England Lawn Tennis Club-მა უიმბლდონის ტურნირის ჩატარება არჩატარების საკითხზე, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო: კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის უიმბლდონის ტურნირი გაუქმებულია, ჩოგბურთელები და ჩოგბურთის მოყვარულები ბალახის საფარიანი დიდი სლემის ტურნირით 2021 წლამდე ვერ ისიამოვნებენ.
რამდენიმე დღის წინ, Eurosport-ი როჯერ ფედერერისა და სერენა უილიამსის შესახებ წერდა, რომ კორონავირუსისგან საჩოგბურთო სამყაროს უდიდესი ზიანი მიადგა, ვინაიდან ზემოთხსენებული 2 ლეგენდარული მოთამაშე კარიერის ბოლო ფაზაში არიან და მათ მიერ ჩატარებული თითოეული ტურნირი, ისევე როგორც გულშემატკივრებისათვის, ასევე ჩოგბურთის მოყვარულთათვის უდიდესი ზეიმის ტოლფასია – თუმცა ტურნირები განუსაზღვრელი ვადითაა გადადებული – ოფიციალურად 7 ივნისამდე ყველანაირი საჩოგბურთო ღონისძიება შეჩერებულია/გაუქმებულია, განახლდება თუ არა საჩოგბურთო შეჯიბრებები აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ჯერ უცნობია.
ახლა, როცა უიმბლდონის გაუქმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, როჯერ ფედერერი და სერენა უილიამსი საკითხს საკუთარ სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.
უიმბლდონის 8 გზის ჩემპიონი, შვეიცარიელი მაესტრო, როჯერ ფედერერი წერს, რომ მიღებული გადაწყვეტილებით განადგურებულია, ხოლო სერენა უილიამსმა დაწერა, რომ მიღებული გადაწყვეტილება მისთვის შოკისმომგვრელი იყო.
კომენტარები