NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ჩვენმა მედიცინამ დაამტკიცა, რომ ძალიან ღირსეულად ასრულებენ თავიანთ საქმეს – აფხაზებიც თუ მიხვდებიან, რომ სჯობს ენდონ ქართულ მედიცინას, ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება

ჩვენმა მედიცინამ დაამტკიცა, რომ ძალიან ღირსეულად ასრულებენ თავიანთ საქმეს – აფხაზებიც თუ მიხვდებიან, რომ სჯობს ენდონ ქართულ მედიცინას, ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება

30 მარ 2020 პოლიტიკა 449 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თუ ეთნიკური აფხაზი არ აღიარებს საქართველოს მოქალაქეობას და არ უნდა, რომ დანარჩენ საქართველოში იმკურნალოს, აფხაზეთში პრობლემები შეექმნებათ, რადგან მათ გაუჭირდებათ ასეთ ადამიანს უმკურნალონ იმიტომ, რომ შესაბამისი პერსონალი, მომსახურება და წამლები ალბათ არ აქვთ, – ამის შესახებ კონფლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ოკუპირებული აფხაზეთიდან პაციენტების გადმოყვანა.

„ვიდრე მოქალაქე თანახმაა, რომ იმკურნალოს დანარჩენ საქართველოში, იქნება ეს ზუგდიდი თუ სხვა ადგილი, ეს შეიძლება მოგვარდეს სწორედ ამ ფორმებით, რა ფორმითაც გადმოიყვანეს უკვე ერთი ქალბატონი. გამოიძახონ სასწრაფო, სასწრაფო დახვდება გამშვებ პუნქტთან და გადმოიყვანენ პაციენტს. ეს არის ყველაზე ეფექტური და მისაღები ფორმა. ესენი ჩვენი მოქალაქეები არიან, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას რომ ვამბობთ, ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვები ხომ არ არის? ეს არის მოქმედება და ჩვენ მუდმივად ამის რეალიზება უნდა მოვახდინოთ, როცა ამის საშუალება გვაქვს. დენს ვაწვდით ბოლოს და ბოლოს და მილიონებს ვხარჯავთ, რომ ჩვენი მოსახლეობა იქ სიბნელეში არ იყოს და ჩვენ ვიხდით ამის ფულს. ანუ ისეთ რაღაცებსაც ვაკეთებთ, რაც მნიშვნელოვნად უფრო ძვირი უჯდება ქვეყანას, მაგრამ ეს არის ის, რასაც ჰქვია ტერიტორიული მთლიანობის რეალიზაცია. მით უმეტეს, როცა ეს ყველაფერი ადამიანის ცხოვრებას ეხება, არც კი უნდა დავფიქრდეთ ისე უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯები“, – აცხადებს ზაქარეიშვილი.

მისივე განცხადებით, აფხაზური მხარის ინტერესებში არ არის ადამიანი დაეღუპოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ მოახერხეს მისი მკურნალობა.

„არ გამოვრიცხავ აფხაზეთის მხრიდან იყოს ხელისშემშლელი ფაქტორები, თუმცა მათ ინტერესებში არ არის ადამიანი დაეღუპოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ მოახერხეს მისი მკურნალობა. ურჩევნიათ პასუხისმგებლობა მოიცილონ თავიდან. თუ რუსეთს არ მიჰყავს თავისთან აფხაზეთის ტერიტორიაზე დაავადებული ადამიანი, ერთადერთი რჩებათ დანარჩენ საქართველოში უმკურნალონ ან გარანტირებული ჰქონდეთ, რომ თვითონ შეძლებენ მკურნალობას. თუ ვინმე დაეღუპებათ, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა და მათ ურჩევნიათ პასუხისმგებლობა მოიცილონ თავიდან. ამაში გარკვეულწილად პოლიტიკაც შეიძლება იყოს ჩადებული. ჩვენმა მედიცინამ დაამტკიცა, რომ ძალიან ღირსეულად, პრინციპულად და ეფექტურად ასრულებენ თავიანთ საქმეს და ძალიან კარგია, რომ ხელისუფლებაც უჯერებს მათ და აფხაზებიც თუ მიხვდებიან, რომ სჯობს ენდონ ქართულ მედიცინას, ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება. მაგრამ თუ აქ ჩაერთვება პოლიტიკა და დაიწყებენ, რომ არა ჩვენ ვუმკურნალებთო, ამით გამოიწვევენ უკმაყოფილებას აფხაზურ საზოგადოებაში“, – განაცხადა ზაქაიშვილმა.

ცნობისთვის, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან, კერძოდ გალიდან, 50 წლის ქალი მოათავსეს. საავადმყოფოში ამბობენ, რომ მას კორონავირუსის სიმპტომები, ცხელება და ხველა აღენიშნება. პაციენტის პასუხები სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი.

კომენტარები

2020-03-30
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოში მომდევნო დღეებში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

შემდეგი სტატია

ცესკო განცხადებას ავრცელებს საქართველოს ამომრჩეველთა მონაცემების ჰაკერულ საიტზე განთავსების შესახებ ინფორმაციაზე

მსგავსი სტატიები

„ინფრასტრუქტურის მინისტრმა თქვა, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არის“

17 ივლ 2018
სავარაუდო კიბერთავდასხმა ონლაინგამოცემებზე – “Presa.ge”-ს რედაქტორის თქმით, ვებგვერდები კრიტიკული მასალების გამოქვეყნების გამო დაბლოკეს

სავარაუდო კიბერთავდასხმა ონლაინგამოცემებზე – “Presa.ge”-ს რედაქტორის თქმით, ვებგვერდები კრიტიკული მასალების გამოქვეყნების გამო დაბლოკეს

სოსო ელისაშვილი 05 აპრ 2019
როდესაც მეუბნებიან, რომ ევროკავშირი ოცნებაა, მე ვპასუხობ, რომ ევროპის ისტორია რეალობად ქცეული ოცნებებია

როდესაც მეუბნებიან, რომ ევროკავშირი ოცნებაა, მე ვპასუხობ, რომ ევროპის ისტორია რეალობად ქცეული ოცნებებია

ირაკლი შალიკაშვილი 29 აგვ 2019

უახლესი ამბები

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას – იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს მკაფიო განცხადებას

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას – იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს მკაფიო განცხადებას

  • მამუკა ხაზარაძე: კონკურენტი პარტიები ვსხედვართ იქ და ვართ გაერთიანებული გაყალბებული არჩევნების გარშემო

    მამუკა ხაზარაძე: კონკურენტი პარტიები ვსხედვართ იქ და ვართ გაერთიანებული გაყალბებული არჩევნების გარშემო

  • თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

    თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

  • იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

    იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

  • „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

    „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

  • სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

    სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

  • ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

    ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

  • შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

    შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

  • შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება

    შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება

  • ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

    ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge