NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 9 პაციენტი, მათ შორის სამის მდგომარეობა არის კრიტიკული

რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 9 პაციენტი, მათ შორის სამის მდგომარეობა არის კრიტიკული

20 აპრ 2020 პოლიტიკა 696 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული 9 პაციენტიდან 7 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა. როგორც რატიანმა კლინიკასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მათი მდგომარეობა თანმხლები პათოლოგიების გამო დამძიმდა.

„რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 9 პაციენტი, აქედან 7 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მათ შორის სამის მდგომარეობა არის კრიტიკული. აღნიშნულ პაციენტებთან დამძიმება გამოწვეულია თანმხლები სომატური პათოლოგიებით. მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა და ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ. დანარჩენი პაციენტებიდან 53-ს აქვს დადასტურებული კოვიდ ინფიცირებლის შემთხვევით განპირობებული მწვავე პნევმონია. ამ პაციენტებთანაც მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა. გვყავს ასევე სამი მოზარდი. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, ველოდებით პერიოდის გასვლას, რომელიც მოწოდებულია ჯანმოს მიხედვით, გადამოწმდება, გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში ტესტები და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ“, – განაცხადა რატიანმა.

მისივე ინფორმაციით რამდენიმე პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა დადასტურებული, გაეწერება კლინიკიდან.

„ვიდრე სრულად არ მოხდება ყველა პაციენტის გამოჯანმრთელება პროტოკოლის დაცვით, მანამდე კლინიკას არცერთი პაციენტი არ დატოვებს. ამ 15 პაციენტს არ უტარდება არანაირი მკურნალობა, რადგან ისინი კლინიკურად გამოჯანმრთელებულები არიან, ჩატარებული კვლევებით არავისთან არ დასტურდება არანაირი პათოლოგია. უბრალოდ რამდენიმე პაციენტის PCR ტესტმა, რომელიც მიჩნეულია ოქროს სტანდარტად, აჩვენა სუსტად დადებითი, გადამოწმდება რამდენიმე დღეში და იმედია, ისინი დატოვებენ კლინიკას“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

2020-04-20
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დღეს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი არ დამატებულა – გვყავს ორი კრიტიკულთან მიახლოებული პაციენტი, რომელთა მდგომარეობა დასტაბილურდა

შემდეგი სტატია

მომეცით ხელისუფლების დროებითი წარმომადგენლის სტატუსი, გპირდებით, იმდენ დახმარებას ჩამოვიტან, რომ ეკონომიკა გადარჩეს

მსგავსი სტატიები

უდუმაშვილი: ათიათასობით ადამიანი მოვა თავისუფლების მოედანზე

უდუმაშვილი: ათიათასობით ადამიანი მოვა თავისუფლების მოედანზე

ირაკლი შალიკაშვილი 08 ნოე 2021
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

14 დეკ 2017
იაპონიის მთავრობამ შსს-ს 96 ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილი გადასცა

იაპონიის მთავრობამ შსს-ს 96 ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილი გადასცა

02 თებ 2018

უახლესი ამბები

  • დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

    დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

  • 7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

    7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

  • დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

    დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge