NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»“პრემიერი ბრძანდებოდა საპატრიარქოში დღეს და მოვისმინეთ მისგან, რომ ეკლესიის მსახურებებთან დაკავშირებით 10-კაციანი შეკრების პრინციპი არ არის ბუკვალურად გასაგები”

“პრემიერი ბრძანდებოდა საპატრიარქოში დღეს და მოვისმინეთ მისგან, რომ ეკლესიის მსახურებებთან დაკავშირებით 10-კაციანი შეკრების პრინციპი არ არის ბუკვალურად გასაგები”

21 მარ 2020 საზოგადოება, საინტერესო 1247 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ პირადად პრემიერ-მინისტრისგან მოისმინა განმარტება – თუ რას გულისხმობს 10-კაციანი შეკრების შეზღუდვა.

„ამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ, კერძოდ, იმასთან დაკავშირებით განცხადებამ, რომ 10 -კაციანი შეკრებების ნებართვა არის მხოლოდ ამ რეჟიმში, გამოიწვია მხოლოდ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა და ბევრი შეკითხვები გააჩინა ეკლესიაში, მრევლში, სასულიერო პირებში. ამიტომ, ჩვენ დღეს შევეცადეთ, რომ მიგვეღო უფრო დაწვრილებით განმარტებები. პრემიერ-მინისტრი ბრძანდებოდა საპატრიარქოში დღეს და მოვისმინეთ მისგან, რომ ეკლესიის მსახურებებთან დაკავშირებით 10- კაციანი შეკრების პრინციპი არ არის ბუკვალურად გასაგები. საქმე ისაა, რომ საგანგებო მდგომარეობა უპირველეს ყოვლისა თავის მიზნებს ემსახურება. ამ შემთხვევაში მიზანი არის სიმჭიდროვე არ იყოს ადამიანების შეკრების დროს, რომ იყოს დაცული დისტანცია. ამ შემთხვევაში ჯანდაცვის უწყებების მიერ მოცემულ რეკომენდაციებს და სინოდის სხდომის გუშინდელ ოქმშიც იყო ამაზე საუბარი, რომ ჩვენმა მრევლმა, ჩვენმა მოქალაქეებმა საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მიცემული რეკომენდაციები. ჩვენ მივიღეთ განმარტება დღეს ეკლესიაში მსახურებაზე, მრევლის დგომასთან დაკავშირებით და განგვიმარტეს, რომ დიდ და მცირე ზომის ტაძრებში ადამიანების ერთნაირი რაოდენობა ვერ იქნება. ეს გულისხმობს უზრუნველყოფას, რომ აქ დამსწრე ადამიანებს შორის იყოს შესაბამისი დისტანცია, ის რასაც გვირჩევს ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, თითოეული მოქალაქის. ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და იქ მომხდარი აფეთქება გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს. თუკი არ ეწინააღმდეგება რაიმე რეკომენდაცია ღვთისმსახურებას და რაიმე დღესასწაულის აღნიშვნას, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, ჩვენგანაც არის რეკომენდაცია, რომ ჯანრთელობის დაცვასა და ერთმანეთზე ზრუნვისთვის გათვალისწინებული იყოს ეს,” – განაცხადა ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, თუკი აღდგომის წინა დღეებში ეპიდსიტუაცია საშუალებას მისცემს მთავრობას, შესაძლებელია, საგანგებო მდგომარეობის ვადამაც გადმოიწიოს.

„თუ ამის საშუალებას მისცემს ის მდგომარეობა, რომელიც აღდგომის წინა პერიოდში გვექნება, შესაძლებელია, რომ საგანგებო მდგომარეობის ვადა გადმოწეულ იქნას იმისთვის, რომ რაიმე დისკომფორტი არ შექმნას მლოცველებისთვის. საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ დღესასწაულზე შეიძლება იყოს ბევრი ხალხი და იცით, რომ აღდგომის მარხვის პერიოდი არის სხვადასხვა დღესასწაულები და მსახურებები, მათ შორის, შვიდგზის ზეთისცხება სრულდება, გვაქვს ხარება, ბზობა და ა.შ. შესაძლებელია ასევე, რომ მრევლის ნაწილი ტაძართან ეზოში დადგეს, როგორც ეს ითქვა,” – განაცხადა ჯაღმაიძემ.

კომენტარები

TOP ანდრია ჯაღმაიძე კორონავირუსი პანდემია საპატრიარქო საქართველოს პარლამენტი 2020-03-21
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ანდრია ჯაღმაიძე კორონავირუსი პანდემია საპატრიარქო საქართველოს პარლამენტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკითხი დაამტკიცა

შემდეგი სტატია

“ღია წერილი ბატონებს, ამირან გამყრელიძეს, თენგიზ ცერცვაძეს და პაატა იმნაძეს”

მსგავსი სტატიები

მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგია დანიშნული

მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგია დანიშნული

01 ივნ 2018
გააქტიურება თუ მეორედ ინფიცირება

გააქტიურება თუ მეორედ ინფიცირება

ნინო ჩხეიძე 17 აპრ 2020
თბილისის მერმა ქვეყნის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

თბილისის მერმა ქვეყნის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

26 მაი 2018

უახლესი ამბები

  • იტალიაში 32 წლის ქართველი ქალის დაჭრის ფაქტზე მისი მეუღლე დააკავეს

    იტალიაში 32 წლის ქართველი ქალის დაჭრის ფაქტზე მისი მეუღლე დააკავეს

  • მედია: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ჩავიდა

    მედია: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ჩავიდა

  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე 4 პირი დააკავა, პირადი მიმოწერის გავრცელების ფაქტზე კი ერთი პირი ამხილა

    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე 4 პირი დააკავა, პირადი მიმოწერის გავრცელების ფაქტზე კი ერთი პირი ამხილა

  • ლევან ბეჟაშვილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩართულია და იქნება საპარლამენტო საქმიანობაში

    ლევან ბეჟაშვილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩართულია და იქნება საპარლამენტო საქმიანობაში

  • გენშტაბი: უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 57 შეტევა მოიგერიეს

    გენშტაბი: უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 57 შეტევა მოიგერიეს

  • ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე: მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებთ თავს, რომელსაც რთული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ბიზნესთან, ე.ი. ეკონომიკასთან და თქვენ მათ ამ ნაწილშიც გაასწარით!

    ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე: მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებთ თავს, რომელსაც რთული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ბიზნესთან, ე.ი. ეკონომიკასთან და თქვენ მათ ამ ნაწილშიც გაასწარით!

  • შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია 29-30 მარტს საქართველოს ეწვევა

    შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია 29-30 მარტს საქართველოს ეწვევა

  • მუსიკა განწყობისათვის – Chet Baker – Almost blue

    მუსიკა განწყობისათვის – Chet Baker – Almost blue

  • არჩილ ქიქოძე: ბექა ქურხული მოუხსნიათ პრემია საბადან, ჰოდა, მოკლედ და დიდი წიაღსვლების გარეშე ვიტყვი, რომ …

    არჩილ ქიქოძე: ბექა ქურხული მოუხსნიათ პრემია საბადან, ჰოდა, მოკლედ და დიდი წიაღსვლების გარეშე ვიტყვი, რომ …

  • ლოიდ ოსტინი: გაზაფხულზე უკრაინას წარმატებისთვის ძალიან კარგი შანსები ექნება

    ლოიდ ოსტინი: გაზაფხულზე უკრაინას წარმატებისთვის ძალიან კარგი შანსები ექნება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge