NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»გამოცემა Foreign Policy საქართველოს კორონავირუსითან ბრძოლაში წარმატებული ქვეყნების გვერდით ასახელებს

გამოცემა Foreign Policy საქართველოს კორონავირუსითან ბრძოლაში წარმატებული ქვეყნების გვერდით ასახელებს

03 აპრ 2020 მსოფლიო 948 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საერთაშორისო გამოცემა Foreign Policy საქართველოს კორონავირუსითან ბრძოლაში წარმატებული ქვეყნების გვერდით ასახელებს. გამოცემის ცნობით, ტაივანის, კანადის, სამხრეთ კორეის, ისლანდიისა დ საქართველოს მაგალითები აჩვენებს, რომ COVID-19-ის შეჩერება შესაძლებელია.

როგორც Foreign Policy წერს, ზოგიერთი ქვეყნის წარმატებული ისტორია მოულოდნელი იყო. საქართველოს მაგალითზე ისაუბრეს პოდკასტში არ შეეხო შენს სახეს, რომლის სტუმარი ქართველი ჟურნალისტი ნატალია ანთელავა იყო. საქართველოში კორონავირუსის 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 27 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

გადაცემაში აღინიშნა, რომ ქვეყნის პატარა ზომისა და რთული ეკონომიკური პირობების მიუხედავად, თებერვლის ბოლოს ხელისუფლებამ სერიოზული ზომები მიიღო.

“ის ფაქტიც დაეხმარა [საქართველოს], რომ ხელისუფლებამ თავიდანვე სერიოზულად აღიქვა [ვირუსი]. ეს ის ქვეყანაა, რომელიც მიჩვეულია კრიზისს, რომელმაც გადაიტანა სამოქალაქო ომი, 2008 წელს რუსეთის შემოჭრა და 90-იანების ძალიან ბნელი პერიოდი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა”, — თქვა ანთელავამ.

კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებულ ქვეყნად მიიჩნევა ისლანდიაც. ქვეყანაში, სადაც 365 ათასი მოსახლეა, კორონავირუსი კი 1  319 ადამიანს აქვს. ერთ სულ მოსახლეზე ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. როგორც განმარტავენ, ეს იმის დამსახურებაა, რომ ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ტესტირება მოდის.

“ის, რასაც გვაძლევს ისლანდია, არის ნათელი სურათი იმისა, თუ როგორ ვრცელდება ვირუსი მოსახლეობაში”, — ამბობს ისლანდიელი ჟურნალისტი იელენ კირიკი.

წარმატებული ქვეყნების მაგალითად მოყვანილია ტაივანიც, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა 21 იანვარს დაფიქსირდა. 3 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში 348 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 5 გარდაცვალება.

ტაივანმა, რომელიც კონტინენტური ჩინეთისგან 160 კილომეტრითაა დაშორებული, 31 დეკემბერს უხანიდან ჩასული მოგზაურების შემოწმება დაიწყო, თვითზიოლაციაში მყოფი პირების შესამოწმებლად სპეციალური სისტემა შექმნა და იანვარში სამედიცინო აღჭურვილობის წარმოება გაზარდა.

ჩინეთს გარეთ ეპიდემიის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე აფეთქება სამხრეთ კორეაში იყო, თუმცა დროდადრო ქვეყანამ შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება. ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ შრიდჰარი 23 მარტს ამბობდა, რომ მასობრივი ტესტირების მოდელი პანდემიის შეკავების ერთადერთი გზაა და სხვა ქვეყნებმა აღმოსავლეთ აზიისგან უნდა აიღონ მაგალითი.

სამხრეთ კორეაში, რომლის მოსახლეობა 51 მილიონია, ყოველდღიურად 20 ათასზე მეტ ადამიანს უტარებენ ტესტირებას, იყენებენ იზოლაციას და დეტალურად იძიებენ კონტაქტებს.

კორონავირუსთან ბრძოლის კიდევ ერთ წარმატებულ მაგალითად მოყვანილია კანადა. ადგილობრივი ჟურნალისტი ჯასტინ ლინგი მარტის დასაწყისში აღნიშნავდა, რომ იანვარსა და თებერვალში ტესტირებისა და კონტაქტების მოძიებისთვის სპეციალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყეს. გარკვეული გამოცდილება ქვეყანას უკვე ჰქონდა 2003 წლის SARS-ის ეპიდემიის შემდეგ, რადგან აზიის გარეთ სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა.

კანადაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის კარგი სისტემა მოქმედებს და კორონავირუსზე ტესტირებისთვის კრიტერიუმები ისე შეზღუდული არაა, როგორც აშშ-ში.

ევროპაში შვედეთის გარდა ყველა ქვეყანა იზოლაციაშია. ბოლო მონაცემებით, შვედეთში 5  568 შემთხვევაა დაფიქსირებული. ჟურნალისტის, ნატალი როთშილდის თქმით, ხელისუფლება ფსონს დებს იმაზე, რომ მოქალაქეები პასუხისმგებლობით მოიქცევიან და ამისთვის ბრძანება არ დასჭირდებათ:

“მოლოდინია, რომ მოქალაქეები დათანხმდებიან იმას, რომ გაძლიერებული შეიარაღების გარეშე აიღებენ პერსონალურ პასუხისმგებლობას, მოერიდებიან ხალხმრავლობას, სახლიდან იმუშავებენ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დისტანციას დაიცავენ და ა.შ.”

Foreign Policy საუბრობს იმ ქვეყნებზეც, სადაც მოსახლეობას ხელისუფლების მეთოდების არ სჯერა და მათ შორისაა რუსეთიც. მარტის შუა რიცხვებამდე მოსკოვში ცხოვრება ჩვეული ტემპით მიდიოდა, როცა სამედიცინო ექსპერტები ოფიციალურ სტატისტიკაში დაეჭვდნენ, რომელიც ინფიცირების საკმაოდ დაბალ რიცხვებს აჩვენებდა. ამის შემდეგ ხელისუფლებამ მალევე ჩაკეტა საზღვრები და ეკონომიკის სტიმულირების გეგმაზე დაიწყო საუბარი.

“თუ ვირუსის რეალური მასშტაბი უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკაშია, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ პანდემიის შეკავების შანსი ხელიდან გაუშვა”, — წერდა კორესპონდენტი, რეიდ სტენდიში.

სერიოზული ეჭვი არსებობს ირანის სტატისტიკის მიმართაც. ოფიციალურად 53 183 ინფიცირებული და 3 294 გარდაცვლილია. პოლიტიკის მეცნიერი მაისამ ბეჰრავეში ამბობს, რომ რეალური რიცხვები, სავარაუდოდ, ბევრად უფრო მაღალია.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კოორნავირუსით ინფიცირების მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. ვირუსის შედეგად უკვე გარდაიცვალა 55 ათასი ადამიანი.

კომენტარები

კორონავირუსი პანდემია 2020-04-03
ნინო ჩხეიძე
Tags კორონავირუსი პანდემია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პორტალმა MyDoc.ge-იმ COVID-19-ის სიმპტომების თვითშეფასების ტესტი შექმნა

შემდეგი სტატია

უცხოეთში დარჩენილი მოქალაქეების დაბრუნებაზე რუსეთი უარს ამბობს

მსგავსი სტატიები

“ბოდიშს გიხდით ყველას იმის გამო, რომ შვილის სწორად გაზრდა ვერ მოვახერხე”

“ბოდიშს გიხდით ყველას იმის გამო, რომ შვილის სწორად გაზრდა ვერ მოვახერხე”

ნინო ჩხეიძე 10 მარ 2021
დონალდ ტრამპმა ბაშარ ასადი გააფრთხილა, რომ იდლიბის პროვინციაზე თავდასხმა არ განახორციელოს

დონალდ ტრამპმა ბაშარ ასადი გააფრთხილა, რომ იდლიბის პროვინციაზე თავდასხმა არ განახორციელოს

04 სექ 2018
სირიაში აფეთქებას მინიმუმ 23 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში აფეთქებას მინიმუმ 23 ადამიანი ემსხვერპლა

08 იან 2018

უახლესი ამბები

  • თაკო ჩარკვიანი: ჩამოდის პრეზიდენტი სააკაშვილი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ე.ი. ღია ღალატი იყო

    თაკო ჩარკვიანი: ჩამოდის პრეზიდენტი სააკაშვილი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ე.ი. ღია ღალატი იყო

  • მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობები

    მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობები

  • “ძალიან პოლიტიკურია, ცვლილებებია საჭირო”, – მია გოთი “ოსკარების” შესახებ

    “ძალიან პოლიტიკურია, ცვლილებებია საჭირო”, – მია გოთი “ოსკარების” შესახებ

  • დღე ისტორიაში – 28 იანვარი

    დღე ისტორიაში – 28 იანვარი

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge