NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»მეუფე ზენონი:…დღეს ეს სიყვარული ჩვენს სოციალურ პასუხიმსგებლობაში გამოიხატება

მეუფე ზენონი:…დღეს ეს სიყვარული ჩვენს სოციალურ პასუხიმსგებლობაში გამოიხატება

24 მარ 2020 საზოგადოება 1372 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შექმნილ მძიმე ვითარებაში, ქრისტიანებს გვმართებს, დავემორჩილოთ ადგილობრივ უწყებებს, რომლებიც ზრუნავენ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, – ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი აცხადებს.

მეუფე ზენონის მიმართვაში ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიის რესპუბლიკაში  შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც უკავშირდება მსოფლიო პანდემიად გამოცხადებულ კორონავირუსს, 21 მარტიდან დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დიოცეზში შემავალ სამრევლო ტაძრებში, მსგავსად აქ წარმოდგენილი სხვა მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესიებისა, დროებით შეჩერებულია საჯარო ღმრთისმსახურებები.

„სიყვარულისა და სიმტკიცის დიდი მოძღვარი, მოციქული პავლე ამბობს: „სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ შეგამთხვევთ იმას რისი ატანაც თქვენს ძალ-ღონეს აღემატება, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც გაპოვნინებთ, რათა შეძლოთ ატანა“
(1კორ. 10,13).

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიის რესპუბლიკაში დაწესებული სახელმწიფო შეზღუდვებისა და შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, 21 მარტიდან დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დიოცეზში შემავალ სამრევლო ტაძრებში, მსგავსად აქ წარმოდგენილი სხვა მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესიებისა, დროებით შეჩერებულია საჯარო ღმრთისმსახურებები. დიდი მარხვის ტიპიკონით გათვალისწინებული მსახურება აღესრულება მხოლოდ სამრევლო ტაძრების მღვდელმსახურთა მიერ.

შექმნილ მძიმე ვითარებაში, ქრისტიანებს გვმართებს დავემორჩილოთ ადგილობრივ უწყებებეს, რომლებიც ზრუნავენ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. შესაბამისად, პასუხისმგებლობითა და გულისყურით მოვეკიდეთ ყველა საჭირო რეკომენდაციას. ვისთვისაც ეს შესაძლებელია, დარჩით სახლებში, რათა თავიდან იქნას აცილებული პანდემიის სწრაფად გავრცელების საფრთხე. ყოველი თქვენი ქმედება სიყვარულით უნდა იყოს ნასაზრდოები, ამიტომ კვლავ მოყვასის სიყვარულისთვის ზედმიწევნითი სიფრთხილით დაიცავით ყველა სავალდებულო წესი, რომელსაც ჯანდაცვის ორგანოები ითხოვენ. ერთის მხრივ, ერთმანეთისგან დისტანცირება და იზოლაცია არც ისე იოლია, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა გონისმიერი ლოცვით გავერთიანდეთ ქრისტეში. გონისმიერი ლოცვითი ერთობა კი მიიღწევა მხოლოდ ურთიერთსიყვარულით. დღეს ეს სიყვარული ჩვენს სოციალურ პასუხიმსგებლობაში გამოიხატება. იქონიეთ სასოება უფალ იესო ქრისტეში და შეავედრეთ მას სამყაროს ხსნა სახლიდან ლოცვით, რომელიც წმ. სინოდმა და ათონელმა მამებმა შემოგვთავაზეს: „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შეიწყალე შენი სამყარი“.

ამ განსაცდელის ჟამს, მშობელი ქვეყნიდან ფიზიკური სიშორით მყოფთ, ჩემს ფიქრებში გიახლოვდებით. რაც უფრო დიდია მანძილი დღეს თქვენსა და ჩემს შორის, მით უფრო ძლიერ მკრავს სიყვარულის ძაფები და მწვრთნის ქრისტესმიერ თქვენს სიყვარულში.

ძლიერ მწადია, რომ განსაკუთრებით მხურვალე იყოს უფლისადმი აღვლენილი ჩვენი ლოცვა, ღმრთის დაბადებული ყოველი ადამიანისა და ეკლესიის კეთილდღეობისათვის.
დასასრულ, თქვენთან ერთად მივაპყრობ გონის თვალს და სასმენელს, ქრისტე ღმერთის უცვალებელ, მანუგეშებელ სიტყვებს: „ეს გითხარით, რათა მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ჭირი არ დაგელევათ ამ ქვეყნად, მაგრამ გამხნევდით: მე ვძლიე ქვეყანას“ (ინ. 16,33).

თქვენს სულიერ სიმტკიცეში, თავად მეც წარმატებული, ქრისტეში თქვენი სიყვარულის მსახური ზენონი“- ნათქვამია მეუფის მიამრთვაში.

კომენტარები

TOP კორონავირუსი მეუფე ზენონი პანდემია 2020-03-24
ნინო ჩხეიძე
Tags TOP კორონავირუსი მეუფე ზენონი პანდემია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მთელ მსოფლიოში ხდება ეროვნული ვალუტების დევალვაცია და ლარი ვერ იქნებოდა გამონაკლისი, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიმყოფებით იზოლირებულ კუნძულზე

შემდეგი სტატია

ევროპის შემდეგ კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი შესაძლოა აშშ გახდეს

მსგავსი სტატიები

“მთავ­რო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტია, რომ მთას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა მი­ე­ნი­ჭოს” – თუშეთში პრემიერი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა (ფოტოები)

“მთავ­რო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტია, რომ მთას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა მი­ე­ნი­ჭოს” – თუშეთში პრემიერი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა (ფოტოები)

ნინო ჩხეიძე 16 ივლ 2022
მიტროპოლიტი ნიკოლოზი: ისრების გადმოტანა ჟურნალისტებზე, რომ თქვენი ბრალია ყველაფერი, ნამდვილად არასწორია

მიტროპოლიტი ნიკოლოზი: ისრების გადმოტანა ჟურნალისტებზე, რომ თქვენი ბრალია ყველაფერი, ნამდვილად არასწორია

ნინო ჩხეიძე 27 ნოე 2022
ზაალ კოკაია: …მაგრამ როდესაც გადაცემაში მოგყავთ „პროფესიონალი ანტივაქსერი“

ზაალ კოკაია: …მაგრამ როდესაც გადაცემაში მოგყავთ „პროფესიონალი ანტივაქსერი“

ნინო ჩხეიძე 26 აპრ 2021

უახლესი ამბები

  • უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

    უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

  • Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

    Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

  • სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

    სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

  • სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

    სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

  • ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

    ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

  • დღე ისტორიაში – 3 ივნისი

    დღე ისტორიაში – 3 ივნისი

  • “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

    “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

  • ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

    ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

  • გიორგი კაკაურიძე:  უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

    გიორგი კაკაურიძე: უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

  • მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

    მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge