NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»თავდაცვის სამინისტრო 5 სამხედროს საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო 5 სამხედროს საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

26 მარ 2020 საზოგადოება 899 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თავდაცვის სამინისტრო ვაზიანიდან 5 სამხედროს მოსამსახურის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.

News.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ვაზიანიდან 5 სამხედრო მოსამსახურის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ, რომელიც სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი გახდა. ამასთან დაკავშირებით გვინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში, პანდემიის პირობებში თავდაცვის ძალები, ვირუსის მოსახლეობაში გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს, როგორც ჯარში ასევე ზოგადად საზოგადოებაში. ჯარში, სპეციალური ჯგუფების მიერ აქტიურად ხორციელდება ცალკეული სადეზინფექციო სამუშაოები და სამხედრო პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი შემოწმება-მონიტორინგი. მნიშვნელოვანია, რომ ცალკეულმა ადამიანებმა, მედიამ თუ პროფესიულმა ჯგუფებმა ეს პროცესი, ან ამ პროცესში მიმდინარე რაიმე სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიება არ შეაფასონ, როგორც ვირუსის გავრცელების დადასტურებული შემთხვევა და დაელოდონ როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებას, ასევე მკაფიო სამედიცინო დასკვნებს. ამბის ნაადრევი და დაუდასტურებელი გავრცელება ხელს უშლის ვირუსთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული ემოციური ფონის ნორმალიზებას და ცალკეული უწყებების ეფექტურ საქმიანობას.

დღეიდან სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი. ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ექნება ვირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები გადაყვანილი იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მათ ჩაუტარდებათ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰოსპიტალის მომზადებისა და კორონავირუსის ინფექციის კონტროლის დონე უმაღლესი კატეგორიით შეაფასა”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

TOP ვაზიანი თავდაცვის სამინისტრო კორონავირუსი პანდემია 2020-03-26
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ვაზიანი თავდაცვის სამინისტრო კორონავირუსი პანდემია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“აჩვენეს მსოფლიოს, თუ რამდენად არიან დამოკიდებულები ისინი ჩინეთზე”

შემდეგი სტატია

#StopCov ფონდში „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ 300 000 ლარი გადარიცხა

მსგავსი სტატიები

„აღდგომას ვულოცავ ჩვენს იმ თანამოქალაქეებს და ყველას, ვინც დღეს აღნიშნავს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს“

„აღდგომას ვულოცავ ჩვენს იმ თანამოქალაქეებს და ყველას, ვინც დღეს აღნიშნავს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს“

01 აპრ 2018
გია ხუხაშვილი:  საზოგადოება გამოდის წინა ხაზზე, როცა პოლიტიკური ელიტა გაკოტრებულია

გია ხუხაშვილი: საზოგადოება გამოდის წინა ხაზზე, როცა პოლიტიკური ელიტა გაკოტრებულია

14 მაი 2018
foxnews.com – ინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან

foxnews.com – ინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან

ნინო ჩხეიძე 07 აპრ 2020

უახლესი ამბები

  • ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

    ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

  • ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

    ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

  • აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

    აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

  • “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

    “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

  • ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

    ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

  • “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

    “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

  • ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

    ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

  • ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

    ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

  • ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, გადატვირთვის ერთადერთი გზა კი რიგგარეშე არჩევნებია

    ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, გადატვირთვის ერთადერთი გზა კი რიგგარეშე არჩევნებია

  • ახლა ჩაატარეთ ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანის სპეცოპერაცია!

    ახლა ჩაატარეთ ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანის სპეცოპერაცია!

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge