NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»იერუსალიმის აღდგომის ტაძარში მაცხოვრის საფლავზე წმიდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმის აღდგომის ტაძარში მაცხოვრის საფლავზე წმიდა ცეცხლი გადმოვიდა

18 აპრ 2020 მსოფლიო 1801 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დიდ შაბათს, იერუსალიმის აღდგომის ტაძარში მაცხოვრის საფლავზე წმიდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.

ორი ათასი წლის განმავლობაში, ქრისტიანები, რომლებიც ამ დიდებულ დღესასწაულს ხვდებიან მაცხოვრის საფლავზე, მოწმენი ხდებიან წმინდა ცეცხლის გადმოსვლის.იერუსალიმის აღდგომის სახელობის ტაძარი-ეს არის არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც მოიცავს ქრისტეს ჯვარცმის ადგილს გოლგოთის მთაზე; როტუნდას-არქიტექტურულ სტრუქტურას უზარმაზარი გუმბათით; სამლოცველოს-რომელიც მდებარეობს იმ მღვიმის თავზე, სადაც იყო დასვენებული იესო ქრისტეს სხეული; საკათედრო ტაძარს იერუსალიმის პატრიარქისას; მიწისქვეშა ტაძარს; წმინდა ელენეს სახელობის ტაძარს და რამდენიმე პატარა სამლოცველს. მაცხოვრის საფლავის ტაძრის ტერიტორიაზე არის რამოდენიმე მოქმედი მონასტერი, რომელიც მოიცავს ბევრ დამხმარე ნაგებობებს, გალერეას და ასე შემდეგ…მთელი ქრისტიანობის არსებობის განმავლობაში ამ სასწაულის მოწმენი ხდებიან არა მარტო მართლმადიდებელი ქრისტიანები, არამედ კათოლიკები, გრიგორიანელები და სხვა ქრისტიანობის მიმდევრები.
მოციქულთა და წმინდა მამების ჩვენებების მიხედვით, პირველდ წმინდა ცეცხლმა უფლის საფლავი გაანათა ჯერ კიდევ ქრისტეს აღდგომამდე. ამ სასწაულის მოწმე იყო მოციქული პეტრე. სააღდგომო ლიტონიობაზე კანდელს ზეთი დააკლდა და ამ დროს პატრირქი ნარცისის კურთხევით, კანდელში სილოამის ემბაზის წყალი ჩაასხეს და სწორედ ამ დროს მოხდა სასწაული, ზეციდან გადმოსულმა ცეცხლმა ყველა კანდელი აანთო და მთელი ლიტონიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.დაახლოებით ქრისტეს აღდგომამდე ერთი დღით ადრე იწყება საეკლესიო ცერემონიალი. იმისათვის, რომ ეს სასწაული იხილონ, მაცხოვრის საფლავთან ხალხი უკვე გროვდება წითელი პარასკევიდან.შაბათს, დღის მეორე ნახევრიდან აქრობენ ყველა სანთელს და კანდელს.ზეთით სავსე კანდელს, ოღონდ ჩამქრალს დებენ მაცხოვრის საფლავთან.დაახლოებით 13 საათზე იწყება ლიტონიობა. პატრიარქი შედის ტაძარში. ამ დროს ტაძრის სხვადასხვა მხრიდან სინათლის სხივები კრთის. მას შემდეგ რაც წმინდა ცეცხლი გადმოდის და ანთებს კანდელს, საფლავის კარებს აღებენ და პატრიარქი ლოცავს იქ დამსწრე ქრისტიანებს და ურიგებს წმინდა ცეცხლეს. თავიდან ეს ცეცხლი არ არის მხურვალე და იგი ხელს არ წვავს.მოგვიანებით კი ზეციური ცეცხლით მთელს იერუსალიმში ანთებენ სანთლებს და კანდელებს.

კომენტარები

TOP იერუსალიმი წმინდა ცეცხლი 2020-04-18
ნინო ჩხეიძე
Tags TOP იერუსალიმი წმინდა ცეცხლი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

” COVID-19 ლაბორატორიაში შეიქმნა და მასში აივ-ის ნაწილაკებია დამატებული”

შემდეგი სტატია

ნაპოვნია საშუალება, რომელიც კორონავირუსის ადვილად გადატანაში დაგვეხმარება

მსგავსი სტატიები

რუსეთის წინააღმდეგ აჯანყების დღე ყირგიზეთში დღესასწაულად გამოცხადდა

26 ოქტ 2017

გრიცენკო: სააკაშვილმა პოროშენკოს შერიგება შესთავაზა

17 დეკ 2017
ბავშვების ემოციური ფოტოები მსოფლიოდან

ბავშვების ემოციური ფოტოები მსოფლიოდან

16 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ლილი ფოფხაძე – ციცქნა

    ლილი ფოფხაძე – ციცქნა

  • მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

    მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

  • ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

    ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge