NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად, 10-დან 27 აპრილის ჩათვლით, სხვადასხვა ქვეყნიდან 6 ავიარეისი შესრულდება

დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად, 10-დან 27 აპრილის ჩათვლით, სხვადასხვა ქვეყნიდან 6 ავიარეისი შესრულდება

08 აპრ 2020 პოლიტიკა 384 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, 10 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, სხვადასხვა ქვეყნიდან 6 ავიარეისი შესრულდება და საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან.

როგორც ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს მთავრობა ასევე მუშაობს დამატებითი რეისების და სპეცრეისების დანიშვნის საკითხზე, რის შესახებაც ინფორმაციას დამატებით გაავრცელებენ.

„სპეცრეისების მიმართულებით უკვე გაცხადებული გრაფიკი არსებობს. ჩვენ გუშინ გვქონდა ათენიდან რეისი და დაბრუნდა საქართველოს 130-მდე მოქალაქე. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ იყო გაცხადებული და ხშირად გვსაყვედურობენ, რომ არ არის ბილეთი, გუშინ 10 მოქალაქე, რომელსაც შეძენილი ჰქონდა ბილეთი, არ გამოცხადდა ამ რეისზე. ამის გამო მოგვიწია ძალიან სწრაფ რეჟიმში ჩაგვენაცვლებინა ისინი იმ მოქალაქეებით, რომლებიც იდგნენ რიგში. მიუხედავად ამისა, 3 ადგილი მაინც ცარიელი იყო.

მინდა საზოგადებას და ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ იყვნენ მუდმივად ონლაინ რეჟიმში კავშირზე საელჩოებთან და საკონსულოებთან.

10 აპრილს განხორციელდება თბილისი-ლარნაკას რეისი და 130-მდე მოქალაქე დარუნდება. ასევე, 12 და 14 აპრილს ბერლინიდან და ამსტერდამიდან განხორციელდება რეისი. მგზავრთა რაოდენობის შესახებ დამატებით გაცნობებთ, რადგან ბილეთების გაყიდვა ორი დღით ადრე დაიწყება. ასევე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, კიდევ 3 დამატებითი რეისი დაინიშნა. მათ შორის თელავივიდან, რომელიც 18 აპრილს განხორციელდება, ასევე რომიდან და ბარსელონადან 24 და 27 აპრილს. ჩვენ კიდევ ვმუშაობთ დამატებითი რეისების და სპეცრეისების შესახებ და რეგულარულად მოგაწვდით ინფორმაციას ამის შესახებ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები

2020-04-08
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Domain Definition Science – Helpful Tips to Selecting a Domainname

შემდეგი სტატია

ვმუშაობთ ბაზრების ადმინისტრაციებთან, რომ ფუნქციონირების გაგრძელების შემთხვევაში ყველა ზომა იყოს დაცული

მსგავსი სტატიები

ვეკატერინე მიქაბაძე: Fitch-ის პოზიტიური შეფასება ხელსაყრელი ბიზნეს გარემოთი და მაკროეკონომიკური მდგრადობითაა განპირობებული

ვეკატერინე მიქაბაძე: Fitch-ის პოზიტიური შეფასება ხელსაყრელი ბიზნეს გარემოთი და მაკროეკონომიკური მდგრადობითაა განპირობებული

27 აგვ 2018
სამგორის რაიონის გამგებელმა თანამდებობა დატოვა

სამგორის რაიონის გამგებელმა თანამდებობა დატოვა

12 აპრ 2018

67-ე საჯარო სკოლაში განვითარებულ მოვლენებს მარიამ ჯაში გამოეხმაურა

24 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

    თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

  • იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

    იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

  • „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

    „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

  • სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

    სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

  • ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

    ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

  • შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

    შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

  • შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება

    შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება

  • ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

    ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

  • ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარის სადავო მონაკვეთზე, ჩინელ და ინდოელ ჯარისკაცებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა

    ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარის სადავო მონაკვეთზე, ჩინელ და ინდოელ ჯარისკაცებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა

  • NDI: გამოკითხულთა 59% საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

    NDI: გამოკითხულთა 59% საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge