NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»ევროპაბეთსა და სპორტული ნარდის ფედერაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ევროპაბეთსა და სპორტული ნარდის ფედერაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

14 აპრ 2020 საინტერესო, სპორტი 2856 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კომპანია ევროპაბეთსა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ევროპაბეთი სპორტის ამ სახეობას აქტიურად დაუჭერს მხარს და მის განვითარებაში საკუთარ წვლილს შეიტანს.

ბოლო თვეების განმავლობაში ევროპაბეთმა ასევე გააფორმა პარტნიორობის ხელშეკრულებები საქართველოს ჭადრაკის, უძლიერეს მამაკაცთა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციებთან. კომპანია ასევე არის დინამო ბათუმის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი.

სპორტული ნარდის ფედერაციასთან გაფორმებული მემორანდუმი, ისევევ როგორც მანამდე გაფორმებული ყველა ხელშეკრულება, ევროპაბეთის პროექტის “პასუხისმგებლიანი თამაშის” ნაწილია.

რევაზ ცხოვრებაშვილი (საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი):

“მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ევროპაბეთს მხარდჭერისთვის. ნარდი ტრადიციული ეროვნული თამაშია. ასეთი ძლიერი კომპანიის ინტერესი უზომოდ გვახარებს, მათი გვერდში დგომა სპორტის ამ სახეობას პოპულარიზაციის მხრივ ძალიან გამოადგება. არსებულ ვითარებაში ტურნირების ციფრულ სივრცეში გადატანა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ევროპაბეთის პლატფორმა მოგვცემს საშუალებას, გავუმკლავდეთ შეფერხებებს. მომავალში ძალიან ბევრი საინტერესო და მასშტაბური ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი, რომელსაც იმედი მაქვს, ჩვენი ახალი პარტნიორის მხარდაჭერით განვახორციელებთ”.

მაშინ, როდესაც პანდემიის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სახლში დარჩენა მთავარი რეკომენდაციაა, იგეგმება სპორტული ნარდის ეროვნული ფედერაციის ეგიდით მიმდინარე სხვადასხვა ტურნირების ევროპაბეთის პლატფორმაზე ჩატარება.

ევროპაბეთი სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმაა რეგიონში, რასაც ბოლო დღეების სტატისტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს. ნარდი, ბურა, დომინო, პოკერი – პოპულარულ სამაგიდო თამაშებს ევროპაბეთზე ერთდროულად რეგულარულად რამდენიმე ათასი ადამიანი თამაშობს. უფასო ტურნირები შაბათ-კვირას მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს, ზოგიერთი მათგანის საპრიზო ფონდი 10 000 ლარს აღწევს და მისი გაზრდა კიდევ იგეგმება.

რამდენიმე თვის წინ ევროპაბეთმა ახალი პროექტის, “პასუხისმგებლიანი თამაში” დაწყების შესახებ ამცნო საზოგადოებას. კომპანია ეტაპობრივად ამბობს უარს ყველა ისეთ კომუნიკაციაზე, რომლებიც სცილდება მიზნობრივ აუდიტორიას და შეუძლებელი ხდება მაყურებლის ასაკის კონტროლი.

კამპანია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს – პასუხისმგებლობას ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. თითოეული მიმართულებით უკვე გადადგმულია ქმედითი ნაბიჯები, როგორიც არის: “დროის კონტროლის” ხელსაწყო, გარე რეკლამის აკრძალვა, თანამშრომლობა ფსიქოტერაპიულ ცენტრთან და ქართული სპორტის მხარდასაჭერი არაერთი პროექტი.

კომენტარები

TOP კომპანია ევროპაბეთი საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია 2020-04-14
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP კომპანია ევროპაბეთი საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გია ვოლსკი: ეკლესიის კარები არ დაიკეტება

შემდეგი სტატია

საპატრიარქოში მარტო სააღდგომო ლიტურგიაზე არ იყო საუბარი, მის უწმინდესობასთან ზოგადად, ეპიდსიტუაციაზე ვისაუბრეთ

მსგავსი სტატიები

ჯულია რობერტსი წლის ყველაზე ლამაზ ქალად დასახელდა

28 ოქტ 2017

The Pivotal Job of Orem?s Self-Care Deficit Theory

21 დეკ 2020

10 მიზეზი რაც ქალებს გარეგნულად აბერებს

02 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge