NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»მიხეილ სააკაშვილი: ყველამ ერთად მივხედოთ ჩვენს ხალხს

მიხეილ სააკაშვილი: ყველამ ერთად მივხედოთ ჩვენს ხალხს

27 მარ 2020 საზოგადოება 769 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას, მათთან მჭიდრო კოორდინაციით, საქართველოს მოქალაქეების გერმანიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან ავიარეისებით, ხოლო საბერძნეთიდან და თურქეთიდან ავტობუსებით ქვეყანაში დაბრუნებას სთავაზობს.

სააკაშვილის განცხადებით, კომპანიები მზად არიან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში უსასყიდლოდ ჩამოიყვანონ.

„ბოლო პერიოდში მივიღე არაერთი შეტყობინება ქართველი ემიგრანტებისგან, რომლებიც გაჭედილები არიან ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. მათ არ აქვთ ფული, დოკუმენტები, სამედიცინო დაზღვევა და სასოწარკვეთილები არიან. მათ არ აქვთ ფული რომ იმ მცირერიცხოვან ფრენებზე აიღონ ბილეთები, რომლებიც დანიშნულია.

ამიტომ, მე ჩემი მეგობრების დახმარებით მოვიძიე რესურსები და ვიპოვე ავიაკომპანიები, რომლებიც უახლოეს დღეებში გერმანიიდან, იტალიიდან ესპანეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან შეძლებენ 1000 ადამიანის ჩამოყვანას. ასევე, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ავტობუსით ჩამოვიყვანოთ რამდენიმე ათასი ადამიანი საბერძნეთიდან და თურქეთიდან, თუ რა თქმა უნდა, მთავრობის მხრიდან იქნება თანამშრომლობა. ჩვენ გვჭირდება საქართველოს მთავრობისგან თანხმობა, რომ შემოუშვას უკრაინული ავიაკომპანია “სკაიაპი”, რომელიც მზადაა უსასყიდლოდ ჩამოიყვანოს ქართველები სამშობლოში. ეს ხალხი, რა თქმა უნდა, უნდა მოთავსდეს კარანტინში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტი ხელისუფლებას დამატებით საკარანტინო ზონებსაც სთავაზობს. მისი თქმით, დროებით პოლიტიკა უნდა გადავდოთ და „ყველამ ერთად მივხედოთ ჩვენს ხალხს.“

„მე უკვე ვესაუბრე საქართველოში ბიზნესმენებს, მათ შორის თორნიკე კოპეიშვილს, რომელმაც თავისი 2 სასტუმრო გადმოგვცა კარანტინისთვის. მე გთავაზობთ ჩემს სახლს ყვარელში და ასევე სანდრა თავის ცენტრს. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ, რომ ეს ხალხი ჩამოვიყვანოთ, მოვათავსოთ კარანტინში და არ შევქმნათ არანაირი პრობლემა.

მე ვნახე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ ეს შეთავაზება არის კერძო პირის, იყოს კერძო პირის, თქვენ ეს უნდა გაიზიაროთ რადგან არც ერთი კაპიკი არ გიჯდებათ. პოლიტიკა გადავდოთ და ყველამ ერთად მივხედოთ ჩვენს ხალხს” , – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილის კომენტარს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კორონავირუსი მიხეილ სააკაშვილი სანდრა რულოვსი 2020-03-27
ნინო ჩხეიძე
Tags კორონავირუსი მიხეილ სააკაშვილი სანდრა რულოვსი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პაპი ფრანცისკე წმ. პეტრეს ცარიელ მოედანზე დგას და ქალაქსა და ქვეყნიერებას მიმართავს

შემდეგი სტატია

ბილ გეითსი: რას გვასწავლის Covid-19 რეალურად

მსგავსი სტატიები

NDI დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს გამოაქვეყნებს

NDI დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს გამოაქვეყნებს

16 იან 2018
ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად პროკურატურასთან პირველი ლედი მივიდა

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად პროკურატურასთან პირველი ლედი მივიდა

31 მაი 2018

ფეხბურთის ფედერაციასთან რამდენიმე პირი დააკავეს

31 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

  • პლებისციტის საკითხი არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

    პლებისციტის საკითხი არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge