NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»სლოვაკურ-ქართულმა კომპანია „ჯინო ჰოლდინგმა“ COVID -19თან საბრძოლველად 200 000 ლარი გამოყო

სლოვაკურ-ქართულმა კომპანია „ჯინო ჰოლდინგმა“ COVID -19თან საბრძოლველად 200 000 ლარი გამოყო

28 მარ 2020 ბიზნესი, საინტერესო 961 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სლოვაკურ-ქართულმა კომპანია ჯინო ჰოლდინგმა COVID -19-თან საბრძოლველად 200 000 ლარი გამოყო. ჰოლდინგი ამიერკავკასიაში ყველაზე დიდ აკვაპარკს, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მრავალფეროვან სპა და ველნეს ცენტრს, ველნეს-სასტუმროებს მცხეთასა და რაბათში და რამდენიმე დეველოპერულ პროექტს აერთიანებს.

Pia.ge ჯინო ფერედაისის აღმასრულებელ დირექტორს რუსუდან ჯიქიას დაუკავშირდა. მისი თქმით 200 000 ლარი ასე გადანაწილდა: 150 000 StopCov ფონდში ჩაირიცხა, ხოლო 50 000 ჯინო ჰოლდინგის თანამშრომლებს ერგოთ.

„ჩვენი კომპანიის დამფუძნებელი ეროვნებით ქართველი, სლოვაკეთის მოქალაქე და საქართველოს საპატიო კონსული სლოვაკეთში ნოდარ გიორგაძეა. ბატონი ნოდარის გადაწყვეტილებით ეს სოლიდური თანხა ორ ნაწილად გაიყო და კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება.“ – განაცხადა რუსუდან ჯიქიამ.

მისივე თქმით, ამ რთულ ვითარებაში ინვესტორის გადაწყვეტილება, არა მხოლოდ გულისხმიერი საქციელი იყო, არამედ მხნეობის და სიმტკიცის შემძენი თითოეული თანამშრომლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს „ჯინო-ფერედაისი“ ვერ ფუნქციონირებს, ჰოლდინგმა შეინარჩუნა ყველა, ჯამში 200-ზე მეტი თანამშრომელი და დამატებით დახმარების სახით ფინანსები გამოყო.

„ბიზნესმა უნდა მოახერხოს და მოერგოს ახალ რეალობას, ბაზარზე სტაგნაციის პერიოდის აქტიურ გამოყენებას ვაპირებთ. ამ წუთებშიც, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით ჩვენთან ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. მენეჯმენტი აქტიურად ემზადება გახსნისთვის – არცერთი საინვესტიციო პროექტი არ გაუქმებულა – ჰოლდინგის სამშენებლო სამუშაოებში 100-ზე მეტი ადამიანია ჩართული, ვმუშაობთ მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესებაზე. ჯინო ფერედაისის, ისევე როგორც მთლიანად ჰოლდინგის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მზრუნველობაა. სწორედ მზრუნველობის ცალსახა მტკიცებაა ინვესტორის აქტიური ჩართულობა კორონას წინააღმდეგ ბრძოლაში და მთლიანად გუნდი ამ პრინციპზე დაყრდნობით აგრძელებს მუშაობას დისტანციურ რეჟიმში თავისთავად, ცხადია. ამ დისტანციის ფონზე, როცა ერთმანეთს მხოლოდ ციფრულ სამყაროში ვეკონტაქტებით – ერთიანობა როგორც არასდროს, ისეა მნიშვნელოვანი და ამ ერთიანობას – სიმტკიცით მხნეობით და ახალი გამოწვევებისთვის მზაობით თუ გამოვხატავთ.

შეკითხვაზე სურს თუ არა რამე მოუწოდოს ჯინო-ფერედაისის მომხმარებლებს დღეს, ამ ვითარებაში რუსუდან ჯიქია გვპასუხობს: „ჩვენ ვემზადებით თქვენთან შესახვედრად, მანამდე კი თქვენ დარჩით სახლში.“

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი წინააღმდეგ საბრძლოველად უამრავმა კომპანიამ სოლიდური თანხები გამოყო ეს კომპანიებია:

  • თიბისი ბანკი- 5,000,000₾
  • MagtiCom – მაგთიკომი – 3,000,000 ₾
  • ORBI GROUP – 1,000,000 ₾
  • Silknet – სილქნეტი – 1,000,000 ₾
  • სათამაშო ბიზნესი(6) – 1,000,000 ₾
  • მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი 300,000₾
  • მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე -100,000₾
  • ანაგი დეველოპმენტი • Anagi Development – 300,000 ₾
  • Dirsi / დირსი – 200,000 ₾
  • Tegeta Motors – თეგეტა მოტორსი – 200,000 ₾
  • Basisbank – ბაზისბანკი – 100,000 ₾
  • Hualing Group – 100,000 ₾
  • Philip Morris Georgia – 100,000 ₾
  • m2 – 100,000 ₾
  • Rustavi Azot რუსთავის აზოტი – 100,000 ₾
  • Askaneli Brothers · ასკანელი ძმები – 100,000 ₾
  • მამუკა ხაზარაძე (ლელო) -100,000₾
  • ფეხბურთის ფედერაცია -100,000₾
  • “ყვარლის სარდაფი” -100,000₾
  • თამ მენეჯმენტი (ვაჟა თორდია) – 75,000 ₾
  • მაგნიტი • Magniti – 50,000 ₾
  • Sarajishvili – 50,000 ₾
  • არქი – Archi – 50,000 ₾
  • Gulf გალფი – 45,000₾
  • მაღაზიათა ქსელი “ზღაპარი” – 30.000₾
  • ქოვორქინგი Terminal • ტერმინალი – 30 000₾
  • ავიაკომპანია Airline Geo Sky -20,000₾

კომენტარები

TOP კორონავირუსი ლარი პანდემია 2020-03-28
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP კორონავირუსი ლარი პანდემია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ევროპის ყველაზე დიდი შეცდომა” – რა იცის ჩინეთმა კორონავირუსის შესახებ

შემდეგი სტატია

გიგი წერეთელი: დღეს, #კორონავირუსთან დაკავშირებით კარგი ამბავი ის არის, რომ …

მსგავსი სტატიები

What Does Correspondence Mean in Math? <p></p>

22 მარ 2020
პატარა ტედი, რომელიც მსოფლიოს ულამაზეს ადგილებში მოგზაურობს

პატარა ტედი, რომელიც მსოფლიოს ულამაზეს ადგილებში მოგზაურობს

23 თებ 2018

The Various Sorts of Reactions in Chemistry

09 აპრ 2020

უახლესი ამბები

  • თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

    თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

  • იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

    იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

  • „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

    „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

  • სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

    სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

  • ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

    ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

  • შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

    შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

  • შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება

    შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება

  • ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

    ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

  • ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარის სადავო მონაკვეთზე, ჩინელ და ინდოელ ჯარისკაცებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა

    ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარის სადავო მონაკვეთზე, ჩინელ და ინდოელ ჯარისკაცებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა

  • NDI: გამოკითხულთა 59% საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

    NDI: გამოკითხულთა 59% საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge