დღეს, ქართველ მსახიობსა და მხატვარს, საქართველოს სახალხო არტისტს ჟანრი ლოლაშვილს 78 წელი შეუსრულდა.
ჟანრი ლოლაშვილმა 1963 წელს დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფისტთა უმაღლესი კურსები. 1958–1961 წლებში იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მხატვარი-მულტიპლიკატორი; 1961–1963 წლებში კინემატოგრაფიის ინსტიტუტის მხატვარი, ხოლო 1963–1964 ზუგდიდის სახელმწიფო თეატრის მსახიობი;
ჟანრი ლოლაშვილი 1965 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია, სადაც მან განასახიერა – გრენგოლი ( „გუშინდელნი“), მწერალი („ყვარყვარე“), მერკუციო („რომეო და ჯულიეტა“), მთხრობელი („კავკასიური ცარცის წრე“), ავშაროვი („ქალის ტვირთი“), მასხარა („ლირი“), ლუარსაბი („კაცია-ადამიანი?!“).
ჟანრი ლოლაშვილს ასევე შესრულებული აქვს კინოფილმებში შემდეგი როლები: თავადი („ნუცა“), ედისონი („მოხეტიალე რაინდები“), მხატვარი („მწვანე მდელო“), იონა („გზა შინისკანენ“), ნაპოლეონი („ბაგრატიონი“), ფოტორეპორტიორი („რამდენიმე ინტერვიუი პირად საკითხებზე“), ხოსე („ფაქიზად საყვარელი დეტექტივი“), მმართველი („გაქცევა ქვეყნის დასალიერში“), მამა („მიახლოვება“), ხოსე-გარსია („დონ-კიხოტი“), ხიუზი („ჩემი ინგლისელი პაპა“), ძმა („ვინ ამიყვანს იალბუზზე“), ილია ილიას ძე („სტალინის მოგზაურობა აფრიკაში“), ყადი („სიბრძნე-სიცრუისა“), მამა („საფეხურები“), ქურდი („საბედისწერო გასროლა“), და სხვა.
კომენტარები