ამერიკელ კინოპროდიუსერს, ჰარვი ვაინშტეინს, რომელიც სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებითაა დაკავებული, კორონავირუსი დაუდგინდა.
ნიუ-იორკის პენიტენციალური დაწესებულების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 68 წლის მამაკაცი იზოლაციაში მოათავსეს.
კარანტინშია გადაყვანილი ყველა ის პირი, რომელსაც საპატიმრო დაწესებულებაში ვაინშტეინთან კონტაქტი ჰქონდა.
კომენტარები