NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»“ღია წერილი ბატონებს, ამირან გამყრელიძეს, თენგიზ ცერცვაძეს და პაატა იმნაძეს”

“ღია წერილი ბატონებს, ამირან გამყრელიძეს, თენგიზ ცერცვაძეს და პაატა იმნაძეს”

21 მარ 2020 საზოგადოება 1685 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ონკოლოგი და სხიური თერაპევტი, ზაზა უჯმაჯურიძე სოციალურ ქსელში ღია წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ღია წერილი ბატონებს, ამირან გამყრელიძეს, თენგიზ ცერცვაძეს და პაატა იმნაძეს

მოგესალმებით დიდი პატივისცემით,
დიდი მადლობა ამ მძიმე პერიოდში გაწეული დაუღალავი შრომისთვის. თქვენ მიაღწიეთ ძალიან კარგ შედეგებს ეპიდემიის გავრცელების შესაჩერებლად და დაავადებულთა მკურნალობის მხრივ. ნამდვილად სამაგალითოა ეს!

მაგრამ მინდა აღვნიშნო ერთი არაჯანსაღი ტენდენცია, რაც საზოგადოებაში შეიმჩნევა (მე ვეყრდნონი საზოგადოებრივ მედიას, რადგან ვცხოვრობ დანიაში), სახელდობრ, უფრო და უფრო მეტ თვითდარწმუნებას იმაში, რომ საქართველო გაცილებით უკეთ გაუმკლავდა ამ ვითარებას, ვიდრე ევროპა და ამერიკა.

ასევე ის, რომ ჩვენი ექიმები თურმე უკეთესები ყოფილან დასავლელ კოლეგებზე, რომ საბჭოთა განათლება მაინც სულ სხვაა და ა.შ.

მე კარგად ვიცი, რომ საქართველო ცოდნას, გამოცდილებას, მედიკამენტებს, აპარატურას თუ სხვა დახმარებას ყოველთვის დასავლელი პარტნიორებისაგან იღებდა და თუ რამე კარგი გაკეთებულა ბოლო 30 წელია, ეს მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო ურთიერთობისა და მათი დახმარებით მოხდა და ხდება.

თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ ჩვენი მედიცინის ავ-კარგი, ასევე ექიმთა კვალიფიკაციის ხარვეზები და სხვა საჭირბოროტო საკითხი, რაც დასავლეთში არ შეიმჩნევა. ისიც კარგად ვიცით, საქართველოში დაინფიცირებულთა ნაკადი რომ გაიზარდოს, ეს ძალიან სერიოზულ პრობლემებს შექმნის, რასაც გაცილებით უკეთ უმკლავდება ევროპის ქვეყნები, მიუხედავად არნახული გადატვირთულობისა.

ჩემი თხოვნა იქნება, გამოთქვათ თქვენი კომპეტენტური აზრი ამის შესახებ, რომ დააცხროთ აგორებული და ცოტათი შემაშინებელი, აგრესიული ტენდენციები საზოგადოებაშ დასავლური ქვეყნებისა და მედიცინის მიმართ. ასევე შეახსენოთ მოსახლეობას, რომ საქართველოს დემოგრაფიული, ტურისტული და ეპიდემიოლოგიური თავისებურებანი მხოლოდ ჩვენ სასიკეთოდ მოქმედებს (სხვა დროს, ეს ჩვენი თავსატკივარია), ვიდრე გაცილებით ხალხმრავალ და ტურისტული მიმოსვლით უაღრესად გადატვირთულ ევროპასა და ამერიკაში, რომელთაც მთელი მსოფლიოს ეკონომიკის, პოლიტიკისა და სხვ. დიდი პასუხისმგებლობა აწევს ტვირთად.

იმედს ვიპოვებ, რომ გამოეხმაურებით ამ წერილს, რადგან ვიცი, რომ თქვენი პოზიცია ჩემ პოზიციას ემთხვევა, რაც გამომიცდია ჩვენს კერძო საუბრებში.

