სადეზინფექციო საშუალებების გადაჭარბებულმა ან არასწორმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს მათი ეფექტურობა. ამის შესახებ, სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით, იტყობინება გამოცემაThe Conversation.
სადეზინფექციო საშუალებებისა და თვითნაკეთი ხსნარების ხშირი გამოყენება შეიძლება საშიში იყოს და გარკვეულ ვირუსებში მუტაციები გამოიწვიოს. კერძოდ, სპირტის შემცველი ხსნარებით ხელების გადაჭარბებულმა დამუშავებამ შეიძლება გაზარდოს ბაქტერიების მდგრადობა ანტიმიკრობული აგენტების მიმართ.
მეცნიერები მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ პირობითი ანტისეპტიკები ანადგურებენ ბაქტერიების დნმ-ის ელემენტებს, მაგრამ ასტიმულირებენ ვირუსის მუტაციას და იმუნიტეტს სადეზინფექციო პრეპარატების მიმართ. სტატიაში განმარტავენ, რომ თეორიულად, ვირუსებისგან დაცვის მცდარმა მეთოდებმა შეიძლება გამოიწვიოს ინფექციების ახალი აფეთქება და სიკვდილიანობის ზრდა.
სპეციალისტებმა ასევე გააკრიტიკეს სპირტსა და სხვა კომპონენტების საფუძველზე დამზადებული თვითნაკეთი საშუალებები. აღინიშნება, რომ კუსტარულად წარმოებული ანტისეპტიკების ეფექტურობა არ არის დადასტურებული და მათ შეიძლება ახლდეთ გვერდითი მოვლენები. ზიანის თავიდან ასაცილებლად, ექიმები გვირჩევენ გამოვიყენოთ მხილოდ ლიცენზირებული ანტისეპტიკები ინსტრუქციის მკაცტი დაცვით.
ასევე სანიტარული სამსახურები არ აღიარებენ ანტიბაქტერიული საპნის ეფექტურობას ვირუსებთან ბრძოლაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ არ არის აუცილებელი ხელების დაბანა ანტიბაქტერიული საპნით, რადგან ის არ ანადგურებს ვირუსებს, არამედ მხოლოდ ჩამორეცხავს მათ და ასეთ ეფექტს ნებისმიერი საპონი იძლევა. სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ”ანტიბაქტერიული საპნის” მცნება არ არსებობს და სხვადასხვა მწარმოებლები ამ ფრაზას იყენებენ მხოლოდ მარკეტინგული მიზნებისათვის.
კომენტარები