4 აპრილის ღამეს, რუსეთი მთლიანად შეაჩერებს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამის მიზეზია საზღვარგარეთიდან დაბრუნებული უამრავი მოქალაქისათვის კარანტინის ორგანიზების სირთულე.
27 მარტს, რუსეთმა დახურა საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა – გამონაკლისის გარდა, რაც მოიაზრებდა რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას, სატვირთო, საფოსტო და ჰუმანიტარულ რეისებს.
30 მარტს, რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება შეიზღუდა: შერემეტევოს აეროპორტი დღე-ღამეში მხოლოდ 500 მოქალაქეს უშვებდა.
«Коммерсант» -ის ინფორმაციით, 1 აპრილის მონაცემებით, რუსეთში დაბრუნების მსურველი 30 ათასი ადამიანი იყო.
კომენტარები