NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ეროვნული ბანკი: იზოლაციაში მყოფ 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ეროვნული ბანკი: იზოლაციაში მყოფ 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

02 აპრ 2020 საზოგადოება 280 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეროვნული ბანკის განცხადებით, ჩატარებული კვლევების შედეგად, კორონავირუსი იზოლაციაში მყოფ 7 თანამშრომელს დაუდასტურდა.

„ერთი კვირის წინ ეროვნული ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონა ვირუსის (COVID-19) დამახასიათებელი სიმპტომები. სიმპტომების გამოვლენისთანავე, ეცნობათ შესაბამის სამსახურებს. ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო კონკრეტული თანამშრომლისა და მასთან უშუალო შემხებლობაში მყოფ თანამშრომელთა თვითიზოლაციაში გადასვლა, ხოლო იმ სამუშაო გარემოს, სადაც მას უწევდა დღის განმავლობაში საქმიანობა, დეზინფექცია ჩაუტარდა.

ჩატარებული კვლევების შედეგად, ვირუსი დაუდასტურდა იზოლაციაში მყოფ 7 თანამშრომელს. ამჟამად ისინი გადაყვანილი არიან შესაბამის სტაციონარში და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, გადიან სამკურნალო პროცედურებს და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ამჟამად მიმდინარეობს გაფართოებული ეპიდემიოლოგიური კვლევა შესაძლო ყველა შესაძლო კონტაქტების დადგენის მიზნით.

პირები, რომლებსაც დაუდასტურდა ვირუსი, ერთი სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლები არიან. ისინი სრულიად დისტანცირებული იყვნენ და ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ შემხებლობა არ ჰქონიათ ბანკის სხვა თანამშრომლებთან“,-აღნიშნულია განცხადებაში.

„იმისათვის, რომ ქვეყნისათვის ამ ურთულეს პერიოდში გამართულად ფუნქციონირებდეს საფინანსო სექტორი, შეუფერხებლად მუშაობდეს კრიტიკული სისტემები და ფულის ნიშნებით უწყვეტად მარაგდებოდეს ეკონომიკა, ეროვნული ბანკის თანამშრომლებს, ისევე როგორც სხვა არაერთი პროფესიის წარმომადგენლებს, ექსტრემალურ პირობებში უწევთ საკუთარი მოვალეობების შესრულება.

ეროვნული ბანკი აგრძელებს, ქვეყნისათვის კრიტიკული სერვისების შეუფერხებლად მიწოდებას. როგორც ადრე განვაცხადეთ, 16 მარტიდან ეროვნული ბანკი ლარის ბანკნოტებისა და მონეტებთან მიმართებაში საკარანტინო ზომებს ახორციელებს. კერძოდ, მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში თავსდება, ინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას როგორც მინიმუმ 14 დღის განმავლობაში და მათი გაცემა მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ხდება.

გისურვებთ ჯანმრთელობას და სიმშვიდეს. ერთობლივი ქმედებებით, პროფესიონალთა რეკომენდაციების დაცვით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას. #დარჩიშინ”,-ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

TOP ეროვნული ბანკი კორონავირუსი ლარი 2020-04-02
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ეროვნული ბანკი კორონავირუსი ლარი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მათ ვისაც ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადთან მიმართებაში სახელმწიფო სუბსიდიის გამოყენების სურვილი არ აქვთ, შეთავაზებაზე უარის თქმა შეუძლიათ

შემდეგი სტატია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა 130-მდე გაიზარდა

მსგავსი სტატიები

“… მაგრამ სად თელავი და სად პრეზიდენტის ინაუგურაცია?”

“… მაგრამ სად თელავი და სად პრეზიდენტის ინაუგურაცია?”

06 დეკ 2018
მეუფე პეტრე – პატრიარქმა სინოდის სხდომაზე “ციანიდის საქმის” განხილვაზე თავი შეიკავა

მეუფე პეტრე – პატრიარქმა სინოდის სხდომაზე “ციანიდის საქმის” განხილვაზე თავი შეიკავა

27 დეკ 2018
მუცოს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 20-მდე ციხე-კოშკი აღადგინეს (ვიდეო)

მუცოს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 20-მდე ციხე-კოშკი აღადგინეს (ვიდეო)

10 მაი 2018

უახლესი ამბები

  • იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

    იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

  • „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

    „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

  • სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

    სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

  • ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

    ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

  • შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

    შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

  • შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება

    შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება

  • ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

    ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

  • ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარის სადავო მონაკვეთზე, ჩინელ და ინდოელ ჯარისკაცებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა

    ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარის სადავო მონაკვეთზე, ჩინელ და ინდოელ ჯარისკაცებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა

  • NDI: გამოკითხულთა 59% საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

    NDI: გამოკითხულთა 59% საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge