კიევ-პეჩორის ლავრაში Covid 19-ით არქიმანდრიტი დაიღუპა. უკრაინული გამოცემა Unian წერს, რომ ინფორმაცია მონასტრის ოფიციალურ საიტზე განთავსდა.
ამასთან, ინფიცირებულია 63 სასულიერო პირი. ამჟამად კიევ-პეჩორის ლავრა დაკეტილია კარანტინის გამო და უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული.
პოლიცია კარანტინს აკონტროლებს.
კომენტარები