ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, მეუფე საბა ინწკირველის ინფორმაციით, ეპარქიაში მოღვაწე კიდევ ერთ ქართველ მღვდელს, სპირიდონ ნარსიას კორონავირუსი დაუდგინდა.
„სამწუხარო ინფორმაცია მინდა, გითხრათ იმ კუთხით, რომ მეორე სასულიერო პირი არის დაინფიცირებული ჩვენს ეპარქიაში, ნიუ იორკში, მამა სპირიდონ ნარსია, რომელსაც იცნობთ. მამა სპირიდონ ნარსიას აღმოაჩნდა კორონავირუსი. იცით, რომ ნიუ იორკი ეპიცენტრია. არ ვიცით, საიდან დაინფიცირდა, ვისთან ჰქონდა შეხება.
წინა შაბათ-კვირას მას მსახურება არ ჩაუტარებია და სახლის პირობებში გადის მკურნალობას. მინდა გთხოვოთ, რომ ილოცოთ მისთვის და მოიხსენიოთ ლოცვებში როგორც მამა იოსები, ასევე, მამა სპირიდონი“, – აცხადებს მეუფე საბა ინწკირველი.
მეუფე საბა მოუწოდებს მრევლს, სახლიდან ილოცონ, თავად კი მათთვის ტაძრიდან ილოცებს.
კომენტარები