12 აპრილს, საღამოს, იერუსალიმის “შაარე ცედეკი”-ს სამედიცინო პერსონალმა ისრაელის ყოფილი მთავარი რაბინის, ელიაჰუ ბაკში-დორონის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების შესახებ განაცხადა. პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაციის მიზნით განხორციელებული ექიმების ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, ყოფილი მთავარი რაბინი გარდაიცვალა.
1941 წელს დაბადებული ელიაჰუ ბაკში-დორონი ისრაელის მთავარი რაბინი 1993-2003 წლებში იყო. მას კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა და საავადმყოფოში 7 აპრილიდან იმყოფებოდა.
კომენტარები