მე პატივს ვცემ თქვენს პროფესიონალიზმსა და ადამიანობას და გისურვებთ წარმატებებს! მზად ვარ, დაგეხმაროთ თქვენც და ჩვენ ქვეყანას ჩემი მრავალწლიანი ევროპული გამოცდილებით.

საუკეთესო სურვილებით,
ზაზა უჯმაჯურიძე
სამედიცინო ონკოლოგი, სხივური თერაპევტი
კოპენჰაგენი, დანია”

კომენტარები

ექიმი ზაზა უჯმაჯურიძე კორონავირუსი პანდემია 2020-03-21
ნინო ჩხეიძე
Tags ექიმი ზაზა უჯმაჯურიძე კორონავირუსი პანდემია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“პრემიერი ბრძანდებოდა საპატრიარქოში დღეს და მოვისმინეთ მისგან, რომ ეკლესიის მსახურებებთან დაკავშირებით 10-კაციანი შეკრების პრინციპი არ არის ბუკვალურად გასაგები”

შემდეგი სტატია

იტალიაში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით რეკორდული რაოდენობის ადამიანი დაიღუპა

მსგავსი სტატიები

„ბავშვების დაწვასაც აპირებდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო“

06 სექ 2018

“ეკლესია მზადაა, წვლილი შეიტანოს მოზარდთა აღზრდის საკითხებთან დაკავშირებული ვითარების გაუმჯობესებაში”

08 დეკ 2017
“თუ “სითი პარკის” წინააღმდეგ საერთაშორისო დავა იქნება, უნდა დავიქირავოთ საერთაშორისო იურისტების ჯგუფი”

“თუ “სითი პარკის” წინააღმდეგ საერთაშორისო დავა იქნება, უნდა დავიქირავოთ საერთაშორისო იურისტების ჯგუფი”

10 მაი 2018

უახლესი ამბები

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

  • 5 გამოგონება, რომელმაც სამყარო შეცვალა

    5 გამოგონება, რომელმაც სამყარო შეცვალა

  • დღე ისტორიაში – 31 იანვარი

    დღე ისტორიაში – 31 იანვარი

  • ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს, კარლ ნეჰამერს ვახშამზე უმასპინძლა

    ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს, კარლ ნეჰამერს ვახშამზე უმასპინძლა

  • სალომე ზურაბიშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

    სალომე ზურაბიშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

  • “ნახევარ თბილისს რომ დუდუ შეუყვარდა, იმ გოგომ აქეთ დაიწყო დევნა, არა, ზედმეტი არაფერი გაუკეთებია, ძალიან გულწრფელი ადამიანია…”

    “ნახევარ თბილისს რომ დუდუ შეუყვარდა, იმ გოგომ აქეთ დაიწყო დევნა, არა, ზედმეტი არაფერი გაუკეთებია, ძალიან გულწრფელი ადამიანია…”

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ჩვეულებრივი აგენტია – იმასაც კი არ ეკითხებიან, რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში, მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ჩვეულებრივი აგენტია – იმასაც კი არ ეკითხებიან, რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში, მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს

  • ხორვატიის პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი: ყირიმი აღარასოდეს იქნება უკრაინა. ასე ამბობენ წამყვანი გერმანელი გენერლები…

    ხორვატიის პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი: ყირიმი აღარასოდეს იქნება უკრაინა. ასე ამბობენ წამყვანი გერმანელი გენერლები…

  • ვოლოდიმირ ზელენსკი მიკოლაივში ჩავიდა

    ვოლოდიმირ ზელენსკი მიკოლაივში ჩავიდა

  • კობა ნაყოფია: ვტოვებ “ენმ”-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც, ვტოვებ პოლიტსაბჭოს

    კობა ნაყოფია: ვტოვებ “ენმ”-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც, ვტოვებ პოლიტსაბჭოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge