NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ზურაბ გურული: სიმბოლურია ის ფაქტი, რომ კორონავირუსის სამიზნე …

ზურაბ გურული: სიმბოლურია ის ფაქტი, რომ კორონავირუსის სამიზნე …

21 მარ 2020 საზოგადოება 6447 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“პანდემიური ფილოსოფიები…
——————————–
ნელნელა გამოიკვეთა ჰიბრიდული ომის ახალი, დამანგრეველი ძალის ტაქტიკური იარაღი. მოქმედების პრინციპით ინფრაბგერულ ზარბაზანს წააგავს, რომელიც უხილავად მოქმედებს ადამიანთა განწყობაზე, სასოწარკვეთაში აგდებს მათ და შემდეგ, პარალიზებული გონება შიგნიდან ანგრევს ყველა თავდაცვით სისტემას უჯრედების დონეზე.
ეს იარაღი მართვადი შიშია, რომლის მასიური ტრანსფორმირება აგრესიად ეგზოთერმული რეაქციაა; არანაირი ენერგია არ სჭირდება საწვავად.
ამ პრინციპით იმუშავებენ მსოფლიოს უბოროტესი ქვეყნები, რომლებსაც კაცთმოძულე მუტანტები მართავენ. მათი ამოცანა პლანეტის პროგრესული სპექტრის ამოტრიალებაა, რაც მათი იდეოლოგიურ-სულიერი დევალვაციით უნდა მოხდეს.
თავისებურად სიმბოლურია ის ფაქტი, რომ კორონავირუსის სამიზნე კაცობრიობის მომწიფებული, ასაკობრივი გამოცდილებით კონსერვატიული სპექტრია, რომელიც ზომიერების მთავარი გარანტიაა პლანეტაზე. უმწიფარ ორგანიზმებს ხომ უკიდურესობები ახასიათებთ და უკიდურესობები ქაოსის მთავარი საწვავია.
1918-20 წლების ეპიდემიისას ვირუსის სამიზნე ძირითდათ 20-40 წლის ასაკობრივი სპექტრი იყო. ამ უცნაურმა პროგრამირებამ უცებ დაშრიტა პირველი მსოფლიო ომიდან შემორჩენილი, პლანეტის საზარბაზნე ხორცის რეზერვები და ორი დეკადით დაამშვიდა მსოფლიო. ამჟამად პირიქით ხდება. ახალგაზრდული სპექტრი კრიტიკულ მასას მიაღწევს და ეს იმოქმედებს პლანეტის წამყვან ქვეყანათა პოლიტიკურ სისტემებზე. უკიდურესობები ნორმა გახდება და აფეთქებამდე მიიყვანს მსოფლიოს.
თუ ცივილიზაციის წამყვანმა ძალამ ამ პროცესების მართვა ვერ შეძლო, კატასტროფა გარდაუვალი იქნება. კორონავირუსი მხოლოდ სიმულაციაა, ერთგვარი გამაფრთხილებელი სიგნალია სამყაროდან, რომელიც გვაჩვენებს კაცობრიობის გაერთიანებული გონის, ანუ პლანეტის მთავარი კომპიუტერის სრული პარალიზების, რეალობაში მოდელირებულ ქრონიკას.
უკვე გამოჩნდა უკონტროლო გლობალიზაციის საფრთხეები. აღმოჩნდა რომ ქვეყნებსაც აქვთ თავიანთი საკუთარი კოლექტიური ცნობიერი, ისევე როგორც ადამიანებს და ეს ცნობიერი, ისევე როგორც ინდივიდების, სიკეთე-ბოროტების ჩაკეტილ სისტემაში პულსირებს. ამიტომ სჭირდება ყველა ქვეყანას თუნდაც საკუთარი სტრატეგიული წარმოებების შენარჩუნება, რათა გადამწყვეტ მომენტში ერთ უჯრედად ქცეული პლანეტა ერთიანად კი არ მოისრას, არამედ დამოუკიდებელი უჯრედები გადარჩნენ და მერე თავიდან დაიწყონ ახალი ქსოვილის შექმნა.”

კომენტარები

გლობალიზაცია ზურაბ გურული კორონავირუსი 2020-03-21
ნინო ჩხეიძე
Tags გლობალიზაცია ზურაბ გურული კორონავირუსი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

იტალიაში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით რეკორდული რაოდენობის ადამიანი დაიღუპა

შემდეგი სტატია

“ამჯერად დავარქვით კორონა ვირუსი. რაღაც უხილავი ძალა მართავს ამ საქმეს”

მსგავსი სტატიები

ელექტრონული პორტალი – „შენი იდეა ქალაქის მერს“ ამოქმედდა

ელექტრონული პორტალი – „შენი იდეა ქალაქის მერს“ ამოქმედდა

12 თებ 2018
მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი  ჟურნალისტს: შენ ერთხელ უკვე მოგხვდა და კიდევ მოგხვდება, თუ არ გაჩერდები

მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი ჟურნალისტს: შენ ერთხელ უკვე მოგხვდა და კიდევ მოგხვდება, თუ არ გაჩერდები

ნინო ჩხეიძე 11 ივლ 2021
ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში გიორგობა აღნიშნეს

ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში გიორგობა აღნიშნეს

23 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

    უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

  • Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

    Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

  • სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

    სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

  • სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

    სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

  • ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

    ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

  • დღე ისტორიაში – 3 ივნისი

    დღე ისტორიაში – 3 ივნისი

  • “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

    “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

  • ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

    ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

  • გიორგი კაკაურიძე:  უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

    გიორგი კაკაურიძე: უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

  • მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

    მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge