NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მთელ მსოფლიოში ხდება ეროვნული ვალუტების დევალვაცია და ლარი ვერ იქნებოდა გამონაკლისი, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიმყოფებით იზოლირებულ კუნძულზე

მთელ მსოფლიოში ხდება ეროვნული ვალუტების დევალვაცია და ლარი ვერ იქნებოდა გამონაკლისი, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიმყოფებით იზოლირებულ კუნძულზე

24 მარ 2020 პოლიტიკა 801 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ლარის კურსი ეს არის საჭირბოროტო საკითხი. რა თქმა უნდა, მე მესმის ადამიანების და კომპანიების წუხილი ამასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ლარის გაუფასურების კომენტირებისას განუცხადა.

მინისტრი ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო ინფლაციის ზრდას არ მოელის და განმარტავს, რომ ეკონომიკური განვითარება შენელდა და აქედან გამომდინარე ინფლაციის ზრდის მაკროეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. მისივე თქმით, „ნეგატიური მოლოდინები განეიტრალდება და ამ პრობლემასაც ყველანი ერთად გადავლახავთ, როგორც ეს არაერთხელ ყოფილა“.

„კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არის ისეთი ობიექტური გარემოებები, რომლებიც არაა ჩვენი კონტროლის ქვეშ. მთელს მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს რეგიონში ხდება ეროვნული ვალუტების დევალვაცია და რა თქმა უნდა, ლარი ვერ იქნებოდა გამონაკლისი, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიმყოფებით იზოლირებულ კუნძულზე, ჩვენ ვართ გლობალური მსოფლიოს ნაწილი, მაგრამ რაც ექვემდებარება ჩვენი ხელისუფლების კონტროლს და ჩვენ ამას ვაკეთებთ კიდევაც, ესაა ლარის დევალვაციის გავლენის შემსუბუქება სხვადასხვა კატეგორიისთვის. პირველი რაც გავაკეთეთ, ავარჩიეთ 9 სამომხმარებლო პროდუქტი, რომლებზეც ლარის გაუფასურების მიუხედავად ფასები არ შეიცვლება. ასევე, ეროვნული ბანკიცაა ჩართული, რომ შეამციროს დევალვაციის ტემპი, რადგან ამის მთლიანად არიდება ამ დღეებში შეუძლებელია. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ დროისთვის რაცაა ლარის კურსი დაფიქსირებული, ესაა უფრო მეტად მოლოდინების ეფექტი და როგორც ადრეც ხდებოდა-გარკვეულ პიკზე ავიდა და შემდეგ დასტაბილურდა, იგივეს ველოდებით.

ჩვენ ძალიან ზომიერ სტრატეგიას ვახორციელებთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენმა ეკონომიკამ თუნდაც ნელ ტემპში, მაგრამ განაგრძოს განვითარება და მზად იყოს, რომ როდესაც ეს გამოწვევა დასრულდება, ჩვეული მაღალი ტემპით ამოქმედდეს“,-აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

ცნობისთვის, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4494 ლარი გახდა.

კომენტარები

2020-03-24
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მოვუწოდებ იმპორტიორებს, ნეგატიური მოლოდინების შექმნაში თავის შენატანს ნუ გააკეთებენ

შემდეგი სტატია

მეუფე ზენონი:…დღეს ეს სიყვარული ჩვენს სოციალურ პასუხიმსგებლობაში გამოიხატება

მსგავსი სტატიები

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები – მიქაუტაძე კანდიდატად დარეგისტრირებას არ გამორიცხავს

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები – მიქაუტაძე კანდიდატად დარეგისტრირებას არ გამორიცხავს

სოსო ელისაშვილი 06 მაი 2019
საქართველოს პრეზიდენტი ბრიტანეთის სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ბრიტანეთის სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულებს შეხვდა

ირაკლი შალიკაშვილი 23 მაი 2019
ჩვენი ოფისი 9-ბალიან მიწისძვრას უძლებს, მთელი პოლიტიკური კლასი ამ ოფისში იქნება

ჩვენი ოფისი 9-ბალიან მიწისძვრას უძლებს, მთელი პოლიტიკური კლასი ამ ოფისში იქნება

ირაკლი შალიკაშვილი 17 თებ 2021

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge