ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა კორონავირუსის ეპიდემიის გამო რესპუბლიკაში საკარანტინო რეჟიმი გაამკაცრა. პარასკევიდან რეგიონში კომენდანტის საათი ამოქმედდება.
”მიღებულია გადაწყვეტილება, აკრძალული იყოს მანქანებისა და ფეხით მოსიარულეთა მოძრაობა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ყველა დასახლებაში 20:00 საათიდან 8:00 საათამდე.
ეს აუცილებელი ღონისძიებაა, რომელიც ტარდება კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების წინააღმდეგ ” – წერს კადიროვი სოციალურ ქსელში.
ამასთან, 5 აპრილიდან იკეტება რესპუბლიკაში შესასვლელი გზები ყველა სახის ტრანსპორტისათვის. გამონაკლისი დაიშვება საკვები, მედიკამენტებისა და სხვა სასიცოცხლო საქონლის მიწოდებაზე. კვირამდე, რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს ეძლევა რეკომენდაცია დაუბრუნდეს სახლებს, იმდენად რამდენადაც ორშაბათიდან ვეღარ გადაკვეთავენ საზღვარს.
“კორონავისრუსის შეჩერება სანახევრო ზომებით შეუძლებელია”, წერს კადიროვი.
კომენტარები