NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»Samsung Galaxy-ს უახლესი სმარტფონები ონლაინ იყიდება

Samsung Galaxy-ს უახლესი სმარტფონები ონლაინ იყიდება

26 მარ 2020 საინტერესო 766 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

13 მარტიდან Samsung-ის ახალი, ყველაზე სახელოვანი S სერიის სმარტფონები Galaxy S20, S20+ და ყველაზე განსაკუთრებული Galaxy S20 Ultra ოფიციალურად უკვე იყიდება. ასევე, იყიდება, თუმცა შეზღუდული რაოდენობით, სამსუნგის ინოვაციური დრეკადი ეკრანით აღჭურვილი დასაკეცი სმარტფონი Galaxy Z Flip.

მომხმარებელმა 2020-ის პირველივე კვარტალიდან დაინახა სმარტფონების ინდუსტრიის ფავორიტები. Galaxy S20 Ultra წარმოგვიდგენს ყველაფერს, რისი შემოთავაზებაც წელს Samsung-ს შეუძლია. სმარტფონში წარმოდგენილია ყველა ის გადაწყვეტილება, რითაც სამსუნგი ამაყობს: ინდუსტრიაში საუკეთესო 6.9-ინჩიანი 120-ჰერციანი დინამიკური AMOLED ეკრანი, გიგანტური ზომის 5,000 mAh ელემენტი და 108 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, რომელსაც 8K ფორმატში შეუძლია ვიდეოს გადაღება, ან თქვენი სმარტფონის ჩვეულებრივ ტელესკოპად ქცევა Space Zoom ფუნქციის დახმარებით, რომელიც საშუალებას გაძლევთ, 100-ჯერ მოაახლოოთ გამოსახულება. ეს მოდელი ნამდვილი მაქსიმალისტებისთვის არის შექმნილი. ცალკე სასაუბრო თემაა ულტრას უმცროსი მოდელები. აქ კომპანიამ აქცენტი შედარებით პატარა ზომის ეკრანებზე გააკეთა.

ყველა სმარტფონს აქვს საკმაოდ მძლავრი მახასიათებლები, როგორიცაა ეკრანის განახლების 120 ჰერციანი მაჩვენებელი, მრავალკამერიანი სეთაფი, ახალი Exynos 990-ის პროცესორი, რაც Samsung-ის პროგრამულ ოპტიმიზაციასთან ერთად მათ მსოფლიოში უსწრაფეს მოწყობილობებად აქცევს. პარალელურ რეჟიმში, Galaxy Fold-ის მერე Samsung-მა უკვე ახლახან წარმოადგინა Galaxy Z Flip, რომელიც თამამად შეგვიძლია მოვნათლოთ დასაკეცი სმარტფონების მეორე თაობის ღირსეულ წარმომადგენლად. მას აქვს განსხვავებული, მეტად საინტერესო ფორმ-ფაქტურა და ყველაფერთან ერთად ფლაგმანური მახასიათებლები. სმარტფონმა ნამდვილი ჰაიპი გამოიწვია მომხმარებლებში.

Galaxy-ის ახალი ხაზის სმარტფონების შეძენა, არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეუძლია ონლაინ, სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიების ვებგვერდებზე. აქვე გვინდა შეგახსენოთ რომ, სმარტფონების შეძენა რეკომენდებულია მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით. ჰოლოგრამიან სმარტფონს აქვს ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვისცენტრის მომსახურება. მოქმედებს ეკრანის უსაზღვრო გარანტია, რომელიც საშუალებას მოგცემთ, უფასოდ შეცვალოთ დაზიანებული ეკრანი სამსუნგის ოფიციალურ სერვისცენტრში. ასევე, სმარტფონის დაზიანების შემთხვევაში თქვენ მოგემსახურებიან მხოლოდ სერტიფიცირებული ტექნიკოსები და მწყობრიდან გამოსული ნაწილები ჩანაცვლდება მხოლოდ ორიგინალი ნაწილებით.

ოფიციალურ მოწყობილობებზე თქვენ გექნებათ წვდომა ყველა ოფიციალურ პროგრამულ უზრუნველყოფასა და აპლიკაციაზე. ასე რომ, Samsung-ი მოგიწოდებთ, შეიძინოთ სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით. დაიმახსოვრე, ჰოლოგრამა გიცავს!

კომენტარები

TOP 2020-03-26
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ასეთი სუსტი საბანკო ხელისუფლება და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ არ გვყოლია”

შემდეგი სტატია

რთული სცენარებისთვის ვემზადებით, მაგრამ ვართ მოტივირებული და იმედიანი, რომ ამ ვირუსს დავამარცხებთ

მსგავსი სტატიები

ირაკლი შალიკაშვილი 10 ოქტ 2019
24 გარდაცვლილი, 549 ახალი შემთხვევა – კორონავირუსის სტატისტიკა განახლდა

24 გარდაცვლილი, 549 ახალი შემთხვევა – კორონავირუსის სტატისტიკა განახლდა

ირაკლი შალიკაშვილი 10 მაი 2021
უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე და მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს

უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე და მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს

ირაკლი შალიკაშვილი 10 სექ 2019

უახლესი ამბები

  • ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

    ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

  • ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

    ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

  • უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

    უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

  • 3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

    3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

  • პრეზიდენტი: გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის

    პრეზიდენტი: გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის

  • ზურაბ ჯაფარიძე: უზურპატორები გვაზიან თავზე და უნდა იყოს მზაობა, რომ ამ უზურპატორს დავუპირისპირდეთ

    ზურაბ ჯაფარიძე: უზურპატორები გვაზიან თავზე და უნდა იყოს მზაობა, რომ ამ უზურპატორს დავუპირისპირდეთ

  • ალერგიები, რომლებიც 21 აგვისტომდე ვრცელდება – ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს აფრთხილებს

    ალერგიები, რომლებიც 21 აგვისტომდე ვრცელდება – ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს აფრთხილებს

  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ანტონიო გუტერეშმა ლვოვში შეხვედრა გამართეს

    ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ანტონიო გუტერეშმა ლვოვში შეხვედრა გამართეს

  • მედია: ონლაინ-აუქციონზე ნაყიდ ჩემოდნებში ორი მცირეწლოვანი ბავშვის ნეშტი აღმოჩნდა

    მედია: ონლაინ-აუქციონზე ნაყიდ ჩემოდნებში ორი მცირეწლოვანი ბავშვის ნეშტი აღმოჩნდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge