ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის, გერმანიის ჰესენის რეგიონის ფინანსთა მინისტრმა თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსის გამო მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე ინერვიულა – წერს thenational.ae.
54 წლის თომას შაფერის ცხედრის დათვალიერებისა და გამოძიების შემდეგ, პროკურორმა დაადასტურა რომ მინისტრმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გერმანიაში, დაახლოებით 58 ათასი ადამიანია დაავადებული ახალი კორონავირუსით და აქედან 500-ზე ნაკლები გარდაცვლილი.
“შოკში ვართ მომხდარით” – ასე შეაფასეს გერმანიის ფინანასთა მინისტრის თვითმკვლელობა სახელმწიფო ლიდერებმა.
კომენტარები