 დეკ 2017
„გია მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა“

„გია მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა“

სოსო ელისაშვილი 13 თებ 2018
„ამის წესიერად დაგებას რაღა უნდოდა??“

„ამის წესიერად დაგებას რაღა უნდოდა??“

15 თებ 2018

უახლესი ამბები

  • მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

    მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

  • ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

    ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

  • სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

    სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

  • მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

    მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

  • რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

    რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

  • გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

    გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

  • მე არ დავუჭერდი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს ახლანდელი მდგომარეობით

    მე არ დავუჭერდი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს ახლანდელი მდგომარეობით

  • მართლები ვართ კანონთანაც და პოლიტიკურადაც

    მართლები ვართ კანონთანაც და პოლიტიკურადაც

  • ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებთ მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც

    ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებთ მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც

  • 2 000 000 ადამიანის არჩევანს წყალში არ გადავყრით, დანარჩენი ყველაფერზე ვართ მზად, მოვიდნენ და ვილაპარაკოთ

    2 000 000 ადამიანის არჩევანს წყალში არ გადავყრით, დანარჩენი ყველაფერზე ვართ მზად, მოვიდნენ და ვილაპარაკოთ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge