საიტი radiotavisupleba.ge ბლოგზე აქვეყნებს დრამატურგის, ლაშა ბუღაძის წერილს “თვითმადიდებლობიდან კოვზმადიდებლობამდე”, გთავაზობთ ამონარიდს:
“სულ სხვანაირად ვაპირებდი ამ ტექსტის დაწერას, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ერთ ჩემთვის უცნობ და თავისებურ ადამიანს ვესაუბრე ტელეფონით და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი საყოველთაო ჭეშმარიტებაში, რომ კრიზისი მრავალ პრობლემათა ერთდროულად თავმოყრას ნიშნავს და არავითარ შემთხვევაში – მხოლოდ ერთი პრობლემის არსებობას.
კრიზისი პრობლემურ გამოცდათა წინაშე აღმოჩენას გულისხმობს.
გამოცდა ტყუილად არ მიხსენებია, რადგან რაც ამ კაცმა მომიყვა, სწორედ იმ დილემას აღწერს, როცა ადამიანი მაინც და მაინც კრიზისის დროს აღმოჩნდება ხოლმე უმნიშვნელოვანესი არჩევანის წინაშე: ამ შემთხვევაში კი, ეკლესიური ადამიანი, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს – მოძღვარს დაუჯეროს და ყბადაღებული (ყბისდამღები) საერთო კოვზით ეზიაროს თუ სოციალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინოს?
ამ ადამიანის ნაამბობით გავაცნობიერე, რომ მას არა იმდენად რელიგიური წესის დაცვა, რამდენადაც უფრო სამრევლოსა და მოძღვრის მიმართ ერთგულების დამადასტურებელი გამოცდის ჩაბარება დაუსახავს შინაგან მიზნად: ის ტაძარში წასულა, ზიარებულა – როგორც თავად თქვა (და ეს ისე უქნია, როგორც წესი და რიგია) და შემდეგ, ობიექტურად დაძაბული და არცთუ მსუბუქად შეშინებული, სრულიად მარტო ჩაკეტილა სახლში – ოჯახის წევრებისგან განცალკევებით, რაკი ამის შესაძლებლობა ჰქონია. და ახლა თურმე მეორე კვირაა ასე ზის.”
ვრცლად იხილეთ აქ
კომენტარები