საფრანგეთი იტალიის გვერდით დგას, -ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა იტალიურ გამოცემებთან ინტერვიუში განაცხადა.
„ბევრს საუბრობენ ჩინეთის და რუსეთის დახმარებაზე, იმას რატომ არ ამბობენ, რომ საფრანგეთმა და გერმანიამ იტალიას 2 მილიონი ნიღაბი და ათობით ათასი ხალათი გაუგზავნა? ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ეს დასაწყისია და ჩვენ არ უნდა მოვიწამლოთ იმით, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მეტოქეები ამბობენ“,-აღნიშნა მაკრონმა.
„ევროპამ თავი ამაყად და ძლიერად უნდა იგრძნოს, იმიტომ რომ ეს ასეცაა. თუ ჩვენ ჩვენს სოლიდარობას ვერ გამოვხატავთ ახლა, იტალია, ესპანეთი გვეტყვიან: სად იყავით მაშინ, როცა ჩვენ ფრონტის ხაზზე ვიდექით? მე არ მინდა ასეთი ეგოისტი და დაყოფილი ევროპა“,-აღნიშნა მაკრონმა.
კომენტარები