NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»“ვფიქრობ, რომ სააღდგომო ლიტურგიის ჩატარება ტაძრებში, ისევე როგორც ზიარების წესის შენარჩუნება, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა…”

“ვფიქრობ, რომ სააღდგომო ლიტურგიის ჩატარება ტაძრებში, ისევე როგორც ზიარების წესის შენარჩუნება, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა…”

14 აპრ 2020 საზოგადოება 712 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ  ხალხმრავალი წირვები და საერთო კოვზით ზიარების წესის შენარჩუნება “უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა”.

სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“მსურს, გამოვეხმაურო სააღგდომო ლიტურგიის თაობაზე მიმდინარე პოლემიკას და გამოვხატო ჩემი პოზიცია, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში, ერთის მხრივ, ეკლესიის მსახურთათვის, ხოლო მეორეს მხრივ, ხელისუფლებისთვისაც მნიშვნელოვანია, იცოდეს საზოგადოების წარმომადგენელთა აზრი.

პირველ რიგში, როგორც ერთმა ჩვეულებრივმა ქრისტიანმა, მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ გასული კვირების განმავლობაში ტაძრებში ზედმიწევნით ხდებოდა დადგენილი წესების დაცვა. დარწმუნებული ვარ, სამღვდელოების და მრევლის ერთობლივი ძალისხმევით, ასე გაგრძელდება მომავალ დღეებშიც.
ვფიქრობ, რომ სააღდგომო ლიტურგიის ჩატარება ტაძრებში, ისევე როგორც ზიარების წესის შენარჩუნება, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა იმ გარემოებაში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და ეკლესია აღმოჩნდა, და ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ქრისტეს რწმენას და ზიარების საიდუმლოების აღიარებას.
საგანგებო მდგომარეობის პირობებს რაც შეეხება, აბსოლუტურად შესაძლებელია, დადგენილი წესების დაცვით, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე მორწმუნეთა ტაძარში დარჩენა, ტაძარი ხომ უფლის სახლია, ანუ ყველა იმ ადამიანის სახლიცაა, ვინც სასოებით მიეახლება უფალს.
იმედს გამოვთქვამ, რომ ხელისუფლება და საპატრიარქო იპოვიან იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ვიზეიმოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ღირსეულად დავძლიოთ ის გამოწვევა, რომლის მსგავსი და უფრო მძიმე არაერთი განსაცდელი ჩვენს ქვეყანას ერის და ბერის ერთიანობით გადაულახავს.”

კომენტარები

გიორგი კვირიკაშვილი ეკლესია პანდემია 2020-04-14
ნინო ჩხეიძე
Tags გიორგი კვირიკაშვილი ეკლესია პანდემია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ამირან გამყრელიძე: …ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ

შემდეგი სტატია

ჩეხეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების სრულად გაუქმებას ივნისში აპირებენ

მსგავსი სტატიები

გუდიაშვილისა და ახვლედიანის 245 000 დოლარის ღირებულების ტილოები, ბინები კიევში – რა ქონებას ფლობს თბილისის მერი კახა კალაძე?

გუდიაშვილისა და ახვლედიანის 245 000 დოლარის ღირებულების ტილოები, ბინები კიევში – რა ქონებას ფლობს თბილისის მერი კახა კალაძე?

ნინო ჩხეიძე 14 ივლ 2022
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ალტ-ინფო“ ბრიფინგზე არ დაუშვა

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ალტ-ინფო“ ბრიფინგზე არ დაუშვა

ნინო ჩხეიძე 12 აპრ 2022
„ჩემი გვარი გამოყენებულია უკანონო გამოძალვისთვის, ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, აბსოლუტურად ვემიჯნები მთელ ამ პროცესს“

„ჩემი გვარი გამოყენებულია უკანონო გამოძალვისთვის, ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, აბსოლუტურად ვემიჯნები მთელ ამ პროცესს“

21 სექ 2018

უახლესი ამბები

  • მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

    მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

  • გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

    გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

  • ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა”, არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

    ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა”, არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

  • მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

    მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

  • ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

    ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი  2022“ გაიმართება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება

  • კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

    კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

  • მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

    მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

  • კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

    კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

  • გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

    გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge