NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გამოცხადდა პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები

გამოცხადდა პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები

22 აპრ 2020 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი 398 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე 2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები დადგინდა.  ამის შესახებ განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადად 24 აპრილის ნაცვლად 5 ივლისი განისაზღვრა.  გახანგრძლივებულ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, მოსწავლის რეგისტრაცია გაუქმდება. პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპზე იცვლება როგორც რეგისტრაციის, ასევე დოკუმენტების წარდგენის თარიღი: რეგისტრაციის II ეტაპი განხორციელდება 11 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, ხოლო დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელი იქნება 11 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით. ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები: რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში; მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი; ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

რეგისტრაციის III ეტაპზეც იცვლება როგორც რეგისტრაციის, ასევე დოკუმენტების წარდგენის ვადები: III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია – 2 ივნისს დაიწყება და 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

რეგისტრაციის ბოლო IV ეტაპზეც ასევე იცვლება რეგისტრაციის და დოკუმენტების წარდგენის თარიღი: IV ეტაპზე პირველკლასელთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 20 აგვისტოს დაიწყება და10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე“, – ნათქვამია განათლების უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განათლების უწყებაში განმარტავენ, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სკოლები დაამტკიცებენ საქმისწარმოების ახალ წესს, რომელიც საშუალებას მისცემს მშობლებს ელექტრონულად გადააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან სკოლის მიერ დადგენილი წესით უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ სკოლის ადმინისტრაციას; სკოლა 2 დღის ვადაში დაუდასტურებს მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველკლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
  • კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
  •  საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კომენტარები

top 10 2020-04-22
მაია ბარძიმაშვილი
Tags top 10
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოში ჯარიმების თანხა მცირდება

შემდეგი სტატია

ტრამპი კოროვირუსის გამო მწვანე ბარათების გაცემას გააუქმებს

მსგავსი სტატიები

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირება მოხდა

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირება მოხდა

03 ნოე 2017
ნიკა გვარამია აპირებს, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე  პრეზიდენტს ესაუბროს

ნიკა გვარამია აპირებს, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტს ესაუბროს

სოსო ელისაშვილი 18 მარ 2018
მაჩალიკაშვილის საქმე – ოპოზიციისთვის გაუგებარია, რატომ ვერ აკავებენ პირს, რომელიც სუს-მა ტერაქტის მომზადებაში ამხილა

მაჩალიკაშვილის საქმე – ოპოზიციისთვის გაუგებარია, რატომ ვერ აკავებენ პირს, რომელიც სუს-მა ტერაქტის მომზადებაში ამხილა

სოსო ელისაშვილი 09 მაი 2019

უახლესი ამბები

  • საქართველოში ფრენებს გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი შეასრულებს

    საქართველოში ფრენებს გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი შეასრულებს

  • ხელისუფლებას რაც არ უნდა უნდოდეს, ჩვენ მტკიცედ და დიდი ნაბიჯებით მივდივართ რიგგარეშე არჩევნებამდე

    ხელისუფლებას რაც არ უნდა უნდოდეს, ჩვენ მტკიცედ და დიდი ნაბიჯებით მივდივართ რიგგარეშე არჩევნებამდე

  • მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკების პროცესში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით

    მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკების პროცესში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით

  • 15 მაისი ეს არის შესაძლებლობა თითოეული გაბრაზებული მოქალაქისთვის, რომ მოვიდეს და ბრაზი გამოხატოს

    15 მაისი ეს არის შესაძლებლობა თითოეული გაბრაზებული მოქალაქისთვის, რომ მოვიდეს და ბრაზი გამოხატოს

  • ლილი ფოფხაძე – ციცქნა

    ლილი ფოფხაძე – ციცქნა

  • მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

    მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

  • ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

    ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge